![ტრადიციული საახალწლო კერძები
მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202111/2021112910125489693.jpg)
ახალი წელი განსაკუთრებული დღესასწაულია, რომელიც სავსეა სასწაულებით, მაგიით და სიმბოლოებით. ერთ-ერთი ასეთი სიმბოლოა საახალწლო სუფრა. მთელ მსოფლიოში ადამიანებს სჯერათ, რომ სპეციალურ სადღესასწაულო საკვებს შეუძლია ახალ წელს ბედნიერება მოუტანოს და ტრადიციულად ამზადებენ ამა თუ იმ კერძებს. წარმოგიდგენთ აუცილებელ საახალწლო კერძებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან:
1. ინგლისი![ტრადიციული საახალწლო კერძები
მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202111/2021112910163489693.jpg)
2. აშშ
ინდაური ასევე ითვლება ტრადიციულ ამერიკულ კერძად, თუმცა, ინგლისურისგან განსხვავებით, ამერიკულ ინდაურს სხვანაირად ამზადებენ. ძალიან მარტივი სიტყვებით რომ ვთქვათ, ინდაური ივსება ყველა იმ პროდუქტით, რომელიც მაცივარში "იდო". ჩვეულებრივ ეს არის ყველი, ნიორი, ქლიავი, ვაშლი, კომბოსტო, ლობიო, სოკო, სანელებლები.
![ტრადიციული საახალწლო კერძები
მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202111/2021112910182389693.jpg)
3. ავსტრია, უნგრეთი
ამ ქვეყნებში ფრინველის ხორცის სადღესასწაულო სუფრაზე მიტანა ცუდი ნიშანია. ცრუმორწმუნე მოსახლეობას სჯერა, რომ თუ სადღესასწაულო სუფრაზე ფრინველს მიართმევთ, მაშინ ბედნიერება შეიძლება გაფრინდეს. ტრადიციული ავსტრიული სამზარეულო მდიდარია საკუთარი დელიკატესებით. ასე რომ, სადღესასწაულო სუფრაზე აუცილებლადაა შნიცელი, შტრუდელი, ტრადიციული ავსტრიული თევზის სალათი. უნგრეთში ჩვეულებრივად მიირთმევენ სადღესასწაულო სუფრისთვის ტრადიციული ბაგელებს - ესაა ყაყაჩოსა და თხილის რულონები, რომლებიც ებრაული სამზარეულოდან გადმოვიდა.![ტრადიციული საახალწლო კერძები
მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202111/2021112910205489693.jpg)
4. დანია, შვედეთი
დანიელების მთავარი საახალწლო სადღესასწაულო კერძი ვირთევზაა. ეს კერძი სიმბოლოა ბედნიერების და სიმდიდრის. შვედურ სადღესასწაულო სუფრაზე მუდამ მიირთმევენ ლუტეფიქსს- ესაა თევზის კერძი, რომელიც მზადდება გამხმარი ვირთევზასგან.![ტრადიციული საახალწლო კერძები
მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202111/2021112910223489693.jpg)
5. გერმანია
ქაშაყი გერმანიაში სადღესასწაულო სუფრის განუყოფელ და სიმბოლურ კერძად ითვლება. ითვლება, რომ ქაშაყი აუცილებლად მოუტანს ბედნიერებას მომავალ წელს. ტრადიციული და არანაკლებ მნიშვნელოვანი კერძები სადღესასწაულო სუფრაზე არის Sauerkraut - ჩაშუშული მჟავე კომბოსტო სოსისებით, Eisbein - მოხარშული ღორის როლი და, რა თქმა უნდა, მრავალი სახეობის გერმანული ძეხვი. (თითოეულ რეგიონს აქვს თავისი სახეობა).![ტრადიციული საახალწლო კერძები
მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202111/2021112910235989693.jpg)
6. ისრაელი
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ისრაელი ახალ წელს სექტემბერში აღნიშნავს. იქ ხალხისთვის საახალწლო სადღესასწაულო სუფრას თავისი წესები აქვს. მთავარი წესია მწარე, მჟავე და მარილიანი საკვების მოშორება. სუფრა დაფარულია ტკბილი კერძებით. ასევე სუფრაზე, როგორც წესი, არის თაფლი, ფინიკი, ბროწეული და ვაშლი. ასევე მნიშვნელოვანია ჰალა - სადღესასწაულო ნამცხვარი, რომელსაც თაფლში ასველებენ. ![ტრადიციული საახალწლო კერძები
მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202111/2021112910270389693.jpg)
7. ჰოლანდია, საფრანგეთი
ჰოლანდიურ სადღესასწაულო სუფრაზე აუცილებლად ნახავთ დონატებს და დამარილებულ ლობიოს - ერთ-ერთ მთავარ ეროვნულ კერძს - მხოლოდ საახალწლოდ. საფრანგეთში ტრადიციული საახალწლო სუფრა არ სრულდება შემწვარი წაბლის, ხამანწკების, ლამაზად მორთული ბატის პაშტეტის სენდვიჩების, ყველის და, რა თქმა უნდა, ფრანგული ღვინის გარეშე.![ტრადიციული საახალწლო კერძები
მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202111/2021112910282689693.jpg)
8. პოლონეთი
პოლონეთში საახალწლო სუფრაზე ზუსტად თორმეტი კერძია. მთავარი კი ხორცი არაა. არის სოკოს წვნიანი ან ბორში, ქერის ფაფა ქლიავით, პელმენი კარაქით, შოკოლადის ნამცხვარი... სავალდებულო კერძი თევზია. ბევრ ქვეყანაში მას ოჯახური ბედნიერებისა და კეთილდღეობის სიმბოლოდ მიიჩნევენ.![ტრადიციული საახალწლო კერძები
მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202111/2021112910315989693.jpg)
9. რუმინეთი, ავსტრალია, ბულგარეთი
სადღესასწაულო საახალწლო სუფრებზე წარმოდგენილ მრავალ ტრადიციულ კერძს შორის, აუცილებლად არის განსაკუთრებული ღვეზელი. მისი თავისებურება ის არის, რომ ტორტის ნაჭერში ერთ-ერთ სტუმარს აუცილებლად შეხვდება მონეტა, კაკალი, ან წიწაკის მარცვალი. აღმოჩენის ბედნიერი მფლობელი მომავალ წელს ოჯახს შექმნის.![ტრადიციული საახალწლო კერძები
მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202111/2021112910355789693.jpg)
10. იაპონია
30 დეკემბერს წინასადღესასწაულო სუფრაზე ყოველთვისაა მოჩია - მოხარშული ბრინჯისგან დამზადებული პატარა ნამცხვრები, რომლებსაც ხილით ამზადებენ და სეზამის მარცვლებს აყრიან. საახალწლო სადღესასწაულო სუფრაზე გრძელი ლაფშა აუცილებლად უნდა იყოს წარმოდგენილი. რაც უფრო გრძელი იქნება ის, მით უფრო გახანგრძლივდება დღესასწაულში მონაწილეთა სიცოცხლე. სუფრებზე ხშირად დევს ზღვის მცენარეები, შემწვარი წაბლი, ბარდა, ლობიო, მოხარშული თევზი, ეს კომპონენტები ბედნიერების, ბიზნესში წარმატების, ჯანმრთელობის, სიმშვიდის გარანტია.![ტრადიციული საახალწლო კერძები
მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202111/2021112910391389693.jpg)
11. ესპანეთი, პორტუგალია, კუბა
ბევრ ქვეყანაში - ესპანეთში, პორტუგალიაში, კუბაში, ვაზი უძველესი დროიდან ითვლება სიმრავლის სიმბოლოდ და ბედნიერ ოჯახურ კერად. მაშასადამე, ამ ქვეყნების მაცხოვრებლები შუაღამისას ჭამენ თორმეტ ცალ ყურძენს - საათის დარტყმის რაოდენობის მიხედვით. ყოველ ყურძენზე იფიქრებენ სურვილს -ესაა თორმეტი სანუკვარი სურვილი წელიწადის ყოველ თვეზე.![ტრადიციული საახალწლო კერძები
მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202111/2021112910425189693.jpg)
12. იტალია
იტალიაში ასევე მიღებულია საახალწლო სუფრაზე ყურძნის, თხილის, ოსპის მირთმევა, როგორც დღეგრძელობის, ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის სიმბოლო და გარანტი.![ტრადიციული საახალწლო კერძები
მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202111/2021112910443489693.jpg)
13. ტიბეტი
ტიბეტელებს საახალწლო ჩვეულება აქვთ. დიასახლისები აცხობენ ღვეზელების მთებს მრავალფეროვანი შიგთავსით და ჩუქნიან ყველა ნაცნობსა და უცნობს. რაც მეტს გაავრცელებ მით უფრო მდიდარი იქნები!![ტრადიციული საახალწლო კერძები
მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202111/2021112910460989693.jpg)
14. ბელგია
ბელგიაში ჭამენ ხბოს ძეხვს ტრიუფელთან, ღორის ხორცთან, ტრადიციულ ნამცხვარსა და ღვინოსთან ერთად.![ტრადიციული საახალწლო კერძები
მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202111/2021112910475089693.jpg)