x
image
არჩილ ვერულიძე
მონარქები, რომლებმაც უარი თქვეს ძალაუფლებაზე მეორე ნახევრის გამო
image

სიყვარული მშვენიერი, ჯადოსნური გრძნობაა, რომელიც ასევე შეიძლება რთული გამოცდა იყოს ადამიანისთვის. ხანდახან სიყვარულისთვის უნდა გაწირო ყველაფერი რაც გაქვს. მინდა გაგაცნოთ მათი წარმოუდგენელი ისტორიები ვინც უნდა ხელმძღვანელობდნენ თავიანთ სახელმწიფოებს, მაგრამ უარი განაცხადეს ტახტზე თავიანთი მეორე ნახევრის გულისთვის.


პრინცი ფილიპი

დიახ, დედოფალ ელიზაბეტ II-ის გარდაცვლილი მეუღლე დაიბადა საბერძნეთისა და დანიის პრინც ანდრიას და პრინცესა ალისას ოჯახში. იმ დროისთვის ელიზაბეტი ჯერ კიდევ პრინცესა გახლდათ და მასზე ქორცინებისთვის ფილიპს უარი უნდა ეთქვა ტახტზე დანიასა და საბერძნეთში, გამხდარიყო ბრიტანეთის ქვეშევრდომი. სიყვარულის სახელით ასეთი მსხვერპლისთვის მას მოგვიანებით რამდენიმე ტიტული მიენიჭა, როგორიცაა გრინვიჩის ბარონი და ედინბურგის ჰერცოგი. ფილიპმა და ელიზაბეტმა 1947 წელს იქორწინეს და 74 წელი ერთად ცხოვრობდნენ. 2021 წელს გადაიცვალა პრინცი ფილიპი.

image


დიდი თავადი კონსტანტინე რომანოვი



მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ მმართველ დინასტიას ასევე აქვს თავისი ისტორია. კონსტანტინე იმპერატორ პავლე I-ის მეორე ვაჟი იყო და თავდაპირველად არავის ეგონა, რომ მას მიეცემოდა ქვეყნის მართვის შანსი. რიგში პირველი იყო მისი უფროსი ძმა ალექსანდრე, რომელმაც მამის გარდაცვალების შემდეგ მისი ადგილი დაიკავა. მაგრამ 1825 წელს, საკმაოდ იდუმალ ვითარებაში, იმპერატორი გარდაიცვალა ტაგანროგში და ქვეყანა მოულოდნელად დარჩა მონარქის გარეშე.

სწორედ მაშინ დადგა კონსტანტინეს მომენტი, მაგრამ მას, როგორც გაირკვა, საერთოდ არ სურდა იმპერატორი გამხდარიყო, რადგან დაქორწინებული იყო გრაფინია ჟანეტა გრუდინსკაიაზე. იმ საბაბით, რომ კონსტანტინეს ქორწინება უთანასწორო სტატუსის მქონე ქალთან გაფორმდა, ტახტი მის უმცროს ძმას ნიკოლოზს გადაეცა.

image

მეფე ედუარდ VIII


შესაძლოა, ტახტის დათმობის ყველაზე რეზონანსული შემთხვევა დაკავშირებულია დიდი ბრიტანეთის მეფე ედუარდ VIII-სა და უოლის სიმპსონის ურთიერთობასთან. ქვეყანას ერთ წელზე ნაკლები ხნის განმავლობაში რომ მართავდა, ედუარდი გადადგა და დატოვა ლონდონი საყვარელ ადამიანზე დაქორწინებისთვის, რადგან ძალაუფლების სხვა წარმომადგენლები არ მოიწონებდნენ ამ კავშირს. ტახტზე უარის თქმის შემდეგ, ელიზაბეტ II-ის ბიძამ განაცხადა: "მე აღმოვაჩინე, რომ ვერ გავუძლებდი პასუხისმგებლობის მძიმე ტვირთს და ვერ შევასრულებდი მეფის მოვალეობას ისე, როგორც მსურდა, იმ ქალის დახმარებისა და მხარდაჭერის გარეშე, რომელიც მიყვარს". ის უოლისზე სიცოცხლის ბოლომდე იყო დაქორწინებული.

image



პრინცესა მაკო


რომანტიკული საქციელი არ დარჩენილა გასული საუკუნეების ხვედრად და ჩვენს დღეებში მონარქებს შეუძლიათ გაბედული გადაწყვეტილებანი მიიღონ. ერთ-ერთი ბოლო ასეთი შემთხვევაა პრინცესა მაკოს წასვლა იაპონიის საიმპერატორო ოჯახიდან არაარისტოკრატული წარმოშობის შეყვარებულთან ქორწინების გამო. 2021 წლის ოქტომბერში დადასტურდა, რომ პრინცესა მაკო დაქორწინდა კეი კომუროზე, რითაც დაკარგა სამეფო სტატუსი. ახლა წყვილი ამერიკაში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც ახალი ცხოვრების დაწყებას გეგმავენ.

image


პრინცი ფრიზო


2004 წელს ნიდერლანდებში ყველაზე დიდი სიახლე იყო პრინც ფრიზოსა და მეიბელ სმიტის ქორწილი. ფაქტია, რომ ქორწინება ქვეყნის პარლამენტის ოფიციალური კურთხევის გარეშე გაფორმდა. ფრიზომ უარი თქვა ტახტზე უფლებაზე, რომელიც მას უფროსი ძმისგან ერგებოდა. 2013 წლამდე, პრინცის გადაცვალებამდე, ის და მისი ოჯახი კვლავ სამეფო ოჯახის წევრებად ითვლებოდნენ, უბრალოდ, ფრიზო ძალაუფლებაზე პრეტენზიებს ვეღარ აცხადებდა.
image
ამ საოცარი ისტორიების მაგალითები ადასტურებს, რომ ვერანაირი ძალა ვერ ჩაანაცვლებს საყვარელ ადამიანს. შესაძლოა მათმა მაგალითმა თქვენც გიბიძგოთ გაბედული ნაბიჯიკენ, თქვენი მეორე ნახევრი გამო.


1
82
5-ს მოსწონს
ავტორი:არჩილ ვერულიძე
არჩილ ვერულიძე
82
  
2021, 2 დეკემბერი, 3:17
ლამაზი გოგოები გელოდებიან - Hot24.pw
0 1 1