x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134535
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508595
„ოპოზიციამ ახალ საკრებულოებს წაართვა უფლება, 2022 წლის ბიუჯეტი დაემტკიცებინა“ - ირაკლი მელაშვილი

image

თვითმმართელობის ექსპერტი ირაკლი მელაშვილი განმარტავს, რომ ოპოზიიციის წევრებმა ცალკეული გადაწყვეტილებებით ქვეყნის მასშტაბით ძველ საკრებულოებს უფლებამოსილების ვადა თავადვე გაუხანგრძლივეს და ახლა ცდილობენ შექმნილი ვითარება ხელისუფლებას გადააბრალონ.

მელაშვილი ასევე განმარტავს, რომ ცესკო-ს ოპოზიციური წევრების მხარდაჭერით, ფაქტობრივად ახალი მოწვევის საკრებულოებს წაერთვათ შესაძლებლობა, 2022 წლის ბიუჯეტის განხილვა-დამტკიცებაში მიეღოთ მონაწილეობა. ვადა 25 ნოემბერს ამოიწურა, ამას კი ახალი საკრებულო ვერ მოახერხებდა, რადგან პირველი სხდომები ოპოზიციის მხარდაჭერით 3 დეკემბერს ჩაინიშნა.

„ოპოზიცია, ბოდიში და თქვენ მართლა ხომ არ გძმარავთ?! ცესკო-ს გავრცელებული განცხადებიდან ირკვევა, რომ 3 დეკემბერს ახლადარჩეული საკრებულოს პირველი სხდომის დანიშვნას მხარი დაუჭირა ცესკ-ს 15 წევრიდან 14-მა. მათ შორის, თავმჯდომარის იმ ოპოზიციონერმა მოადგილემ, რომელმაც დღეს განაცხადა, ცესკომ ახალი საკრებულოების პირველი სხდომების 3 დეკემბერს ჩანიშვნით პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება მიიღოო. ამ შემთხვევაში საზოგადობამ უნდა იცოდეს, რომ თქვენც თანამონაწილეები ხართ რამდენიმე საკრებულოში დატრიალებული მოვლენების, იმიტომ რომ ოპოზიციამ ამ გადაწყვეტილებით “ოცნებასთან” ერთად 3 დეკემბრამდე გაუხანგრძლივეთ ძველ საკრებულოებს უფლებამოსილება. გარდა ამისა 3 დეკემბერს, თუკი პირველად შეიკრიბებოდა საკრებულო, საბიუჯეტო კოდექსის 78 მუხლის 3 და 4 პუნქტის თანახმად ის ვეღარ შეძლებდა ახალი ბიუჯეტის განხილვაში რეალურად ჩართვას, რადგანაც ვერ შეძლებდა საკუთარი შენიშვნების და წინადადებების მომზადებას და გადაგზავნას მერიისთვის, კანონის თანახმად, ამისი ვადა საკრებულოს 25 ნოემბრამდე ჰქონდა!

ამ გადაწყვეტილების მხარდაჭერით, იმ ოპოზიციურმა პარტიებმა ვინც ხმა მისცა 3 დეკემბერს ახალი საკრებულოების პირველი სხდომის მოწვევას, ფაქტობრივად “ქართულ ოცნებასთან” ერთად წაართვეს უფლება ახალ საკრებულოს განეხილა მუნიციპალიტეტის მომდევნო წლის ბიუჯეტი დაა შეეტანა მასში ცვლილებები! აი რა უნდა გითხრათ ახლა კაცმა? ან კანონები არ იცით არც ერთმა თქვენგანმა, ნუ ან მაშინ, თავად ხვდებით რასაც შვებით! თუ ცესკო-ს განცხადება ტყუილია, მაშინ გამოდით და თქვით! თუ არა და მაშინ რაღას ყვირიხართ, ცესკო-ში “ქართულ ოცნებასთან” ხელჩაკიდებულებს, ერთად “გაგიჩარხავთ”, რომ ახალ საკრებულოებს მომავალი წლის ბიუჯეტის განხილვაში ვერ მიეღოთ მონაწილეობა! სამარცხვინო საქციელია!“ - აღნიშნავს ირაკლი მელაშვილი.

"ნაციონალური მოძრაობისა" და "ლელოს" წევრები ბოლო დღეებში სხვადასხვა რეგიონში შექმნილ ვითარებაში ხელისუფლებას ადანაშაულებდნენ და მიიჩნევდნენ, რომ ადგილობრივ თვითმმართველობებში მუნიციპალიტეტების ბიუჯეტები ნაადრევად დაამტკიცეს. თუმცა, აღმოჩნდა, რომ მათივე წარმომადგენლებს აქვთ ამ გადაწყვეტილებისთვის ხმა მიცემული, რითაც ძველს უფლება მიეცა, ახალ დეპუტატებს კი შეეზღუდათ.

0
189
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
189
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0