x
მეტი
  • 20.01.2022
  • სტატია:116340
  • ვიდეო:353098
  • სურათი:490174
„ბიჭს აჩეხვით ემუქრებიან, გოგოს გინეკოლოგთან მიათრევენ საქალწულე აპკის შესამოწმებლად“ – ბაია პატარაია
image

უფლებადამცველი ბაია პატარაია სოციალურ ქსელში, "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე საინტერესო ამბავზე წერს. პატარაია წერს, რომ შეეჩეხა მერამდენე ამბავს, რა დროსაც შეყვარებულ წყვილს თავიაანთ ოჯახებში პრობლემა ექმნებათ იმის გამო, რომ ერთმანეთი უყვართ და ამის გამო ურთიერთობაში არიან. უფლებადამცველი ახალგაზრდებს მოუწოდებს არ მოუსმინონ მშობლების შეგონებებს, ტრადიციებზე დამყარებულ რჩევებს და მშობლების მიმართაც კი არ მოითმინონ ზეწოლა. პატარაია კონკრეტულ მუხლებს უთითებს დაწერს, რომ შვილებზე ზემოქმედება ისჯება პატიმრობით.

„უკვე მერამდენედ ვაწყდები ამბავს, რომ ახალგაზრდა ქალს, რომელსაც შეყვარებული ჰყავს, მშობლები რასაც ქვია “პროგრომს” უწყობენ (ოჯახში ძალადობა მ.126 პრიმა), შინ კეტავენ (უკანონოდ უღკვეთენ თავისუფლებას მ. 143), ბიჭს აჩეხვით ემუქრებიან (მუქარა მ.151), გოგოს გინეკოლოგთან მიათრევენ საქალწულე აპკის შესამოწმებლად (დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობა მ. 144 ტერცია).

სპეციალურად მივუწერე ის სისხლის სამართლის დანაშაულები, რასაც მშობლები ჩადიან შვილის წინაშე. ისჯება კი არა, მთელი ბუკეტია დანაშაულების, ციხე რომ არ ასცდებათ სათითაოდ – ისეთი. ამიტომ გოგოებო, ქალებო, ნუ მოითმენთ ამ დამცირებას და ძალადობას ნურავისგან, მით უმეტეს ოჯახში, სადაც პირველ რიგში უნდა ზრუნავდნენ არა “აპკზე” და “ოჯახის ღირსებაზე” (მიმიფურთხებია ყველასთვის, ვინც ქალის ჩაგვრას ფსევდო-ღირსებით ამართლებს), არამედ შვილის ჯანმრთელობასა და განვითარებაზე. ასეთი ქცევა სიველურეა და ყველა ქალი დაცული უნდა იყოს ამ მართლა ღირსების შემლახავი ძალადობისაგან.

თუ მსგავს მდგომარეობაში ხართ, მოგვმართეთ საფარი/Sapari-ს 2 307 603 და აუცილებლად მიმართეთ პოლიციას 112, მყისიერი შეტყობინებისთვის კი ჩამოტვირთეთ/გამოიყენეთ მობ. აპლიკაცია Safe You – საქართველო“, - წერს ბაია პატარაია


.

* * *

რა შეემთხვა აჩი მეფარიძეს “სუპერში” და რატომ გამოიძახეს პატრული? (ვიდეო)


.

image

ინციდენტი მოხდა სუპერმარკეტების ქსელ „სუპერში“, სადაც ერთერთი ცნობადი სახე პრეტენზიებით მივიდა. ვითარება იმდენად დაიძაბა, რომ სულ მალე ადგილზე საპატრულო პოლიციის თანამშრომლებიც გამოჩნდნენ.

როგორც გაირკვა, პოპულარული ქართველი მომღერალი აჩიკო მეფარიძე სუპერმარკეტის მოლარეს 25 ლარის დაკლებას ედავებოდა, რის გამოც სახლიდან მარკეტში, წყნეთიდან ბელიაშვილზე დაბრუნდა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მაღაზიის თანამშრომლებს.

კონფლიქტის დროს პატრული გამოიძახეს… როგორც თვითმხილველები “ალიას” უყვებიან, საბოლოოდ, ინცინდენტი ამოიწურა და მომღერალმა ბოდიში მოიხადა. თვითმხილველებმა ინციდენტის ამსახველი ვიდეომასალაც გადაიღეს.

თუმცა, როგორც მესამე ვიდეოდან ჩანს, პატრულის ეკიპაჟის მოსვლისა და ვიდეოჩანაწერების გაშიფვრის შემდეგ დადგინდა, პერსონალი არ ტყუოდა და ბოდიშის მოხდა თავად მომღერალს ამიტომაც მოუწია. გარდა ამისა, პერსონალი უკმაყოფილო იყო იმითაც, რომ ბოდიშის მიუხედავად, აჩი მეფარიძე საკმაოდ ზედმეტად აგრესიული იყო და არც მუქარასა და გინებას იშურებდა.

მიუხედავად იმისა, რომ საკუთარ სიმართლეში დარწმუნებულმა აჩი მეფარიძემ წყნეთიდან თბილისში საგანგებოდ, ვითარების გასარკვევად და ზარალის ასანაზღაურებლად ხელმეორედ იარა, როგორც ჩანს, სავაჭრო ობიექტის პერსონალთან და პატრულის ეკიპაჟთან საკუთარი სიმართლე ვერ დაამტკიცა და პირიქით მას მოუხდა ბოდიშის მოხდა. პერსონალმა კი ინციდენტის ბოლოს დააპირა, მისთვის ემღერათ სიმღერა „მშვიდობით!“...



.


0
262
1-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
Mediator image
262
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0