x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
მწერალმა მკითხველს უამბო, როგორ გააუპატიურა უცნობმა - 40 წლის შემდეგ აღმოჩნდა, რომ მან ცილი დასწამა უდანაშაულო ადამიანს

image40 წლის შემდეგ სასამართლომ გაამართლა ამერიკელი, რომელსაც 16 წელი ჰქონდა მისჯილი ბესტსელერის "საყვარელი ძვლების" ავტორის გაუპატიურებისთვის.

ამერიკელი მწერლის ელის ზიბოლდის ბესტსელერი წიგნი „საყვარელი ძვლები“ ​​21-ე საუკუნის ერთ-ერთი მთავარი ლიტერატურული ჰიტია. წიგნი მილიონობით ეგზემპლარად გაიყიდა და ითარგმნა ათეულობით ენაზე, მათ შორის ქართლადაც. ეს არის 14 წლის გოგონას ისტორია, რომელიც მეზობელმა გააუპატიურა და მოკლა - ასეთი მძიმე სიუჟეტის მიუხედავად, რომანი სუპერ პოპულარული გახდა როგორც ამერიკელ თინეიჯერებში, ასევე მსოფლიოს სხვ ქვეყნებშიც.წიგნის მიხედვით ფილმი გადაიღო ცნობილმა რეჟისორმა პიტერ ჯექსონმა.

imageთუმცა, გაუპატიურების თემა მწერლისთვის საყვარელი თემა აღმოჩნდა. თავის პირველ ბიოგრაფიულ ფილმში "ბედნიერი", რომელიც გამოქვეყნდა 1999 წელს, სიბოლდმა დაწერა, როგორ გააუპატიურეს იგი 1981 წელს სირაკუზის პარკში, ნიუ-იორკში.

ამ წიგნით დაიწყო სიბოლდის სამწერლო კარიერა. რატომ "ბედნიერი"? - იკითხავთ ალბათ. იმის გამო, რომ სხვა გოგოები, რომლებსაც უცნობი გაუსწორდა, მოკლა, ხოლო ალისს გაუმართლა და გადარჩა.
image
თავდასხმა მოხდა მაშინ, როცა სიბოლდი სირაკუზის უნივერსიტეტის პირველკურსელი იყო. ამის შემდეგ მაშინვე გოგონა დაუკავშირდა კამპუსის დაცვის სამსახურს, ისაუბრა თავდასხმაზე და განცხადება დაწერა პოლიციაში. სიბოლდის აღწერით, შეადგინეს დამნაშავის ფოტორობოტი, მაგრამ პარადოქსი ის არის, რომ სტუდენტის მიერ აღწერილი პიროვნება არ ჰგავდა ნამდვილ თავდამსხმელს, წერს CNN.

ენტონი ბროდუოტერი დააკავეს ხუთი თვის შემდეგ მას შემდეგ, როდესაც სიბოლდი მას შემთხვევით გადაეყარა ქუჩაში. გოგონას ის თავდამსხმელს მიამგვანა, რის შემდეგაც პოლიციას მიაკითხა.

პოლიციის განყოფილებაში იდენტიფიკაციის დროს, ელის სიბოლდმა ამჯერად სხვა კაცს დაადო ხელი, ბროდუოტერი ვერც კი იცნო.

თავის მოგონებებში მწერალი თავს იმით იმართლებდა, რომ ენტონი და მის გვერდით მყოფი მამაკაცი ერთმანეთს ჰგავდნენ და რამდენიმე წუთის შემდეგ მიხვდა, რომ ცდებოდა. რა თქმა უნდა, სასამართლოში მომავალმა მწერალმა "შეცდომა გამოასწორა" და ბროდუოტერი მის მოძალადედ დაასახელა.

მან 16 წელზე მეტი გაატარა ციხეში და გათავისუფლების შემდეგაც კი, კაცი არ დანებდა: მან გადაწყვიტა თავისი შებღალული სახელი აღედგინა.

ბოლო სასამართლო სხდომა ამ კვირის დასაწყისში გაიმართა. ნიუ-იორკის შტატის უზენაესი სასამართლოს მოსამართლემ გორდონ კაფიმ გააუქმა 61 წლის ბროდუოტერის გაუპატიურების ბრალდება და მასთან დაკავშირებული სხვა საკითხები. რაიონულმა პროკურორმა აღიარა, რომ ენტონის საქმეში იყო საშინლად ხარვეზები.
image
ყოფილი მსჯავრდებულის ადვოკატებმა სასამართლოში განაცხადეს, რომ გამოძიება ეყრდნობოდა მხოლოდ სიბოლდის სიტყვებს და მის არჩევანს იდენტიფიკაციის დროს. თუმცა მომავალი მწერლის დაბნეულ ჩვენებებზე პოლიციას ყურადღება უნდა გამეხვილებინა.

გარდა ამისა, დანაშაულის ადგილიდან აღებული თმის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზაში იყო ხარვეზები და მოგვიანებით მისი ანულირება გახდა საჭირო. როდესაც მოსამართლე კითხულობდა განაჩენის გაუქმების გადაწყვეტილებას, 61 წლის ბროდუოტერს ცრემლები წასკდა.
image

1999 წელს ციხიდან გათავისუფლების შემდეგ დამსაქმებლებმა უარი ა, ბობდნენ მის სამსახურში მღებაზე. სექსუალური მოძალადის სტიგმა მთელი ცხოვრება თან დასდევდა აფროამერიკელს.

- არასდროს დავნებებულვარ. მხრებზე ასეთი ტვირთით ვერ ვიცხოვრებდი. მინდოდა ყველაფერი გამეკეთებინა ჩემი უდანაშაულობის დასამტკიცებლად, ”- თქვა მან.

„, მე თანავუგრძნობ სიბოლდს, რომ ეს დაემართა. არ ვბრაზდები მასზე, მხოლოდ იმედი მაქვს მისგან გულწრფელ ბოდიშს მივიღებ."

imageასევე იხილეთ

0
377
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
377
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0