სისხლის სამართალი ამერიკაში ეძებენ სომეხ ცოლ-ქმარს, რომლებმაც კოვიდისგან დაზარალებულის ფონდიდან 20 მილიონი დოლარი მოიპარეს 2021, 18 ნოემბერი, 19:59 ![]() სომეხ ცოლ-ქმარს კალიფორნიიდან მიესაჯა სერიოზული პატიმრობა თანხების უკანონოდ მიღების, ფულის გათეთრებისა და საბანკო თაღლითობის ბრალდებით. ერთადერთ პრობლემად რჩება მხოლოდ თაღლითების დაჭერა. ფედერალურმა სასამართლომ 43 წლის რიჩარდ აივაზიანი და მისი მეუღლე, 37 წლის მარიეტა ტერაბელიანი დამნაშავედ ცნო კოროვირუსის დახმარების ფონდიდან 20 მილიონ დოლარზე მეტის გაფლანგვაში. როგორც აღმოჩნდა, მეუღლეებმა ხელისუფლებას ყალბი დოკუმენტები წარუდგინეს, რომლის მიხედვითაც თითქოსდა მათმა ბიზნესმა სერიოზული ზარალი განიცადა ლოკდაუნების დროს და ისინი ვითომდა განაგრძობდნენ ხელფასების გადახდას ათობით თანამშრომლისთვის. ქმარს, რიჩარდ აივაზიანს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, მის მეუღლეს - ექვსი. თუმცა ხელისუფლებამ სასჯელის აღსრულება ჯერ ვერ შეძლო, რადგან დამნაშავეები გაიქცნენ. ![]() FBI ახლა გთავაზობთ 20, 000 აშშ დოლარს ჯილდოს დამნაშავეების ადგილსამყოფელის შესახებ ნებისმიერი ინფორმაციისთვის, რის შედეგადაც მათი დაკავება მოხდება. ![]() - ეს არის უსულუგულო კრიმინალი, რომელიც არ სცემს პატივს კანონს და თაღლითობას მიღწევად თვლის, - ციტირებს New York Post-ი საოლქო მოსამართლის სტივენ უილსონის სიტყვებს, რომელმაც აივაზიანი დაახასიათა. ![]() ასევე იხილეთსასამართლომ დანაშაულებრივი ორგანიზაცია "ნდრანგეტას"( Ndrangheta) 70 წევრს სასჯელი გამოუტანა. მათ ბრალი ედებათ მკვლელობის მცდელობაში, ფულის გათეთრებაში და ნარკორეალიზაციაში . როგორც აღმოჩნდა ისინი რუსულ მაფიასთან იყვნენ კავშირში. გასულ შაბათ-კვირას, კალაბრიის ქალაქ ლამეზია ტერმეში, დილიდან, პოლიციის ავიაცია ცაშ... მოლარემ, რომელმაც ბანკიდან უზარმაზარი თანხა მოიპარა, ნახევარი საუკუნე იცოცხლა და ვერავინ ვერ იცნო. 1969 წლის 11 ივლისი კვირის ბოლოს, პარასკევ დღეს მოუწია. ქალაქ კლივლენდის ბანკის 20 წლის მოლარემ თეოდორ კონრადმა, (Theodore Conrad) კოლეგებს კარგი უქმეები უსურვა, დატოვა ბანკის შენობა სადაც მუშაობდა და ამის შემდეგ აღარც არავ... ციხიდან გაქცეული მამაკაცი 30 წლის განმავლობაში იმალებოდა და საბოლოოდ 64 წლის ასაკში დარკო დესიჩმა(Darko Desic) გადაწყვიტა ნებაყოფლობით ჩაბარებოდა ხელისუფლებას. 1990 -იანი წლების დასაწყისში მამაკაცმა გაბედული ნაბიჯი გადადგა და ქალაქ გრაფტონის ციხიდან(ახალი სამხრეთ უელსის შტატი) თავხედური გაქცევა მოახერხა. გავრცელებული ინფორმაც... პროკურატურას არ გააჩნდა არავითარი მტკიცებულება, რომ ეჭვმიტანილი დანაშაულის ადგილზე იმყოფებოდა. ერთადერთი, რასაც პროკურატურა ემყარებოდა, იყო სხვა ეჭვმიტანილის ჩვენება, რომელმაც გამოძიებასთან გარიგება დადო. 1988 წელს ოჰაიოს შტატში მოხდა გახმაურებული მკვლელობა. სულ სამი ეჭვმიტანილი იყო, რომელთა შ... 961 6-ს მოსწონს
|