,,ვაკეთებდი იმას, რაც დაუშვებელია ქმარმა რომ გააკეთოს"- კანიე უესტმა კიმ კარდაშიანს ბოდიში მოუხადა
როგორც ჩანს რეპერ ქანიე უესტს კიმ კარდაშიანთან შერიგების იმედი ჯერ კიდევ აქვს. მიუხედვად იმისა, რომ თვეების წინ მას ირინა შეიკთან რომანს აწერდნენ და თავს მშვენივრად გრძნობდა, ახლა, როდესაც კარდაშიანმაც გააბა რომანი კომიკოს პიტ დევიდსონთან, უესტი ჯერ აღშფოთდა, შემდეგ კი შერიგებაც დააპირა და საჯაროდ ბოდიში მოუხადა:
“შეცდომები დავუშვი. მე საჯაროდ გავაკეთე ის, რაც ქმრისთვის დაუშევბელი იყო, მაგრამ აქ იმისთვის ვარ, რომ ყველაფერი შევცვალო."
მან შვილების გვერდით ცხოვრებაზეც ისაუბრა:
”ბავშვებთან რაც შეიძლება ხშირად უნდა ვიყო, მათ გვერდით ვცხოვრობ. ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ მათ ცხოვრებაში ვიყო"