x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"სანდრას მაგალითზე ვხედავ, რომ ყველაზე დიდი შეცდომა იქნება" - რას ამბობს ედუარდ სააკაშვილი

image


საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შვილი, ედუარდ სააკაშვილი "რა­დიო თა­ვი­სუფ­ლე­ბისთვის" მიცემულ ვრცელ ინტერვიუში ამბობს, რომ თუ ის ოდესმე პოლიტიკაში წავა, ეს ძალიან დიდი შეცდომა იქნება. ექს - პრეზიდენტის ვაჟის თქმით, ის თავის დროზე პოლიტიკაში დედის, სანდრა რულოვსის ჩართვასაც ეწინააღმდეგებოდა, როდესაც მან "ენმ"-ის და 12 ოპოზიციური პარტიის მერობის კანდიდატად ზუგდიდში კენჭი იყარა.



"ყველაზე ნაკლებად ახლა მაქვს [პოლიტიკაში მოსვლის სურვილი]. რატომ არ მინდა? მე მგონი, პირველ რიგში უნდა გინდოდეს, ჰო? რატომ უნდა გინდოდეს? უარყოფითი ძალიან ბევრია, პიროვნული ასპექტი თუნდაც...



ჩემი აზრით, ძალიან დიდი შეცდომა იქნება ჩემგან, თუ მართლა ეს გავაკეთე როდესმე. ამის წინაპირობა არ არის, არც შემოთავაზება ყოფილა აქამდე, მაგრამ რომც... ეს იქნება ყველაზე დიდი შეცდომა, რაც შეიძლება დავუშვა, ამას სანდრას მაგალითზე ვხედავ, მე ძალიან წინააღმდეგი ვიყავი სანდრას პოლიტიკაშო ჩართვის, ძალიან, ვეუბნებოდი, არ გინდა, არ გინდა, არ არის საჭირო, არ გინდა" - ამბობს ედუარდ სააკაშვილი.



შეგახსენებთ, რომ აღნიშნული ინტერვიუ "რა­დიო თა­ვი­სუფ­ლე­ბამ" საქართველოს ყოფილი პრე­ზი­დენტის, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ვაჟ­თან, ედუ­არდ სა­ა­კაშ­ვილ­თან ნი­დერ­ლან­დე­ბის ქა­ლაქ უტ­რეხ­ტში ჩაწერა, სადაც ის დღესდღეობით ცხოვ­რობს და სა­მა­გის­ტრო ნაშ­რომ­ზე მუ­შა­ობს. რო­გორც ცნო­ბი­ლია, ის ხე­ლოვ­ნურ ინ­ტე­ლექტს იკ­ვლევს.






0
284
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
284