ამერიკის შეერთებულ შტატებს ბევრი პლუსი და მინუსი აქვს, ისევე როგორც სხვა ნებისმიერ ქვეყანას, მაგრამ, სისულელე იქნება იმის არ აღიარება, რომ ამერიკელები ნამდვილად უცნაურები არიან:
1. ამერიკაში ნამდვილად გაკოტრდებით, თუკი საავადმყოფოში დაგაწვინეს და დაზღვევა არ გაქვთ.
2. 18 წლისები შეიძლება სხვა ქვეყანაში გააგზავნონ საომრად, მაგრამ ალკოჰოლის დალევა მაინც ეკრძალებათ.
3. ისინი ტონა შაქარს ყრიან ყველგან, პურშიც კი
4. პროდუქტების ფასი დღგ-ს გარეშე აწერიათ, ასე რომ სალაროსთან სულ სხვა თანხა შეიძლება გადაიხადოთ
5. ამერიკელები გიჟდებიან თავიანთ დროშაზე, ისინი ყველგან უკიდიატ, მაღაზიებში, სახლებში, სკოლებში, კლუბებში და ა. შ.
6. ზოგიერთ ამერიკულ სკოლაში, გაკვეთილების დაწყებამდე, მოსწავლეები უნდა ადგნენ და ერთგულების ფიცი უნდა დადონ დროშაზე.
7. ამერიკულ რესტორნებში საშინლად დიდი პორციები აქვთ, სწორედ ამიტომ აქვთ ჭარბი წონის პრობლემაც სავარაუდოდ.
8. აფთიაქებში წამლების გარდა შეგიძლიათ იყიდოთ საკვები პროდუქტები, ალკოჰოლი, სუვენირები და სურათების დაბეჭდვაც კია შესაძლებელი
9. ყველა შენობაში ცივა, სასმელი კი მუდამ ყინულებით აქვთ
10. უმაღლესი განათლება შეერთებულ შტატებში ფასიანია. განურჩევლად საგანმანათლებლო დაწესებულების ტიპისა, იქნება ეს საჯარო თუ კერძო უნივერსიტეტი, სტუდენტებმა უნდა გადაიხადონ სწავლის საფასური ბაკალავრის ან მაგისტრის ხარისხის მისაღებად.
11. ამერიკელები სახლშიც ფეხსაცმელებით დადიან, საწოლზეც და სავარძლებზეც ფეხსაცმელებით სხედან და არც აწუხებთ.
12. ვოლმარტის სუპერმარკეტი ცნობილია თავისი კოლორიტებით, ექსტრავაგანტულ ხალხს აქ ბლომად ნახავთ
13. ამერიკაში სკოლის მასწავლებლებიც არ არიან დიდად განათლებულები, გრამატიკულ შეცდომებს დაფაზე მოსწავლეებიც კი უსწორებენ ხანდახან.
14. ამერიკელების უმეტესობას სახლებში არ აქვთ წყლის მადუღარები, წყალს მიკროტალღურ ღუმელებში აცხელებენ.