x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508610
ტორესა მოსის მოგონებები.... თელავი, ბავშვობა, რენე, მუსიკა, ლიტერატურა...

image

ტორესას მამას ეძახდნენ...

თელავში ხშირად ესეა, რომ გრჩება მემკვიდრეობით მამის სახელი, თავიდან ტორესიჩს ეძახდნენნ და ტორესიჩი ნელ-ნელა ტორესად გადაკეთდა.

ბავშვობაში უყვარდა ხმამაღლა სიმღერა და მღეროდა ხშირად. ალიონი იყო გადაცემა, აქ მოუსმინა პირველად ბითლზს... მოსმენის დროს მიხვდა, რომ შიგნით რაღაც შეიცვალა, დააფიქრა იმაზე რომ ეხლა ცხოვრობს პატარა ქალაქში, მაგრამ ეს არ არის ერთადერთი ადგილი მსოფლიოში და ბევრნაირი შეიძლება იყოს სამყარო.

ქალების როლი დიდი იყო მის ცხოვრებაში, მაგრამ თავისუფლების სიყვარულის კუთხით მამის როლი იყო ასევე ძალიან დიდი, რადგან მისთვის თავისუფლება იყო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი.

მამა მღვდელი იყო და ეკლესიაში ხშირად უწევდა ყოფნა. მამას არასოდეს უძალადია მის მრწამსზე, სვამდა ყველანაირ კითხვას და ჰქონდა ამის საშუალება. ასეევე ჰქონდა ეჭვის შეტანის სააშუალებაც.

ბავშვობაში იყო მომენტი როცა უნდოდა თამაში, მამა კი იჯდა და კითხულობდა ...5 წლის ასაკში შეიძლება ითქვას ჯიბრით ისწავლა კითხვა, განწყობით რომ როცა მამა იგივე თხოვნით მივიდოდა მასთან, მასაც ეთქვა უარი. ამ ფიქრით და განწყობით კითხვა შეისწავლა.

მისთვის თელავი არის კარი, რომლითაც იგი ამ სამყაროში შემოვიდა. თელავი მისია და მასში ცხოვრობს.

მის აღქმაში თელავი უნდა იყოს საუნივერსიტეტო და საფესტივალო ქალაქი. გულს ტკენს ის ფაქტი, რომ თელავმა დაიჯერა, რომ ღვინის, მწვადის და ხინკლის ქალქაია... თელავს, როგორიც მის წიგნებშია, ვერ იპოვი რადგან მისი გამოგონილია.

სულ აინტერესებდა როგორი იყო სამყარო...უამრავ კითხვას სვამდა...

წიგნებს რომ კითხულობდა ფიქრობდა, დასკვენებამდე მიდიოდა. თვლის, რომ ლიტერატურისადმი სიყვარული გამოიწვია კითხვებმა.

ეხლახანს დაასრულა ორი წიგნი. პირველში ფიზიკის მასწავლებელია მთავარ როლში და გატაცებულია დროის მანქანის გამოგონებით...გამოიგონებს და გადავა მეფე ფარნავაზის ეპოქაში. მას აერევა რაღაც და გაქრება საქართველოში დამწრლობა...

მეორე წიგნი არის დაყოფილი წუთებად. ხელში რომ აიღებ ზუსტად იცი რომ წაიკითხავ 100 წუთში. თავები არის დაყოფილი და არის თანაბარი. თანაბარი რაოდენობის სიტყვებისგან შედგება თითოეული თავი, რომლის წერაც საინტერესო პროცესია.

არასოდეს უფიქრია, რომ დაწერდა წიგნს. ეგონა რომ გახდებოდა მუსიკოსი...

მას არ შეუძლია რენეს გარეშე ცხოვრება ( მისი ერთგული მეგობარი- ძაღლი), რომელთანაც აქვს ძლიერი ემოციური კავშირი.

ჰგონია რომ ბოლო წუთამდე რაღაცას დაწერს და ბოლო წუთამდე დაუკრავს რაღაცას . ჰგონია რომ სიკვდილის წინ იმის შეეშინდება ყველაზე მეტად რომ რაღაც დასასრულებელი დარჩა.

მწერალი, მუსიკოსი და იუსრისტი ვახტანგ მოსიაშვილი, რომელსაც საზოგადოება იცნობს ფსევდონიმით - Toresa Mossy (ტორესა მოსი), დაიბადა 1985 წელს თელავში და იქვე დაამთავრა საშუალო სკოლა.

30 წლმისმა სადებიუტო წიგნმა – „სიბრძნე სიცრუისა“ 2014 წელს ლიტერატურული პრემია „საბა“ მიიღო.
არის „მთავარი არხის“ გადაცემა „ლიტერატურულ სამკუთხედის“ წამყვანი ნენე კვინიკაძესა და ლაშა ბუღაძესთან ერთად.



0
201
1-ს არ მოსწონს
ავტორი:თეონა გორდეზიანი
თეონა გორდეზიანი
201
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0