x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512068
პოსტქრისტიანული ქვეყანა - რატომ არ სწამთ ღმერთის და რატომ აღარ დადიან ეკლესიაში ბრიტანელები?
image

ანგლიკანური ეკლესია დიდ ბრიტანეთში არ არის გამოყოფილი სახელმწიფოსგან. ბრიტანეთის პარლამენტის ლორდთა პალატას ჰყავს 26 ეპისკოპოსი, ხოლო დედოფალი ითვლება ეკლესიის უზენაეს მმართველად. ყველა საჯარო სკოლა ვალდებულია ყოველდღიურად ჩაატაროს ღვთისმსახურება - წაიკითხოს ლოცვები. მისგან თავისუფლდებიან მხოლოდ ბავშვები, ისიც მშობლების თხოვნით, ასევე ათეისტები ან სხვა აღმსარებლობის წარმომადგენლები.

ამავდროულად, დიდ ბრიტანეთში რეალურად რელიგიური კრიზისია - ხალხი აღარ დადის ეკლესიაში და ამაში ადანაშაულებენ თავად ეკლესიას, რადგან დღევანდელ ცხოვრებას ფეხი ვერ აუწყეს.

ბრიტანეთის მოსახლეობის მხოლოდ 1%-ზე ოდნავ მეტი დადის რეგულარულად ეკლესიაში, ხოლო პოლიტიკოსებს და საზოგადო მოღვაწეებს ურჩევნიათ საერთოდ არ განიხილონ თავიანთი რწმენის საკითხი.

მოჩვენებების სწამთ

„ვფიქრობ, ძალიან გამიმართლა, რომ 20 კაცი მყავს მრევლში “, - ამბობს მღვდელი და მკვლევარი- ფსიქოლოგი ჯონათან იონგი, რომელიც 150-300 კაციან სამი სოფელს ემსახურება. ისინი მდებარეობენ ინგლისის სამხრეთით დასავლეთ სასექსში.

„ბრიტანეთში ორგანიზებული რელიგია კლებულობს და ახალგაზრდებს აქვთ რელიგიური აპათია“, - ამბობს მღვდელი. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ბრიტანელებმა დაკარგეს რწმენა ზებუნებრივის მიმართ.

„ბევრს მიაჩნია, რომ სამოთხე და ჯოჯოხეთი არ არსებობს, მაგრამ ამ ადამიანებს სჯერათ მიცვალებულთა სულების, რომლებიც უყვარდათ“, - განუცხადა BBC-ს ლონდონის გოლდსმიტსის უნივერსიტეტის პროფესორმა ები დეიმ.

მან ჩაატარა რელიგიურ რწმენაზე კვლევა ბრიტანელებში ორ ჯგუფად: 15 წლისა და 50 წელს გადაცილებულ ადამიანებს შორის.

image


"ორივე თაობა ნუგეშს პოულობს საყვარელი ადამიანების აჩრდილების რწმენაში", - ამბობს ები დეი. მაგრამ მთლიანობაში, მისმა კვლევამ აჩვენა, რომ ახალგაზრდებს შორის უფრო მეტი ადამიანია, ვისაც სჯერა გარდაცვლილი ნათესავების აჩრდილების.

"ამ რწმენა მათთვის კომფორტს მოაქვს და მხარდაჭერის ფუნქციას ასრულებს, - ამბობს მკვლევარი. ”უფროსი თაობისთვის უფრო მნიშვნელოვანია იმის დაჯერება, რომ მათი გარდაცვლილი ნათესავები კარგად არიან და მათი სულები სამოთხეში ან ჯოჯოხეთში კი არ არის, არამედ სადღაც ძალიან ახლოსაა.”

მისი უწმინდესობის სპორტული დარბაზი

ანგლიკანურმა ეკლესიამ დახარჯა 240 მილიონ ფუნტზე მეტი (330 მილიონი აშშ დოლარი) 2017-2020 წლებში შემცირებული მორწმუნეთა შესაჩერებლად, მაგრამ ეს ძალისხმევა წარუმატებელი აღმოჩნდა. ეს აღიარა კენტერბერის მთავარეპისკოპოსმა ჯასტინ უელბიმ.

პროგრამა სახელწოდებით "განახლება და რეფორმა" ცდილობს ახალი წევრების მოზიდვას და ეკლესიის მხარდაჭერას - განსაკუთრებით ბრიტანეთის ღარიბ მოსახლეობაში.

ფული, კერძოდ, მოხმარდა თანამედროვე ეკლესიების შექმნას, თავის სპორტული დარბაზითა და კაფეთი; მათგან ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი არის ყოფილი ღამის კლუბის შენობა ბრედფორდში, ჩრდილოეთ ინგლისში. ეკლესიამ მილიონობით ფუნტი დახარჯა დანგრეული შენობების აღსადგენად. პროგრამის დაფიანსების შედეგად ყოფილი რკინიგზის სახელოსნოები და უნივერმაღები საკულტო შენობებად გადაიქცა. თუმცა ამ ზომებს არ მოჰყოლია მრევლის რაოდენობის ზრდა. საკვირაო საეკლესიო მსახურებებზე საშუალო წლიური დასწრება 2016 წელთან შედარებით დაეცა 740, 000-დან 690, 000-მდე 2019 წელს.

ბრიტანეთის მოსახლეობის დაახლოებით 3, 5% ესწრებოდა საკვირაო წირვას 1960-იანი წლების ბოლოს. ეს მაჩვენებელი 2019 1%-მდე დაეცა.

ბრიტანეთში ანგლიკანური მრევლის საშუალო ასაკი ახლა 61 წელია და მრევლებში ახალგაზრდა მორწმუნე ფაქტობრივად არ არის.


image

მიუხედავად ამისა, დები კლინტონმა, განახლებისა და რეფორმების პროგრამის ხელმძღვანელმა, განაცხადა, რომ ეკლესიის მიზანია 2030 წლისთვის 18 წლამდე ასაკის მრევლის რაოდენობა გააორმაგოს.

კარგი კაცობა რელიგიით არ განისაზღვრება

ბრიტანეთის სოციალური კვლევის ეროვნული ცენტრმა აჩვენა, რომ ბრიტანელების ნახევარზე მეტს მიაჩნია, რომ ისინი არცერთ რელიგიას არ მიეკუთვნებიან. ბრიტანელების ორი მესამედი არასოდეს ესწრება რელიგიურ მსახურებებს, გამონაკლისა მხოლოდ ჯვრისწერა, დაკრძალვა და ნათლობა.

გამოკითხულთა 63% თვლის, რომ რელიგიას უფრო მეტი კონფლიქტი მოაქვს, ვიდრე მშვიდობა.

"თუმცა, არ შეიძლება ითქვას, რომ ბრიტანელებს სძულთ ეკლესია", - ამბობს მღვდელი ჯონათან იონგი.

"თუ ადგილობრივ ეკლესიას სჭირდება განახლება, ისინი მზად არიან ასობით ფუნტი შესწირონ მის აღსადგენას, მეტიც, ვინც ეკლესიაში არ დადის, რესტავრაციისთვის ისიც დებს შესაწირავს. "

image

მკვლევარი ები დეი ახალ თაობას „პოსტქრისტიანულს“ უწოდებს.

„პოსტქრისტიანები მოტივირებული არიან ეთიკური მოსაზრებებით გენდერული და სექსუალური თანასწორობაზე, სოციალურ სამართლიანობაზე, კლიმატის ცვლილებზე და თანაგრძნობაზე “, - განმარტავს ის.

„ეკლესია ვეღარ პასუხობს ჩვენი დროის მორალურ პრობლემებს და დაკარგა ავტორიტეტი. დღევანდელი ახალგაზრდა თაობა თვლის, რომ ეკლესიის ისტორია სავსეა ძალადობით, ის არ უარყოფს რასიზმს, ჰომოფობიასა და სექსიზმს“.

„ახლა არ არის აუცილებელი იყო ქრისტიანი, რომ დაიცვა ზნეობის დასავლური კანონი“, ადასტურებს ანგლიკანური მღვდელი ჯონათან იონგი. მისი თქმით, კარგი ადამიანის თანამედროვე იდეა რელიგიურ სწავლებასთან აღარ არის დაკავშირებული.

„შენ გულუხვი ხარ, არა იმიტომ, რომ იესომ გითხრა, არამედ იმიტომ, რომ კეთილშობილება არის კარგი ინგლისური ქცევის გამოვლინება და იმის მაჩვენებელი, რომ კარგი მოქალაქე ხარ, - ამბობს მღვდელი, - დასავლური მორალის თვალსაზრისით, არაა აუცილებელი იყო ქრისტიანი, რომ იყო კარგი ადამიანი. ”

აღსანიშნავია, რომ რელიგიის როლი მკვეთრად დაცემულია ბევრ მაღალგანვითარებულ ქვეყანაში, მეტიც, ტენდეციის მიხედვით რაც უფრო ღარიბია ქვეყანა, მით უფრო მეტია რელიგიის ზეგავლენა იმ ქვეყნებში.

მაგალითად შეერთებულ შტატებში, მიუხედავად იმისა, რომ დოლარს აწერია "ჩვენ გვწამს ღმერთის"(In God We Trust), ამდროისთვის ქრისტიან მორწმუნეთა რიცხვი მინიმუმამდეა დასული.

კვლევებმა აჩვენა, რომ 2014 წელს ორჯერ მეტმა ამერიკელმა განაცხადა, რომ ღმერთის არ სწამს, ვიდრე 1980 წელს, ხოლო ხუთჯერ მეტმა აღნიშნა, რომ არასოდეს ულოცია.


image

ასევე დაგაინტერესებთ



სხვადასხვა გამოკითხვების მიხედვით საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე რელიგიურ ქვეყანად ითვლება, მაგალითად WIN/Gallup International-ის 2015 წლის გამოკითხვის შედეგად საქართველო 93%-ით მსოფლიოს ყველაზე რელიგიური ქვეყნების პირველ ხუთელში შედის. 2017 წელს IPM-ის კვლევის თანახმად საქართველო ამიერკავკასიის რეგიონში ყველაზე მორწმუნე ქვეყანა აღმოჩნდა, 700 ადამიანის პირდა...



ფრანგების ორ მესამედს მიაჩნია, რომ თეთრკანიან, ევროპელ, ქრისტიანულ მოსახლეობას მუსლიმური და აფრიკული ქვეყნებიდან იმიგრაციის გამო გადაშენების საფრთხე ემუქრება. სოციოლოგიური გამოკითხვის შემდეგ ფრანგების 60 პროცენტმა განაცხადა, რომ ქვეყანაში ასეთი სცენარი გარკვეულწილად ან ალბათ დადგება. კვლევის შედეგები გასულ კვირას გამოქვეყნდა. კითხვა დაისვა...


10 ათასზე მეტი არასრულწლოვანი გახდა დანაშაულის მსხვერპლი. საფრანგეთის დამოუკიდებელი კომისიის კვლევის თანახმად, ეკლესიებში 3000 -ზე მეტი კათოლიკე სასულიერო პირი პედოფილიით არის დაკავებული. საერთო ჯამში, 10 ათასზე მეტი ბავშვი და მოზარდი გახდა "წმინდა მამების"მხრიდან სექსუალური დანაშაულის მსხვერპლი. კომისია ორ წელზე მეტი ხნის გან...


45 წლის ნიტა მარი, (Nita Marie) კოლორადოდან, აღიარებს, რომ მისმა ქმარმა ყოველთვის არ იცის, რომ მათ უფალი აკითხავს საძინებელში და ამტკიცებს, რომ ისინი ამას კვირაში ორჯერ მაინც აკეთებენ, წერს გამოცემა Mirror-ი. Christian OnlyFans-ის მოდელი ამტკიცებს, რომ აქვს რეგულარული სექსი ღმერთთან - და რომ ეს არის საუკეთ...


აგვისტოს ბოლოს მღვდელმა უარი თქვა მიტრაზე და გაემგზავრა ბარსელონაში. მიზეზი მარტივია: სიყვარული. 52 წლის ხავიერ ნოველმა უარი თქვა სამღვდელთმთავრო გვირგვინზე და ღმერთის მსახურებას სიყვარული ამჯობინა . ზაფხულის ბოლოს იგი გადადგა და წავიდა თავის საყვარელთან-38 წლის მწერალთან სილვიო კაბალოლთან, რომელიც ცნობილი...


მოსწავლეებს, რომლებსაც გაუმართლათ, რომ ცოცხლად დატოვეს ეს დაწესებულება, წარმოდგენა არ ჰქონდათ რა ემართებდათ მათ მეგობრებს. კამლუპსას კათოლიკურ სკოლა-პანსიონში 251 ბავშვის გვამის აღმოჩენის შემდეგ, ხელისუფლებამ დაიწყო კანადაში ყველა ძველი საგანმანათლებლო დაწესებულების გამოკვლევა სასკაჩევანში, 73-ე ინდიელთა რეზერვაციაში, სადაც ეს საშ...

0
319
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
319
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0