x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
კათოლიკური სკოლის ეზოში 750 ბავშვის ნეშტი აღმოაჩინეს
image

მოსწავლეებს, რომლებსაც გაუმართლათ, რომ ცოცხლად დატოვეს ეს დაწესებულება, წარმოდგენა არ ჰქონდათ რა ემართებდათ მათ მეგობრებს.



კამლუპსას კათოლიკურ სკოლა-პანსიონში 251 ბავშვის გვამის აღმოჩენის შემდეგ, ხელისუფლებამ დაიწყო კანადაში ყველა ძველი საგანმანათლებლო დაწესებულების გამოკვლევა სასკაჩევანში, 73-ე ინდიელთა რეზერვაციაში, სადაც ეს საშინელი აღმოჩენა დაფიქისრდა.



ადგილობრივი კათოლიკური სკოლა-ინტერნატის ტერიტორიაზე, რომელიც 1997 წელს დაიხურა, 751 ადამიანის ნეშტი იპოვნეს. მათ შორის არ არის გამორიცხული, რომ მოზრდილთა ცხედრებიც იყოს, მაგრამ ცნობილია, რომ მსხვერპლთა აბსოლუტური უმრავლესობა ბავშვები არიან. ისინი დაკრძალეს უსახელო საფლავებში, რომლებიც არანაირი ნიშნულით არ გამოირჩეოდნენ მიწის ზედაპირზე.


image

"ეს არ არის დიდი სამარხი, ეს არის დანაშაულის დაფარვა.სწორედ ასე ვთვლით ჩვენ. ვერ დავადასტურებთ, რომ აქ მხოლოდ ბავშვები არიან დაკრძალული. ჩვენამდე მოვიდა ჭორები იმის შესახებ, რომ მოზარდებიც დაზარალდნენ, ინტერნატს რომის კათოლიკური ეკლესია ხელმძღვანელობდა"-ამბობს კადმუს დელორმე, ინდიელთა 73-ე რეზერვაციის ხელმძღვანელი.

image

ადრე ამ სახის კათოლიკური სკოლა-ინტერნატი საკუთარ თავზე იღებდა აბორიგენი მოსახლეობის ასიმილაციას.

მათ მიჰყავდათ ბავშვები კანადელი მესტისების, ინუიტების, ოჯიბვეების და სხვა ტომებიდან, რათა გაეწყვიტად ყველანაირი კავშირი საკუთარი ხალხის კულტურასთან.

image

თუმცა დაწესებულებებში ყვაოდა ძალადობა - როგორც ფიზიკური, ისე სექსუალური ხასიათის, ამიტომ მსხვერპლი, რომლებიც შემოაკვდებოდათ, ფარულად მარხავდნენ სკოლის ტერიტორიაზე.


image

პირველადი შეფასებით, მთლიანად დაახლოებით 4 ათასი ბავშვი გარდაიცვალა კათოლიკურ სკოლა-პანსიონებში, მაგრამ ახალი აღმოჩენების შემდეგ ეს მაჩვენებელი 15 ათასს უახლოვდება.

image

0
125
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
125
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0