x
მეტი
  • 24.01.2022
  • სტატია:116408
  • ვიდეო:353122
  • სურათი:490253
"აფონიას" საყვარელი კორონავირუსმა იმსხვერპლა
imageრუსეთის სახალხო არტისტი ნინა რუსლამოვა ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ 75 წლის ასაკში გარდაიცვალა.


როგორც გახდა ცნობილი მსახიობის გარდაცვალება კორონავირუსისგან გამოწვეულმა გართულებებმა გამოიწვია.

«Пятый канал, -ის ცნობით, მსახიობმა კორონავირუსის დადასტურების შემდეგ უარი თქვა ჰოსპიტალიზაციაზე.


თუმცა გართულების შემდეგ რუსლანოვა საავადმყოფოში 11 ნოემბერს გადაიყვანეს და დაუდგინეს ვირუსული პნევმონია და გულის არითმია. ექიმებმა რუსეთის სახალხო არტისტის გადარჩენა ვერ შეძლეს.


image


ნინა რუსლანოვა დაიბადა 1945 წლის 5 დეკემბერს ხარკოვის ოლქში. 1960 წელს დაამთავრა სამშენებლო სკოლა, სპეციალობით მებათქაშე, შემდეგ ჩაირიცხა ხარკოვის თეატრალურ ინსტიტუტში, ორი წლის შემდეგ კი მოსკოვში გაემგზავრა და შჩუკინის სკოლის სტუდენტი გახდა.



შჩუკინის სკოლის დამთავრების შემდეგ, იგი 15 წლის განმავლობაში ევგენი ვახტანგოვის თეატრში თამაშობდა.


შემდგომში რუსლანოვა თამაშობდა სხვადასხვა თეატრების სპექტაკლებში. მსახიობის კინოდებიუტი 1967 წელს შედგა, როდესაც მან ნადეჟდას როლი შეასრულა კირა მურატოვას ფილმში "ხანმოკლე შეხვედრები". მისი პარტნიორი იყო ვლადიმერ ვისოცკი.

image

მსახიობის ანგარიშზე 150-მდე ფილმია, მათ შორის "ჩრდილები შუადღისას ქრებიან", "ჩემი მეგობარი ივან ლაპშინი", "აფონია""ქინ-ძა-ძა!", "ხვალ ომი იყო", "ძაღლის გული" "ბუდალაის დაბრუნება" და მრავალი სხვა.

imageფოტოზე: კადრი ფილმიდან "ჩემი მეგობარი ივან ლაპშინი"(1984)ნინა რუსლამოვა ნატაშას როლში



1982 წელს მან მიიღო რსფსრ დამსახურებული არტისტის წოდება, ხოლო 1998 წელს - რუსეთის სახალხო არტისტის. მსახიობს მიენიჭა აგრეთვე ა.დოვჟენკოს ოქროს მედალი (1988), ნიკას პრემიები (1988, 1990, 2005, 2011), ოქროს არწივი (2006), თეატრალური პრემია "ჩაიკა"(2000). რუსლანოვა არის საფრანგეთის ხელოვნების აკადემიის გრან-პრის ლაურეატი (2010), ასევე ძმები ვასილიევების სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1986).

imageფოტოზე: "აფონიას" საყვარელის, თამარას როლში ნინა რუსლამოვა




0
609
1-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
609
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0