x
image
თაზუ
6 ნიშანი იმისა, რომ თქვენი დრო მოვიდა ოჯახის შესაქმნელად
image

ნათესავები და მეგობრები ხშირად გეკითხებიან: "როდის გათხოვდები/ცოლს მოიყვან?", მაგრამ ყოყმანობთ? თუ არ იცით ბოლომდე ხართ თუ არა მზად ხელის მოწერისათვის? მაშინ ეს სტატია თქვენთვისაა! აქ ნახავთ 6 ნიშანს, რომლებიც აშკარად მიუთითებენ იმ ფაქტზე, რომ დროა "გადაეშვათ" ოჯახის შექმნის სამზადისში.


1. თქვენ ენდობით თქვენს პარტნიორს

imageნდობის გარეშე შეუძლებელია შექმნათ ბედნიერი და მყარი ოჯახი. თუ თქვენ ადვილად გეხერხებათ თქვენი ფარული ფიქრებისა და სურვილების გაზიარება პარტნიორისათვის, და ისიც გიყვებათ საკუთარ გრძნობებსა და საიდუმლოებზე - ეს კარგი ნიშანია.


2. თქვენ ერთობლივად ღებულობთ გადაწყვეტილებებს

imageარ არსებობს ურთიერთობები, სადაც დროდადრო თავს არ იჩენს კონფლიქტი და ჩხუბი. პრობლემა მხოლოდ იმაშია, თუ როგორ ხდება ამის გადაწყვეტა, თავიდან არიდება, დასრულება. თუ თქვენ შეგიძლიათ ერთმანეთს მოუსმინოთ ყოველგვარი შეურაცხყოფისა და ერთურთის დადანაშაულების გარეშე, ეს ყველაფერი ჯანმრთელი ურთიერთობების ნიშანია, რაც, თავის მხრივ, მყარი ფუნდამენტია ძლიერი ოჯახის შესაქმნელად.

3. თქვენ ერთად აშენებთ სამომავლო გეგმებს

imageთქვენ არათუ გაიგეთ თქვენი პარტნიორის პირადული სურვილები და ცხოვრებისეული მიზნები, არამედ იზიარებთ მათ კიდევაც. ხანგრძლივი და მყარი ქორწინებისთვის, თქვენს მომავალ მეუღლესთან ერთად "ერთ ტალღაზე" უნდა იმყოფებოდეთ. სხვა შემთხვევაში, მუდმივად მოგიწევთ მოერგოთ მის სურვილებსა და მოთხოვნილებებს და ამ მხრივ, იცხოვროთ არა თქვენი, არამედ სხვისი ცხოვრებით.

4. თქვენ შეგიძლიათ კომპრომისზე წასვლა

imageურთიერთობები არ გულისხმობს მუდმივად სიხარულსა და კმაყოფილების შეგრძნებას. ხანდახან საჭიროა უკან დახევა და საკუთარ სურვილებსა თუ ინტერესებზე უარის თქმა. მზად ხართ ამისთვის? თქვენი პარტნიორი არის მზად? კომპრომისზე წასვლის შესაძლებლობა ოჯახში - ორმხრივი ქმედებაა, და არა მუდმივი მსხვერპლი მხოლოდ ერთი პარტნიორისაგან.

5. თქვენ არ ცდილობთ შეცვალოთ თქვენი პარტნიორი

imageთქვენ მოგწონთ თქვენი პარტნიორი ისეთი, როგორიცაა. კერძოდ, არ ცდილობთ შეცვალოთ მისი ხასიათი, ქმედებები თქვენ სურვილებზე და მოთხოვნილებებზე. იგივე ითქმის მასზე, რომელიც ღებულობს თქვენს ნაკლოვანებებსა და უარყოფით მხარეებს მშვიდად და უსიტყვოდ.

6. თქვენ ვერ წარმოგიდგენიათ თქვენი ცხოვრება მის გარეშე

imageშესაძლებელია, რომ ამას ვუწოდოთ მთავარი ნიშანი იმისა, ხართ თუ არა მზად დაქორწინებისათვის. თუკი პარტნიორი თქვენთვის ყველაზე ახლო ადამიანია ქვეყანაზე, თუკი თქვენ მოგწონთ მასთან ერთად დაძინება და გაღვიძება და, რაც მთავარია გსურთ მისი გაბედნიერება, ეჭვიც არ შეგეპაროთ: თქვენ ნამდვილად მზად ხართ ოჯახის შესაქმნელად!!!


0
45
1-ს მოსწონს
ავტორი:თაზუ
თაზუ
45
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0