x
image
თამილა გურაშვილი
პუტინის თქმით, დასავლეთის წვრთნები შავ ზღვაში ზღვარს გასცდა

image


რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს კოლეგიის გაფართოებულ შეხვედრაზე გამოსვლისას, განაცხადა, რომ დასავლეთის წვრთნები შავ ზღვაში, მათ შორის ბომბდამშენების ფრენები მათი ქვეყნის საზღვრიდან 20 კილომეტრში, ზღარს სცილდება .

სახელმწიფოს მეთაურის თქმით, დასავლეთი ამწვავებს ვითარებას დონბასში ამ რეგიონში წვრთნების ჩატარებით და კიევისთვის თვითმფრინავების მიწოდებით.

„ჩვენ მუდმივად გამოვხატავთ ჩვენს შეშფოთებას ამ საკითხთან დაკავშირებით, ვსაუბრობთ წითელ ხაზებზე, რა თქმა უნდა, გვესმის, რომ ჩვენი პარტნიორები ძალიან თავისებურები არიან და რბილად რომ ვთქვათ, ისინი ზედაპირულად უდგებიან ჩვენს ყველა გაფრთხილებას.“- განაცხადა პუტინმა.

ამასთან, სახელმწიფოს მეთაურმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია პოსტსაბჭოთა სივრცეში კეთილმეზობლობის, უსაფრთხოების ატმოსფეროს შექმნა, ასევე საზღვარგარეთ მყოფი ჩვენი თანამოქალაქეების დახმარება და ყურადღების მიქცევა.




0
131
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
131
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0