x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134543
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508598
"შემოყვანისთანავე იყო რთული, გადავიყვანეთ მართვით სუნთქვაზე, მაგრამ ვერ გადავარჩინეთ!.. სამწუხაროდ, არ იყო აცრილი“ - დედოფლისწყაროში 5 შვილის დედა გარდაიცვალა

image

დედოფლისწყაროში, 5 შვილის დედა, 49 წლის ნატო ტოკლიკიშვილი კორონავირუსით გარდაიცვალა. მას დედოფლისწყაროს კოვიდ-კლინიკაში მკურნალობდნენ.

დედოფლისწყაროს კოვიდ-კლინიკის მენეჯერის ხათუნა აგლაძის განმარტებით, პაციენტის მდგომარეობა საავადმყოფოში გადაყვანისას უკვე რთული იყო და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

“პაციენტის მდგომარეობა შემოყვანისთანავე იყო რთული. ბოლოს გადავიყვანეთ მართვით სუნთქვაზე, მაგრამ გადარჩენა შეუძლებელი გახდა. სამწუხაროდ, ქალბატონი არ იყო ვაქცინირებული”- განაცხადა ხათუნა აგლაძემ.

გარდაცვლილი ნეკრესის ეპარქიის მეუფეს, სერგი ჩეკურიშვილის ნახევარდა იყო. თავად მეუფეც პოსტოპერაციულ პერიოდში, კორონავირუსით წარმოშობილი გართულებებით, 21 სექტემბერს, თბილისში, ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში გარდაიცვალა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე დედოფლისწყაროში 55 ადამიანია გარდაცვლილი. დედოფლისწყაროს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი მარიეტა გონაშვილი დედოფლისწყაროს ტელევიზიას ეუბნება, რომ აქედან მხოლოდ ორი იყო ვაქცინირებული, ისიც მხოლოდ თითო დოზით. ამიტომ, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში დღემდე ყველა გარდავცლილი აუცრელად ითვლება.

კახეთში ეპიდემიოლოგიური ვითარება კვლავ რთულია. კოვიდ-მიმღები კლინიკები გადატვირთულია, ხოლო ტესტირების ცენტრებში დიდი რიგებია.

* * *

დედოფლისწყაროს ჯანდაცვის ცენტრის განცხადება:

1 დეკემბრიდან ამოქმედდა ე.წ. მწვანე პასპორტები“, რაც ნიშნავს, რომ პირს, ვისაც აქვს მწვანე პასპორტი ვაქცინირებულია სრულად. ჩატარებული აქვს 72 საათიანი პსრ ტესტი, ან 24 საათიანი სწრაფი ანტიგენ ტესტი, ან გადატანილი აქვს კორონავირუსი. „მწვანე პასპორტების“ მოთხოვნა იმოქმედებს 18 წელს ზემოთ მოქალაქეებისთვის 2021 წლის 1 დეკემბრიდან.

მწვანე პასპორტების მოთხოვნაა: რესტორნებში, კაფეებში, ბარებში, (ღია და დახურულ სივრცეებში), კინოთეატრებში, თეატრებში, ოპერაში, მუზეუმებში, საკონცერტო დარბაზებში, გასართობ ცენტრებში, სამორინეებში, სათამაშო ბიზნეს ობიექტებში, ფიტნეს დარბაზებსა და სასტუმროებში.

ამასთანავე, 60 წლის ზევით ყველა ის მოქალაქე, ვისაც 2021 წლის 9 ნოემბრამდე არ ჰქონდა ჩატარებული კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზით აცრა და 2021 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით ამ ვაქცინით პირველადად აიცრება, მიიღებს 200 ლარიან ერთჯერად დანამატს. პენსიონერების შემთხვევაში თანხა დაირიცხება მათ საპენსიო ბარათზე, ხოლო 60 წელს ზემოთ ასაკის პირები, რომლებიც არ არიან პენსიის მიმღები, თანხის გაცემა მოხდება ლიბერთი ბანკში გახსნილ სპეციალურ ანაბარზე. 200 ლარიანი ფილადი წახალისება მოხდება მხოლოდ 2022 წლის 1 იანვრამდე.

0
198
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
198
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0