x
მეტი
  • 17.01.2022
  • სტატია:116264
  • ვიდეო:353081
  • სურათი:490134
"სილამაზე მსხვერპლს მოითხოვს" - წარსულის სილამაზის ტრენდები, რომლებიც საშიშიც იყო და სასიკვდილოც

დღეს ქალები მზად არიან ყველანაირი ხერხი გამოსცადონ სილამაზისთვის, არც ჩვენი წინაპრები ყოფილან გამონაკლისები:image

1. სასიკვდილო ტკბილეული

მე-19 საუკუნეში ბევრი ქალი ჭამდა სასიკვდილო დარიშხანის ვაფლებს კანის გასათეთრებლად და გასაწმენდად. მწარმოებლის თქმით, მათ შეეძლოთ მოეშორებინათ ჭორფლები, შავი წერტილები და გამოეკვეთათ სახის ნაკვთები. მართალია, ზოგიერთი გვერდითი მოვლენა მოიცავდა კიბოს, სიმელოტეს, ეპილეფსიას, ფარისებრი ჯირკვლის პრობლემებს და სხვა, მაგრამ წარსულში ქალები ყველაფერზე იყვნენ მზად.image

2. რუჯი მოდაში

1920-იანი წლების შუა ხანებში კოკო შანელმა უნებლიეთ გარუჯვა მოდაში შეიტანა, მას უბრალოდ თავის იახტაზე დაეძინა და დაიწვა. სწორედ მაშინ გახდა გარუჯვა სტატუსის მიმანიშნებლად იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც შეეძლოთ თბილ რეგიონებში დასვენება, განსაკუთრებით ზამთარში.image

3. მაღალი შუბლი, როგორც სილამაზის სიმბოლო

ელიზაბეტის ეპოქაში მაღალი შუბლი სილამაზის სიმბოლოდ ითვლებოდა. ბევრმა ქალმა იშორებდა წამწამებს და წარბებს, იპარსავდა შუბლზე თმას, რათა ხაზი გაესვათ ქალის სახის "ყველაზე ლამაზი ნაწილისთვის"image

4. ტურპენტინი სასიამოვნო სურნელის სპონსორი

ძველი რომის ზოგიერთი მოდას აყოლილი ქალბატონი იმდენად დიდ ყურადღებას აქცევდა სასიამოვნო სურნელს, რომ სკიპიდარის ზეთაცს (ტურპენტინის) კი სვამდნენ იმისთვის, რომ მათ ბუნებრივ გამონამუშავებსაც იების სუნი ჰქონოდა. თუმცა, მაშინ არ ფიქრობდნენ, რომ 15 მლ-ზე მეტი ტურპენტინის დოზა შეიძლება საბედისწერო ყოფილიყო ადამიანისთვის.image

5. რისთვისაა საჭირო მათეთრებელი სითხე, როცა არსებობს შარდი?

კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი ძველი რომაელების შესახებ: კბილების გასათეთრებლად რომაელები პირს შარდით იბანდნენ. ასევე, ყველაზე ხშირად შარდს ტანსაცმლის გასათეთრებლად იყენებდნენ, ყრიდნენ მათ სითხესი და ფეხებით სრესდნენ.image

6. კორსეტები

კორსეტის პერიოდში დაახლოებით 400 წლის განმავლობაში, ქალის სხეულზე ეს ნივთი ითვლებოდა აუცილებელ ატრიბუტად, რომელსაც ყველა ატარებდა, მდიდარი მშვენიერი ქალბატონებიდან დაწყებული უბრალო მოახლეებით დამთავრებული. დაახლოებით 1900 წელს კორსეტმა მიიღო S-ის ფორმის სილუეტი, რითაც ფიგურას მოხრილი მონახაზი მისცა. 1908 წლიდან 1914 წლამდე პერიოდში კორსეტებმა შეიძინეს მაქსიმალური სიგრძე, მაგრამ კორსეტის პარადოქსი მე-20 საუკუნის დასაწყისში დაიწყო, როდესაც კორსეტი ასწორებდა მთელ სხეულს კისრიდან მუხლებამდე, ცდილობდა შეექმნა ბუნებრივი ფორმის შთაბეჭდილება.image

7. “ცისფერი სისხლი"

რევოლუციამდელ საფრანგეთში მოლურჯო კანისა და აშკარად ამოწეული ვენებისადმი სიყვარულმა განაპირობა ის, რომ იმდროინდელმა დიდგვაროვნებმა დაიწყეს მიზანმიმართულად ვენების ლურჯი ფანქრით შეღებვა. ასევე იყენებდნენ წურბელებს კანზე, რომელთა “პროცედურის" შემდეგ ვენები განსაკუთრებით იკვეთებოდა. image

8. შავი კბილები

ძველად იაპონიაში არსებობდა კბილების გაშავების ტრადიცია, რომელსაც ოჰაგურო ეწოდებოდა. მაშინ შავი კბილები სილამაზის ნიშნად ითვლებოდა. ძმარში გახსნილი რკინის ნაჭრებისგან დამზადებული პასტა ჩაის მტვრის დამატებით ხელს უწყობდა კბილების საღ მდგომარეობაი შენარჩუნებას სიბერემდე. ასეთი პასტით შეღებილ კბილებს უსიამოვნო სუნი ასდიოდა და მუდმივად უნდა შეფერილიყო კიდეც.image

9. სახის გამოხატული ნაკვთები

1930-იან წლებში, როდესაც მსახიობი მარლენ დიტრიხი პოლარობის პიკზე იყო თავისი საფირმო სახის ნაკვთებით, სხვა ქალებსაც მოუნდათ მას დამსგავსებოდნენ. შემდეგ კი ამერიკელმა იზაბელა გილბერტმა გამოიგონა მოწყობილობა, რომელსაც სავარაუდოდ ჩავარდნილი ლოყების ეფექტი უნდა მოეცა, თუმცა როგორც მიხვდით, ვერ გაამართლა.image

10. ოფლი

ძველ რომში ბევრი ქალი იყენებდა არენაზე მებრძოლი გლადიატორების ოფლს, როგორც დამატენიანებელს, ასევე ნიღბებსა და კრემებში. სუნი ალბათ საოცარი ჰქონდა.image









0
168
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
Mediator image
168
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0