სხვა 8 ,,ქალური" გამოგონება, რითაც თავიდან მამაკაცები სარგებლობდნენ 2021, 15 ნოემბერი, 19:27
შეიძლება დაუჯერებლად ჟღერს, მაგრამ ბრენდი Victoria’s Secret თავიდან მამაკაცებისთვის შეიქმნა. ეს ნათელი დასტურია იმისა, თუ რაოდენ სუსტია სქესთა შორის ზღვარი. თუ კიდევ რომელი "ქალური" გამოგონებით სარგებლობდნენ ადრე მამაკაცები, ამ სტატიიდან შეიტყობთ. 1. ერთჯერადი საფენები ეს გამოგონება ბენჯამინ ფრანკლინს ეკუთვნის. მათი დანიშნულება დაჭრილი ჯარისკაცებისთვის სისხლდენის შეჩერება იყო. მოგვიანებით მედდებმა მათი, როგორც საფენების გამოყენება დაიწყეს. 2. ქუსლიანი ფეხსაცმელი ქუსლიანი ფეხსაცმელი სპარსეთში გამოიგონეს. ასეთი ქუსლის დახმარებით მეომრები უზანგში ფეხს კარგად აფიქსირებდნენ ჯირითისა თუ ბრძოლის დროს. მოგვიანებით ქუსლიანმა ფეხსაცმელმა ევროპაშიც შეაღწია, სადაც მას მამაკაცები სიმაღლის მოსამატებლად წარმატებით იყენებდნენ. 3. იოგა ითვლება, რომ იოგა ინდოეთში, ბრამინების კასტაში გამოიგონეს. დღეს იოგა მთელ მსოფლიოშია გავრცელებული და გაცილებით დიდი პოპულარობით სარგებლობს ქალებში, ვიდრე მამაკაცებში. 4. კროპ-ტოპი დღეს ასეთი ტოპი ქალების გარდერობში დიდი პოპულარობით სარგებლობს, თუმცა თავიდან სწორედ მამაკაცებმა შეამჩნიეს, რომ სხვადასხვა სპორტული თამაშის დროს ასეთი ტოპი ბევრად უფრო მოსახერხებელია. 5. სტრინგი ძველად მამაკაცები თეძოზე შემოხვეულ ზონარსა თუ ერთგვარ ქამარს ატარებდნენ, რომელსაც წინ ქსოვილი ჰქონდა დაშვებული. სწორედ ეს შეიძლება ჩაითვალოს სტრინგის პირველ ვარიანტად. დღეს კი სტრინგი ქალებში ძალიან პოპულარული საცვალია. 6. ჩანთა თავდაპირველად პატარა ხელჩანთებს სწორედ მამაკაცები ატარებდნენ, ფულის თუ სხვადასხვა ნივთების შესანახად. მოგვიანებით ჩანთამ ქალებში მოიპოვა პოპულარობა და მისი ზომაც თანდათან გაიზარდა. 7. კოლგოტი დიახ, კოლგოტები ევროპაში გამოიგონეს და სწორედ კაცებისთვის, რომ ცხენზე ჯირითი მათთვის გაცილებით კომფორტული და მოსახერხებელი ყოფილიყო. 8. მაღაზია Victoria’s Secret მამაკაცმა, სახელად რაიმონდმა, როცა ერთხელ ცოლისთვის თეთრეულს ყიდულობდა, ძალიან არაკომფორულად იგრძნო თავი ქალების მაღაზიაში. სწორედ მაშინ გაუჩნდა იდეა, რომ გაეხსნა მაღაზია, სადაც მამაკაცები თავისუფლად შეძლებდნენ ქალის თეთრეულის ყიდვას. დიახ, Victoria’s Secret-ის თავდაპირველი სამიზნე აუდიტორია, სწორედ მამაკაცები იყვნენ. 425 2-ს მოსწონს
|