x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508610
საბათლოელი გლეხი ფერმერს ეთნიკურ შევიწროებაში ადანაშაულებს
image

დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ საბათლოს მკვიდრი, სამი შვილის მამა, სოციალურად დაუცველი 44 წლის გლეხი ფერმერს და ბიზნესმენს ოთარ რუაძეს ზარალის მიყენებასა და ეთნიკურ შევიწროებაში ადანაშაულებს.




" ოთარ რუაძემ სოფელ საბათლოს მიწები სულ მიიჩემა, საძოვარიც კი აღარ დაგვიტოვა გლეხებს, ჩემი სახლის მახლობლად ვენახი აქვს, ჩვენ სოფლის გაჭირვებული გლეხები საქონელს მწვანე ბალახზე გავუშვებთ ხოლმე. მან თავის ვენახის მიმდებარედ საწამლავი დაასხა და სამი ღორი მომიკლა, ერთ მეზობელს კი 25 ინდაური მოუკვდა, ასევე, არიან სხვა დაზარალებულებიც. მე მოვთხოვე ზარალის ანაზღაურება, მაგრამ ასე მიპასუხა: "შენ სომეხი ხარ, აქ არაფერი გესაქმება და წადი ერევანშიო". პოლიციასაც არ მივმართე, რა აზრი აქვს? შარშან საქონელი დაიკარგა და მაინც ვერ იპოვეს, ამ კაცს დიდი გავლენები აქვს ხელისუფლების წარმომადგენლებთან" -აცხადებს კარენ აღაჯანიანი.




image




image



ფერმერი ოთარ რუაძე ამბობს: -" მე არაფერ შუაში არ ვარ, ღორების ჭირია მოდებული, მე ჩემი ვენახი შემოღობილი მაქვს, ღორები თხრიან, შემოდიან და გამიუბედურეს ყველაფერი, მაგ კარენას აქეთ ვუჩივლებ პოლიციაში ცილისწამებისთვის"




შეგახსენებთ, რომ ერთი წლის წინ სოფელ საბათლოს მოსახლეობა საბათლოს მიმდებარე საძოვრების და მიწის ნაკვეთების სოფლის მოსახლეობაზე გადაცემას ითხოვდა.




0
121
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
121
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0