სხვა "ზღვის თითები" როგორც ადაპტაციური მექანიზმი 2021, 13 ნოემბერი, 16:42 ერთ-ერთი საინტერესო ადაპტაციური მექანიზმი, რომელიც ევოლუციის პროცესში გაგვივითარდა პრიმატებს არის ე.წ. "ზღვის თითები"
როდესაც წყალთან ხანგრძლივი კონტაქტისას ჩვენი თითები იწყებენ დაღარვასა და დაჭმუჭვნას.
ეს ხდება იმისთვის, რომ ჩვენ უფრო უკეთ შეგვეძლოს მშრალ და სველ საგნებზე მოჭიდება, იგივე პრინციპია გამოყენებული ზამთრისა და ზაფხულის მანქანის ბორბლებზე. ჩვენი თითების დაღარვა განპირობებულია სომატური პროცესების ბიოქიუმიური რეაქციით, როდესაც კანიდან განირეცხება ზოგიერთი ნივთიერება და იწყება დეფორმაციის პროცესი. ალბათ დაკვირვებიხართ იმასაც, რომ ეს არ ხდება წყალთან მყისიერი კონტაქტისას, არამედ საჭიროა ხოლმე ხუთი წუთის განმავლობაში მაინც თითები იმყოფებოდნენ ტენიან გარემოში. ამ მექანიზმის მეშვეობით შესაძლებელია, ზოგიერთი ნერვული პროცესების გამართუობის შემოწმებაც, ვინაიდან თუ მაგალითად თითები არ იჭმუჭნებიან ტენიან გარემოში, ეს შეიძლება ნიშნავდეს იმას, რომ ნერვული დაბოლოებები დაზიანებულია. წყალთან ხანგრძლივი კონტაქტისას ჩვენ გვეჭმუჭნება თითები ხელებსა და ფეხებზე, მაგრამ დანარჩენი სეგმენტები ისევ გლუვი რჩება. ღარები ხელს უწობენ ასევე წყლის ქვეშ საგნებსა და ზედაპირზე მოჭიდებასაც, რადგან წყლის ნაკადები ნაოჭებში ხვდებიან და გაედინებიან მათში, როგორც მდინარე კალაპოტში, ამობურცული სეგმენტები კი უზრუნველოფენ უსაფრთხო გადაადგილებასა და საჭირო საგნების უპრობლემოდ ხელში დაჭერას, წყალშიც ისე როგორც ხმელეთზე. 94 1-ს მოსწონს
|