სხვა რა არის ქოლესტერინი და როდისაა ის საშიში? 2018, 28 იანვარი, 17:53
ზედმეტი ქოლესტერინი = ზედმეტ პრობლემებს. არტერიების კედლებზე ქოლექტერინი წარმოქმნის ცხიმოვან ფოლაქებს და ავიწროვებს სისხლძარღვის სანათურს, თუმცა ეს ყველაფერი არ არის. უსწორმასწორო კედლები თრომბების წარმოქმნას უწყობს ხელს და შესაძლოა, სისხლის მიმოქცევის სისტემის რომელიმე უბანი დაახშოს.თუ ასეთი რამ გულის სისხლძარღვებში მოხდა, ვითარდება ინფაქტი, თუ ტვინის სისხლძარღვებში - ინსულტი. ქოლესტერინის დონე სასურველია 150 მგ/დლ (3.9 მმოლ/ლ)-ზე ქვემოთ შევინარჩუნოთ. 200 მგ/დლ (5.2 მმოლ/ლ) უკვე საშიში ზონაა, შემდგომი მატება - მით უფრო. მისი დონის ყოველი 50 მგ/დლ(1.3 მმოლ/ლ)-ით ინფაქტის საფრთხე 2-ჯერ იმატებს. ქოლესტერინი და ლიპიდების უმეტესობა წყალში არ იხსნება, ამიტომ ცილებთან ერთად ე.წ ლიპოპროტეინებს ქმნიან. დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების 55% ქოლესტერინია, მათ "ცუდი" უწოდეს. მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების ნახევარი ცილაა, ქოლესტერინიკი კი 13%. მათ "კარგს" უწოდებენ, რადგან ზედმეტი ქოლესტერინი უჯრედებიდან გამოაქვთ. ამიტომ სისხლში ქოლესტერინის დონის განსაზღვრა არ კმარა. თითოეული ფრაქცია ცალ-ცალკე უნდა განისაზღვროს. სასურველია, ქოლესტერინის მეოთხედი მაინც მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინებში იყოს. რაც უფრო მაღალია LDL და დაბალია HDL, მით უფრო იმატებს სისხლძარღვების დაზიანების საფრთხე.
ასევე დაგაინტერესებთ: 1. როგორ ვიკვებოთ სწორად - მარტივი და ეფექტური წესები 2. ჭარბი წონის მიზეზები და მისი მკურნალობის ულტრათანამედროვე მეთოდები 3. გჭირდებათ თუ არა წონაში დაკლება - გამოთვალეთ თქვენი სხულის მასის ინდექსი
1579 5-ს მოსწონს
|