ბრიტანელმა გენერალმა რუსეთსა და დასავლეთს შორის შემთხვევითი ომის რისკის შესახებ განაცხადა
ბრიტანეთის თავდაცვის უფროსმა, გენერალმა სერ ნიკ კარტერმა განაცხადა, რომ რუსეთსა და დასავლეთის ქვეყნებს შორის ურთიერთობები განიცდის "უპრეცედენტო დაძაბულობას, უფრო სერიოზულს, ვიდრე ცივი ომის დროს". ის ვარაუდობს, რომ ამან შეიძლება გამოიწვიოს ღია სამხედრო კონფლიქტი ნებისმიერი შემთხვევის გამო, იტყობინება Daily Express-ი.
"ჩვენ ვცხოვრობთ უფრო კონკურენტულ სამყაროში, ვიდრე 10 ან 15 წლის წინ ვიყავით. მე ვფიქრობ, რომ კონკურენციის ბუნება სახელმწიფოებსა და დიდ სახელმწიფოებს შორის იწვევს დაძაბულობის გაზრდას." - თქვა კარტერმა.
მან დასძინა, რომ დასავლეთის ქვეყნები ფრთხილად უნდა იყვნენ და ასევე, არ უნდა დაუშვას ზოგიერთი დასავლელი პოლიტიკოსის მეომარ ბუნებამ დააყენოს ისინი ისეთ მდგომარეობაში, სადაც კონფლიქტის ესკალაცია შეცდომებს გამოიწვევს.
Daily Express-ის ცნობით, ბელორუსია-პოლონეთის საზღვარზე მიგრაციული კრიზისი დასავლეთის სახელმწიფოების შეშფოთების მიზეზი გახდა.
პოლონეთ-ბელარუსის საზღვარზე ვითარება დაიძაბა 8 ნოემბერს, როდესაც ბელორუსის სახელმწიფო სასაზღვრო კომიტეტმა გამოაცხადა, რომ ლტოლვილთა დიდი ჯგუფი აღმოსავლეთისა და აფრიკის ქვეყნებიდან დაიძრა ბელორუსია პოლონეთის საზღვრისკენ ევროკავშირში შესასვლელად. სირიიდან, ერაყიდან, ირანიდან ლტოლვილთა კოლონა პოლონეთისკენ მიემართებოდა ბრუზგის სასაზღვრო პუნქტთან.
ასობით მიგრანტი აგრძელებს კარვების ბანაკში დარჩენას, ბავშვებს შორის ჩვილებიც არიან. მიგრანტები აგრძელებენ ღობის გარღვევისა და პოლონეთის ტერიტორიაზე შესვლის მცდელობებს. 11 ნოემბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლტოლვილთა ახალი ჯგუფები იკრიბება ბელორუსია-პოლონეთის საზღვართან.