x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"მაგის ცემაში ფრჩხილებიც დავიმტვრიე"-რუსთავში ცოლმა ქმარს სცემა(ვიდეო)
image

რუსთავში ცოლი ქმარს ფიზიკურად გაუსწორდა, ამის შესახებ ინფორმაციას "ინფო რუსთავი" ავრცელებს.



როგორც ახალგაზრდა ქალი, მარიამ ქოჩიშვილი ამბობს, თავდაპირველად კონფილიქტი მასსა და დედამისს შორის დაიწყო, ქმარი გიორგი დედა-შვილის გაშველებას შეეცადა, თუმცა განრისხებული ცოლი ქმარს მოუტრიალდა და ფიზიკურად გაუსწორდა:



"თავიდან ჩხუბი ჩემსა და დედაჩემს შორის დაიწყო სიტყვიერად. შემდეგ გიორგი ჩადგა ჩვენს შუა, ვეუბნებოდი გაიწიე თქო და არ გაიწია. რის შემდეგაც ხელი მკრა და რას ჰქვია ხელი მკარი-თქო, მაგის ცემაში ფრჩხილებიც დავიმტვრიე. ის ცდილობდა გავეშველებინეთ მე და დედაჩემი, მაგრამ მე ეს უფრო ნერვებს მიშლიდა. შუაში მიდგება, მეჩხირებახელებს მკრავს და ..მაგიტომ ვეუბნებოდი, რომ გაიწიე, გაიწიე...არ გაიწია და ბოლოს იქამდე მიმიყვანა, რომ წყობილებიდან გამომიყვანა, ხელითაც შევეხე და კაი დაზიანებებიც აქვს"-


აღნიშნა "ინფო რუსთავთან" ინტერვიუში მარიამ ქოჩიშვილმა.


როგორც ახალგზარდა ქალი ამბობს, მის ქმარს საფეთქლებთან და ხელზე აქვს დალურჯებები, აგრეთვე ნაკბენი აქვს ფეხზე.


ამის შენდეგ ნაცემი ქმარი პოლიციაში მივიდა და ცოლის წინააღმდეგ იჩივლა.მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიებაც დაიწყო, ამავე დროს სამართალდამცავებმა ცოლს შემაკავებელი ორდერი გამოუწერეს.


როგორც "ინფო რუსთავი" იუწყება, თავად დაზარალებულმა არ ისურვა კომენტარის გაკეთება.


0
116
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
116
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0