x
image
ლურჯი თოლია
ჩვენი ტვინის ერთ-ერთი დამცავი ფსიქოლოგიური მექანიზმი - გაუფასურება
გაუფასურება - ესაა ჩვენი ტვინის ერთ-ერთი დამცავი ფსიქოლოგიური მექანიზმი
image
ჩვენ ვაიფასურებთ აბსოლუტურად ყველაფერს რაც მიუღწევადად გვეჩვენება, ან რისი მოპოვების შესაძლებლობაც არ გვაქვს.
გაუფასურების მექანიზმის წყალობით ჩვენ თავიდან ვიშორებთ კაცობრიობის ორ უდიდეს შიშს, ეს არის შიში არქონის და შიში შეძენილის დაკარგვის.
საინტერესოა, რომ ეს მექანიზმი მუშაობს არამხოლოდ საგნებზე, არამედ ადამიანებსა და მოვლენებზე, გრძნობებსა და შთაბეჭილებებზეც კი.
ჩვენ აბსოლუტურად ყველაფრის გაუფასურება შეგვიძლია, რაც კი რამ ღირებულია საკუთრივ ჩვენთვის.
ევოლუციური ფსიქოლოგია ხსნის ამ უძველეს მექანიზმს და ამტკიცებს, რომ გაუფასურების მექანიზმი უძველეს ადამიანს სჭირდებოდა გადარჩენისთვის, იმ გაგებით, რომ ტვინი მუდამ თავისუფალი უნდა ჰქონოდა, რათა მარტივად მიეღო განგაშის სიგნალი მტრული გარემოცვიდან. ამიტომ მისი ყურადღების ფოკუსი გადადიოდა ერთი საგნიდან, ემოციიდან ან მოვლენიდან სხვაზე ძალიან სწრაფად და ხშირად, წინააღმდეგ შემთხვევაში, მას შეიძლება ვერ შეემჩნია ბუჩქებში ჩამალული მტაცებელი, რომელიც შეჭმას უპირებდა.
ჩვენი ტვინი მუდამ უნდა ყოფილიყო მზად ახალი შთაბეჭდილებებისთვის, ამისთვის კი საჭირო იყო მისი გათავისუფლება ძველი შთაბეჭდილებებისგან.
სავარაუდოდ, ევოლუციის პროცესში ჩვენმა ტვინმა განზრახ დაუწესა ჩვენს ფსიქიკას საგნით, მოვლენით, ემოციით თუ ადამიანით აღფრთოვანების სიხარულის ვადა, რათა მას შეძლებოდა მზად ყოფილიყო ახალი და მნიშვნელოვანი შთაბეჭდილებების მისაღებად.
ეს კი თავის მხრივ პროგრესის განმაპირობებელი მექანიზმიცაა. უარის თქმა ყველაფერ ძველზე და მზაობა ახლის მიღებისა.
0
54
1-ს მოსწონს
ავტორი:ლურჯი თოლია
ლურჯი თოლია
54
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0