x
მეტი
  • 22.12.2024
  • სტატია:138968
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512523
სამოთხე ჩრდილოეთ ევროპაში - გაიცანით ნორვეგიის ულამაზესი ქალაქი

ფიულკე ჰორდალანის დედაქალაქი და ნორვეგიის სიდიდით მეორე ქალაქია. მდებარეობს ქვეყნის დასავლეთში, ჩრდილოეთის ზღვის სანაპიროზე, მიდტჰორლანის რეგიონში. იკავებს ბერგენის ნახევარკუნძულს და ზღვიდან დაცულია კუნძულებით: ასკეით, ჰოლსნეითა და სუტრით. დაარსდა დაახლოებით 1070 წელს. შუა საუკუნეებში იყო ჩრდილო-დასავლეთ ევროპის ერთ-ერთი დიდი სავაჭრო ცენტრი. 1299 წლამდე ნორვეგიის დედაქალაქი, ხოლო 1830 წლამდე კი ქვეყნის უდიდესი ქალაქი იყო. დღესდღეობით ქალაქი უმსხვილესი საპორტო და ნავთობსამრეწველო ცენტრია. ქალაქში არის უნივერსიტეტი. ბერგენის შუასაუკუნეების დროინდელი სანაპირო ზოლი იუნესკოს მსოფლიო ფონდის მემკვიდრეობის ნაწილია. 2000 წელს ბერგენი ევროპის ერთ-ერთ კულტურულ დედაქალაქად დასახელდა.


image






ევროპის კონტინენტს ასევე ბებერ კონტინენტს ეძახიან. ამ კონტინენტზე უამრავი ულამაზესი და შთამბეჭდავი ქალაქია, მაგრამ არის რამოდენიმე, რომლებიც ნამდვილად წარმოუდგენელ სილამაზეს ფლობენ. ამ ულამაზესი ქალაქებიდან, ერთ-ერთს ევროპის სამოთხეს უწოდებენ, ეს არის ნორვეგიის რიგით მეორე უდიდესი ქალაქი ბერგენი.


image




ნორვეგია არის იმ ქვეყნების სიაში, რომელ ქვეყნებშიც ცხოვრობენ ყველაზე ბედნიერი ადამიანები. ნორვეგიას ეს ბედნიერება ქალაქ ბერგენის წყალობით აქვს მოპოვებული. ქალაქი გამოირჩევა ფანტასტიური სილამაზის ბუნებით, ულამაზესად აშენებული სახლებით და საუკეთესო სკვერებით.


image





ქალაქში ხის სახლებიდან გამომდინარე ბევრჯერ მომხდარა ხანძარი, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ ქალაქი იუნესკოს მემკვიდრეობის ნაწილია, ყოველწლიურად კეთდება ხის სახლების რესტავრაცია.


image





ქალაქის ძირითად შემოსავლების წყაროს მეთევზეობა წარმოადგენს. ბერგენის თევზი ძალიან ცნობილია მთელ ქვეყანაში. მოსახლეობის უმეტესობა სატრანსპორტო საშუალებად ველოსიპედებს იყენებს. რაც შეეხება სამზარეულოს აქაც როგორც მიხვდით თევზეული ჭარბობს, თუმცა ამ თევზეულისგან საოცრად გემრიელ კერძებს ამზადებენ ბერგენში.



image





წარმოგიდგენთ ფოტოებს ჩრდილოეთ ევროპის სამოთხიდან...


imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage




























სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი



>>>>> თქვენთვის საინტერესო <<<<<



უცნაური ისტორიით და ცხოვრების სტილით - 21 საინტერესო ფაქტი ზიმბაბვეს შესახებ

image





რეისი 571(ურუგვაი), სადაც ყველა გადარჩენილი კანიბალი გახდა!

image





18 საინტერესო და რთულად დასაჯერებელი რეალობა ოკეანეების შესახებ, რომელიც ყველამ უნდა იცოდეს!

image





14 ძალიან საინტერესო ფაქტი აზიის კონტინენტის შესახებ, რომელიც შესაძლოა პირველად გაიგოთ!

image





უხანის ომი (იაპონია - ჩინეთი)

image





0
445
5-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
445
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0