x
image
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
გრანდიოზული ფასდაკლება ლიბერთინსის ახალ წიგნზე

image
13 ნოემბერს ბიბლუსი გალერეაში (ჭავჭავაძის გამზ. N2 | ყოფილი ჩაის სახლი) გრანდიოზული აქცია გელოდებათ. ლიბერთინსის სერიის წიგნის „ამ ხნის განმავლობაში“ შეძენა 5 ლარად იქნება შესაძლებელი. აქცია გაგრძელდება მთელი დღის განმავლობაში. იჩქარეთ, ტირაჟი შეზღუდულია.

წიგნი რეიჩელ ლიპინკოტის და მიკი დოტრის ცნობილი წიგნის "ორი ნაბიჯი შენამდე" შემქმნელების ახალი რომანია.

„კაილი და კიმბერლი იდეალური წყვილია ისინი ხომ ბავშვობიდან მეგობრობდნენ და მუდამ განუყრელნი იყვნენ. მაგრამ დადგა გამოსაშვები საღამო და კიმმა მოულოდნელად გამოუცხადა კაილის, რომ შორდება და სურს, თავისი ცხოვრებით იცხოვროს. კაილის მთელი სამყარო ერთ წამში თავზე ჩამოენგრა ჯერ შეყვარებული დაკარგა, შემდეგ საშინელ ავტოკატასტროფაში მოყვა და საშინელი ტრავმების შედეგად კომაშია. და არავინ იცის, რა ჯოჯოხეთურ ტანჯვასთან უწევს გამკლავება მთელი ამ ხნის განმავლობაში... გარდა ერთი საოცარი გოგონასი, რომელიც ასეთსავე უბედურებას განიცდის. ოღონდ რეალობაა კი ეს ყველაფერი?..“

0
35
1-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
35
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0