კულტურა უცნაური ისტორიით და ცხოვრების სტილით - 21 საინტერესო ფაქტი ზიმბაბვეს შესახებ 2021, 17 ნოემბერი, 12:06 ზიმბაბვე, აფრიკული ქვეყანა, რომელიც უმეტესობამ არც კი იცის სად მდებარეობს რუკაზე. 14 მილიონი მოსახლით, ქვეყანა საკმაოდ უცნაური ისტორიის მატარებელია. წარმოგიდგენთ 21 საინტერესო ფაქტს ზიმბაბვეს შესახებ: 1 - ქვეყნის პირველი ადამიანები რკინის ხანის პერიოდის ფერმერები იყვნენ და საუბრობდნენ ბანთუს ენაზე. 2 - ზიმბაბვე ერთ დროს საკმაოდ მდიდარი ქვეყანა იყო. 3 - 2008 წელს ქვეყანაში ინფლაციის მაჩვენებელი 231 000 000%-ით გაიზარდა. 4 - ქვეყანას აქვს მსოფლიოში ყველაზე მაღალი ინფლაცია და უმუშევრობის დონე. 5 - 2016 წლის მონაცემებით, ქვეყანაში სიკვდილიანობა ქალებში 58, 7 წელია, ხოლო მამაკაცებში 57, 3 წელი. მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი სიკვდილიანობის მქონე ქვეყანაა. 6 - UNICEF-ის მიერ 2015 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით, ქვეყანაში 1, 4 მილიონი ადამიანი შიდსის ვირუსის მატარებელია. ქვეყანაში ყოველი 10 ადამიანიდან ერთს შიდსი აქვს. 7 - მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი ჩანჩქერი (ვიქტორია) ზიმბაბვეში მდებარეობს. მისი სიგანე 1 კილომეტრზე მეტია, ხოლო სიმაღლე 100 მეტრზე მეტი. 8 - ჩანჩქერის გუგუნი 40 კილომეტრიდანაც ისმის. 9 - წვიმიან სეზონში ჩანჩქერიდან ჩამოსული წყლის რაოდენობა წუთში ნახევარ მილიონ ლიტრს აღწევს. 10 - მიუხედავად ყველაფრისა, ზიმბაბვეში წიგნიერების მაჩვენებელი 86, 7 პროცენტია. ზიმბაბვეს აქვს წიგნიერების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აფრიკაში. 11 - ქვეყნის სოფლად მცხოვრებთა 76% დღეში 1, 25 დოლარს შოულობს და ამ თანხით ახერხებს ყოველდღიურად არსებობას. 12 - ქვეყანაში 5 წლამდე ასაკის ბავშვების 27% შიმშილის გამო სრულად ვერ ახერხებენ განვითარებას. ეს ხელს უწყობს მათ სამომავლოდ ქრონიკული დაავადებების მიღებას. 13 - ზიმბაბვეელთა უმეტესობას შიმშილისა და ეკონომიკური პრობლემების გამო დღეში მხოლოდ ერთი საკვების მიღება შეუძლია. 14 - ზიმბაბვეს ძირითადი საარსებო წყაროა სოფლის მეურნეობა და მაღარო. 15 - ზიმბაბვემ შეწყვიტა საკუთარი ვალუტის გამოყენება 2008 წელს მზარდი ინფლაციის შემდეგ. დღეს ზიმბაბვეელები ძირითადად აშშ დოლარს იყენებენ. 16 - მაშინ, როცა მთელ მსოფლიოში ადამიანები ცდილობენ მუცლის დამალვას, ზიმბაბვეში პირიქითაა. ზიმბაბვეში მუცელი სიმდიდრისა და წარმატების სიმბოლოა. 17 - ქვეყანაში ქალთევზას მოიხსენიებენ როგორც წმინდანს. 18 - ქვეყანაში განქორწინებულებს პატივს არ სცემენ. მათ თვალში განქორწინებული ადამიანი არასწორი გზის მიმდევარია. 19 - თითქმის ყველა განათლენული ზიმბაბველი ქვეყანას ტოვებს. აქედან გამომდინარე ქვეყანაში ყველა სექტორში სისუსტეა. 20 - ეს ქვეყანა, რომელიც პატარა ჩანს აფრიკის კონტინენტთან შედარებით, ფართობით 3-ჯერ აღემატება ინგლისს. 21 - ჩანჩქერი ვიქტორია სახელწოდებას ინგლისი დედოფლის, ვიქტორიასგან იღებს. სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი<<<<< თქვენთვის საინტერესო >>>>>რეისი 571(ურუგვაი), სადაც ყველა გადარჩენილი კანიბალი გახდა! 21 ფოტო ამერიკიდან, რომელიც გვიჩვენებს რასობრივი დისკრიმინაციის ტკივილს და საშინელებას წინსვლა არ არის! კიდევ ერთი დაუჯერებელი აკრძალვა ირანელი ქალებისთვის! 18 საინტერესო და რთულად დასაჯერებელი რეალობა ოკეანეების შესახებ, რომელიც ყველამ უნდა იცოდეს! ნამდვილად არსებობენ? - 11 გამაოგნებელი თეორია უცხოპლანეტელების შესახებ! 424 6-ს მოსწონს
|