კულტურა უცნაური ისტორიით და ცხოვრების სტილით - 21 საინტერესო ფაქტი ზიმბაბვეს შესახებ 2021, 17 ნოემბერი, 12:06 ზიმბაბვე, აფრიკული ქვეყანა, რომელიც უმეტესობამ არც კი იცის სად მდებარეობს რუკაზე. 14 მილიონი მოსახლით, ქვეყანა საკმაოდ უცნაური ისტორიის მატარებელია. წარმოგიდგენთ 21 საინტერესო ფაქტს ზიმბაბვეს შესახებ: ![]() 1 - ქვეყნის პირველი ადამიანები რკინის ხანის პერიოდის ფერმერები იყვნენ და საუბრობდნენ ბანთუს ენაზე. ![]() 2 - ზიმბაბვე ერთ დროს საკმაოდ მდიდარი ქვეყანა იყო. ![]() 3 - 2008 წელს ქვეყანაში ინფლაციის მაჩვენებელი 231 000 000%-ით გაიზარდა. ![]() 4 - ქვეყანას აქვს მსოფლიოში ყველაზე მაღალი ინფლაცია და უმუშევრობის დონე. ![]() 5 - 2016 წლის მონაცემებით, ქვეყანაში სიკვდილიანობა ქალებში 58, 7 წელია, ხოლო მამაკაცებში 57, 3 წელი. მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი სიკვდილიანობის მქონე ქვეყანაა. ![]() 6 - UNICEF-ის მიერ 2015 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით, ქვეყანაში 1, 4 მილიონი ადამიანი შიდსის ვირუსის მატარებელია. ქვეყანაში ყოველი 10 ადამიანიდან ერთს შიდსი აქვს. ![]() 7 - მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი ჩანჩქერი (ვიქტორია) ზიმბაბვეში მდებარეობს. მისი სიგანე 1 კილომეტრზე მეტია, ხოლო სიმაღლე 100 მეტრზე მეტი. ![]() 8 - ჩანჩქერის გუგუნი 40 კილომეტრიდანაც ისმის. ![]() 9 - წვიმიან სეზონში ჩანჩქერიდან ჩამოსული წყლის რაოდენობა წუთში ნახევარ მილიონ ლიტრს აღწევს. ![]() 10 - მიუხედავად ყველაფრისა, ზიმბაბვეში წიგნიერების მაჩვენებელი 86, 7 პროცენტია. ზიმბაბვეს აქვს წიგნიერების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აფრიკაში. ![]() 11 - ქვეყნის სოფლად მცხოვრებთა 76% დღეში 1, 25 დოლარს შოულობს და ამ თანხით ახერხებს ყოველდღიურად არსებობას. ![]() 12 - ქვეყანაში 5 წლამდე ასაკის ბავშვების 27% შიმშილის გამო სრულად ვერ ახერხებენ განვითარებას. ეს ხელს უწყობს მათ სამომავლოდ ქრონიკული დაავადებების მიღებას. ![]() 13 - ზიმბაბვეელთა უმეტესობას შიმშილისა და ეკონომიკური პრობლემების გამო დღეში მხოლოდ ერთი საკვების მიღება შეუძლია. ![]() 14 - ზიმბაბვეს ძირითადი საარსებო წყაროა სოფლის მეურნეობა და მაღარო. ![]() 15 - ზიმბაბვემ შეწყვიტა საკუთარი ვალუტის გამოყენება 2008 წელს მზარდი ინფლაციის შემდეგ. დღეს ზიმბაბვეელები ძირითადად აშშ დოლარს იყენებენ. ![]() 16 - მაშინ, როცა მთელ მსოფლიოში ადამიანები ცდილობენ მუცლის დამალვას, ზიმბაბვეში პირიქითაა. ზიმბაბვეში მუცელი სიმდიდრისა და წარმატების სიმბოლოა. ![]() 17 - ქვეყანაში ქალთევზას მოიხსენიებენ როგორც წმინდანს. ![]() 18 - ქვეყანაში განქორწინებულებს პატივს არ სცემენ. მათ თვალში განქორწინებული ადამიანი არასწორი გზის მიმდევარია. ![]() 19 - თითქმის ყველა განათლენული ზიმბაბველი ქვეყანას ტოვებს. აქედან გამომდინარე ქვეყანაში ყველა სექტორში სისუსტეა. ![]() 20 - ეს ქვეყანა, რომელიც პატარა ჩანს აფრიკის კონტინენტთან შედარებით, ფართობით 3-ჯერ აღემატება ინგლისს. ![]() 21 - ჩანჩქერი ვიქტორია სახელწოდებას ინგლისი დედოფლის, ვიქტორიასგან იღებს. ![]() სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი<<<<< თქვენთვის საინტერესო >>>>>რეისი 571(ურუგვაი), სადაც ყველა გადარჩენილი კანიბალი გახდა! ![]() 21 ფოტო ამერიკიდან, რომელიც გვიჩვენებს რასობრივი დისკრიმინაციის ტკივილს და საშინელებას ![]() წინსვლა არ არის! კიდევ ერთი დაუჯერებელი აკრძალვა ირანელი ქალებისთვის! ![]() 18 საინტერესო და რთულად დასაჯერებელი რეალობა ოკეანეების შესახებ, რომელიც ყველამ უნდა იცოდეს! ![]() ნამდვილად არსებობენ? - 11 გამაოგნებელი თეორია უცხოპლანეტელების შესახებ! ![]() 424 6-ს მოსწონს
|