x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508610
შეუდარებელი მონიკა ბელუჩის ციტატები ცხოვრებასა და სიყვარულზე

image
კითხვაზე “ვინაა მსოფლიოში ყველაზე ლამაზი ქალი?" უმეტესობას თვალწინ იტალიელი ლამაზმანი ჩნდება. წარმოგიდგენთ მონიკა ბელუჩის ცხოვრებისეულ ციტატებს, რომლებიც ყველა ქალმა უნდა წაიკითხოს:

“ლამაზი ხარ როდესაც თავს ასეთად თვლი, სრულებით არაა მნიშვნელოვანი სხვები რას ფიქრობენ."


“ტუჩსაცხის წასმა ეროტიული ჟესტია, ლამაზი და მგრძნობიარე. ეს რიტუალია, რომელიც ქალიდან ქალს გადაეცემა. იმავეს აკეთებდნენ ჩემი დედა და ბებია. ემოციურია იმის გახსენება, თუ როგორ ისვამდა ტუჩსაცხს 80 წლის ბებია სახლიდან გასვლამდე, ამით ამბობდა, რომ თავის ისევ ახალგაზრდულად გრძნობდა."image



“ერთხელ, ერთმა აზრმა გამიელვა, ლამაზი ქალები უფანტაზიო მამაკაცებისთვის არიან შექმნილნი. მე ვიცნობ უამრავ ლამაზ ადამიანს, რომელთა ცხოვრება უბრალოდ კოშმარია, მათ არაფერი არ აქვთ სილამაზის გარდა მოწყნილები არიან საკუთარ თავთან, რადგანაც არსებობენ მხოლოდ სხვის თვალებში ანარეკლით."

“არასოდეს არ ვიქნები გამხდარი. ბუნებით ზარმაცი ვარ, მიყვარს ჭამა. ასეთი ვარ ნამდვილი და არ ვაპირებ საკუთარ თავს რომ ვუღალატო."

“მამაკაცებისთვის სიყვარული ცხოვრების ნაწილია, ქალებისთვის კი თვითონ ცხოვრებაა."

“ბავშვს აქვს ლამაზი თოჯინა, უყვარს, მაგრამ მისი გატეხვა უნდა რათა ნახოს შიგნით რა აქვს. ჩვენც ზუსტად ასე ვიქცევით.''


“ძალიან ადრე გავხდი დამოუკიდებელი და არც კი ვიცი როგორია რამის თხოვნა მამაკაცისთვის. შემიძლია ჩემი თავის იმედი მქონდეს და ეს მომწონს."image


“სილამაზე ქალისთვის პრობლემა მხოლოდ 2 შემთხვევაში ხდება, როდესაც ის არ აქვს და როდესაც არაფერი აქვს სილამაზის გარდა."

“ქალს შეუძლია ისე უყვარდეს, თითქოს ეს სიყვარული არასოდეს დაიკარგება, მაგრამ შეიძლება ისეთი დღეც დადგეს, თითქოს საერთოდ არ ჰყვარებია."

“სილამაზე ცოცხალი და საინტერესო მაშინაა, როდესაც ტანსაცმლის ქვეშ იმალება."
image

“მოდელი ახალგაზრდობიდანვე ვიყავი და ძალიან სახალისოც იყო, მაგრამ მოდელად დღემდე რომ დავრჩენილიყავი, ალბათ თავს მოვიკლავდი"

“არ მესმის იმ ქალების, რომლებიც ამბობენ რომ მამაკაცების სურვილები მათ ამცირებს. ჩემი აზრით უბრალოდ საკუთარ თავთან ვერ არიან კარგად."

“სილამაზე ნამდვილად ძალაა, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი გამოყენება შეგიძლია. ეს იგივეა რაც გყავდეს “ფერარი’’: თუ არ შეგიძლია კარგად ტარება, მაშინ არც გჭირდება."image


“სპორტდარბაზში სიარულის ნაცვლად შავებს ვიცვამ. ეს უფრო პრაქტიკული და სასიამოვნოა."

“ჩვენ არავინ გვეკუთვნის, არც ქმრები, არც შვილები. ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ რაღაც გავუყოთ იმ ადამიანებს, რომლებიც გვიყვარს."

“ნუ გძულთ ის ადამიანები, რომლებსაც თქვენი შურთ, რადგანაც ისინი ამით ამბობენ რომ უკეთესი ხართ."image


“როდესაც ადამიანები ეყრებიან, ეს ყოველთვის ტრაგედიაა. მაგრამ თუ ამ სიტუაციაში მაინც ერთად რჩებიან, შეიძლება ტრაგედიაზე უარესი იყოს."

“სიბერეში მირჩევნია შვილებს ვუყურო და არა ჩემს ფილმებს."

“როდესაც ახალგაზრდა ვიყავი, მინდოდა ყველასთვის დამემტკიცებინა რომ ტვინი მაქვს. ახლა უბრალოდ სულ ერთია."






0
173
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
173
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0