ირაკლი კობახიძის სკანდალური განცხადება ელენე ხოშტარიას შესახებ - "განსაკუთრებული ყურადღება მინდა გავამახვილო ჩვენთვის მოწოდებულ ინფორმაციაზე..."
"ქართული ოცნების" ინფორმაციით, "ნაციონალური მოძრაობა" ელენე ხოშტარიას მოწამვლის სცენარს განიხილავს.
შესაბამისი განცხადება დღეს გამართულ ბრიფინგზე "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გააკეთა.
"ყურადღება მინდა გავამახვილო ჩვენთვის მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, გუშინ ერთ-ერთ თათბირზე განხილულ იქნა ელენე ხოშტარიას მოწამვლის სცენარი. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველას სიფრთხილისკენ. რადიკალებს კი მოვუწოდებთ, რომ ნებისმიერი დანაშაულის ჩადენის მცდელობა კანონის შესაბამისად უმკაცრესად დაისჯება", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.