x
მეტი
  • 20.01.2022
  • სტატია:116342
  • ვიდეო:353098
  • სურათი:490174
პანდემიაში თემურ თათარაშვილის საკონცერტო ტურნე და ტაშ-ფანდური დედოფლისწყაროში
image

5000 ინფიცირებული და 60 გარდაცვლილი, ყოველდღიურმა შემზარავმა სტატისტიკამ ლამის საყოველთაო ფსიქოზი გამოიწვიოს საქართველოში. ჯანდაცვის მესვეურნი ყოველდღიურად დამზაფრავი განცხადებით მიმართავენ საქართველოს მოსახლეობას, მოუწოდებენ ვაქცინაციისკენ, აფრთხილებენ, რომ შეზღუდონ საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებზე მისვლა, შეზღუდონ ქელეხები, ქორწილები.

აი, ამ ფონზე დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის კულტურისა და ძეგლთა დაცვის ცენტრის გვერდზე დაიდო ინფორმაცია, რომ ოთხშაბათს, 10 ნოემბერს დედოფლისწყაროს კულტურის სახლში გაიმართება თემურ თათარაშვილის საკონცერტო ტურნე.



image


რამდენიმე კითხვით მივმართეთ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის კულტურისა და ძეგლთა დაცვის ხელმძღვანელს ილია მარტყოფლიშვილს.

-ამ გაგანია პანდემიაში, როცა ამდენი ხალხი იხოცება და როცა რაიონში უამრავი კოვიდინფიცერებული გვყავს, რატომ იმართება დახურულ დარბაზში კონცერტი?

-200 კაცამდე დაშვებულია, ჩვენ 150-ზე ნაკლები დაგვესწრება და გამოტოვენული სკამებით, პირბადეებით დასხდებიან... კონცერტის ორგანიზატორი დედოფლისწყარო არ გახლავთ, არც კახეთის მხარე, კონცერტი სხვადასხვა რაიონებში ტარდება და მათ შორისაა დედოფლისწყარო. მუნიციპალიტეტების ნაწილში უკვე შედგა და დედოფლისწყარო ერთადერთი გამონაკლისი არ არის... რეგულაციების დაცვით და შეზღუდული დამსწრეთა რაოდენობით ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ. მითუმეტეს, რომ ყველა ქალაქში თეატრებიც მუშაობენ ჩვეულებრივ.

-ეს 150 კაცი აცრილი იქნება?ან ვინ გააკონტროლებს, რომ იქ კოვიდდაავადებული არ შემოვიდეს? ახლა ხომ ასეთი ნორმაა, კოვიდიანები გარეთ დადიან, ვინაა დაზღვეული, რომ მანდაც არ შემოვიდეს დაავადებული და საფრთხეში არ ჩააგდოს ჯანმრთელი ხალხი?

-მთავარი ისაა, რომ არც თანხა არ ეხარჯება მუნიციპალიტეტს ამ კონცერტის ჩასატარებლად, სხვადასხვა რაიონში მოგზაურობს და მათ შორის დედოფლისწყაროც დახვდება.. თერმოსკრინინგით შევუშვებთ ხალხს და ვფიქრობ, პრობლემა არ იქნება. ყველა რეგულაციას დავიცავთ.

-თანხა არაა მთავარი, მთავარი ადამიანების სიცოცხლეა, როცა ყოველდღე ამდენ გარდაცვლილს აცხადებენ, ან რა გვეკონცერტება, არც მორალურად და არც პანდემიაში არაა გამართლებული ტაშფანდური. რეგულაციასაც ვერ დაიცავთ, ვირუსი ჰაერწვეთოვანი გზით ვრცელდება

-გვეკონცერტება... მთავარია, იმ რაოდენობის კონცერტები აღარ ტარდება და წელიწადში ორი აქტოვობა არაფერია. სულ ხო ვერ ჩაკვდება ცხოვრება. ვისაც ეკონცერტება, ის მოვა.

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ჯანდაცვის ხელმძღვანელი მარიეტა გონაშვილი კითხვაზე, რამდენად გამართლებულია პანდემიის პირობებში რაიონში დახურულ დარბაზში კონცერტის გამართა, გვპასუხობს:


" ზოგადად, მე არ ვარ მომხრე ამ პანდემიაში კონცერტის გამართვის, მაშინ ჯობია რეგულაციების დაცვა მოხდეს, სკრინინგი, პირბადეები და დაცული უნდა იქნეს 2, 5 კვადრატიული მეტრის დისტანცია, დღეისთვის ასეთი ღონისძიებების აკრძალვის ოფიციალური დოკუმენტი არ არსებობს. თუმცა, მეორეს მხრივ, ხალხიც დაიღალა და სჭირდებათ ასეთი ღონისძიებები."

შეგახსენებთ, რომ ქორწილების, ქელეხების, საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში თავშეყრის აკრძალვისკენ მოგვიწოდებენ ქვეყნის ჯანდაცვის მესვეურები: ამირან გამყრელიძე, პაატა იმნაძე და თენგიზ ცერცვაძე.

ნამდვილად გაუმართლებელია თემურ თათარშვილის და კულტურის სამინისტროს მხრიდან პანდემიის დროს საკონცერტო ტურნეების გამართვა, როცა ყოველდღიურად ამდენი გარდაცვლილია ქვეყანაში. ეს არის უზნეობის აპოგეა ქვეყანაში.

შეგახსენებთ, რომ თემურ თათარაშვილი ოქტომბრის თვეში დასაქმდა კულტურის სამინისტროში და ეს შანსი არ გაუშვა ამ პანდემიაში, რომ გაემართა საკონცერტო ტურნეები.



imageimage






0
57
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
57
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0