x
მეტი
  • 18.01.2022
  • სტატია:116293
  • ვიდეო:353084
  • სურათი:490145
გასაოცარი ფაქტები - რა არის აკრძალული სამხრეთ კორეაში?
ჩვენი პლანეტა ძალზედ საინტერესოა თავისი ქვეყნებით, მათი სილამაზით, განსხვავებული კლიმატითა და კულტურით. სხვა ქვეყნებში სამოგზაუროდ წასვლის წინ კი აუცილებელია, რომ ზოგადად მაინც გაეცნოთ მათ კულტურასა და ტრადიციებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოგიწევთ უხერხულ სიტუაციაში ჩავარდნა და ეს უხერხულობა ცოტათი მაინც რომ აგაცილოთ თავიდან, დღევანდელი სტატიით ცოტათი შეგიმსუბუქებთ. განსაკუთრებით ეხება აზიის ქვეყნებს, რადგან აღმოსავლური მენტალიტეტი უკიდურესად განსხვავდება სხვა ქვეყნების მენტალიტეტისგან და სწორედ ამაზე ვისაუბრებთ სტატიაში.



image



გადავწყვიტე მოგითხროთ სამხრეთ კორეაში არსებული 7 უცნაური ტაბუს შესახებ, რომლებმაც შეიძლება მოუმზადებელი მოგზაურის დროს თქვენი დაბნევა გამოიწვიოს.



გასაოცარი ფაქტები - რა არის აკრძალული სამხრეთ კორეაში?




1. კაფეში მიმტანისთვის ხურდის დატოვება არ შეიძლება. image
კორეაში იმდენად დამაკმაყოფილებელი და მაღალი ანაზღაურება აქვთ მიმტანებს, რომ მათთვის ხურდის დატოვება შეურაცხმყოფელია.





2. ფრთხილად იყავით საკვების ჩხირებთან. image
მაგალითად, საკვების მირთმევისას არ შეიძლება საკვების ჩხირით გახვრეტა, ჩარჭობა, როგორც ამას ჩანგლით ვაკეთებთ, ეს მათი საკვებისადმი უპატივცემულობაა.




3. საპირფარეშო, როგორც კულტი. image
კორეაში ბუნებრივ მოთხოვნილებებზე მსჯელობას არ ერიდებიან, მეტიც, ამ თემისადმი მიძღვნილიც კი აქვთ გასართობი პარკი სეულში.




4. ტატუ აკრძალულია. image
კორეაში, ისევე როგორც ბევრ სხვა აზიურ ქვეყანაში, არ მოწონთ ტატუ. მათი არსებობის შემთხვევაში, შეიძლება სამსახურში არც აგიყვანონ. და საერთოდ, ტატუს მხატვრობა იქ უკანონო პროფესიად ითვლება.




5. საკვები თეფშზე არ მიატოვოთ. image
საკვების თეფშზე მიტოვებამ შეიძლება შეურაცხყოს დაწესებულების მზარეული და ხელმძღვანელი.




6. აკრძალულია ღრმა დეკოლტე. image
გაგიკვირდებათ და კორეაში მხრები და მკერდი ითვლება ყველაზე მაცდურ ზონად მამაკაცებისთვის, ამიტომ მას არავინ მოიშიშვლებს, რასაც ვერ ვიტყვით ფეხებზე. იქ, გოგონები ულტრამოკლე კაბებით დადიან, რადგან მამაკაცების საცდურს მათი ფეხები არ წარმოადგენს.




7. არ მიაშტერდეთ კორეის მოქალაქეებს. image
მათზე მიშტერება ან ნებართის გარეშ ფოტოს გადაღება შეიძლება თქვენი პოლიციის განყოფილებაში მოხვედრის მიზეზი გახდეს, რადგან ეს მათთვის პირად სივრცეში შეჭრაა.


0
596
6-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
Mediator image
596
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0