x
image
თამილა გურაშვილი
ირანის და ამერიკის ნებისმიერი შეცდომა კატასტროფას გამოიწვევს- პოლიტოლოგი

image

პოლიტოლოგი და ექსპერტი ირანისა და ლათინური ამერიკის საკითხებში რასულ გუდარზი, თვლის, რომ შეერთებული შტატებისა და ირანის ქმედებებში ნებისმიერმა შეცდომამ შეიძლება გამოიწვიოს ნამდვილი კატასტროფა. მან REN TV-სთან ინტერვიუში გაიხსენა, რომ ვაშინგტონსა და ირანს შორის ყოველთვის იყო დაძაბულობა - ეს იყო 1979 წლის ისლამური რევოლუციის, ირან-ერაყის ომის და შეერთებული შტატების სანქციების შედეგი.

"ბოლო დროს, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტი გამოვიდა ბირთვული ხელშეკრულებიდან, ურთიერთობები კიდევ უფრო გაუარესდა. მაგრამ ისეთი ინციდენტები, როგორიცაა ომანის ყურეში, ძალიან საშიშია და სერიოზულ შეშფოთებას იწვევს. ორივე მხარის ნებისმიერი შეცდომა შეიძლება კატასტროფად იქცეს." - დაამატა ექსპერტმა.

გუდარზიმ აღნიშნა, რომ ირანში ახლა მძიმე ეკონომიკური ვითარებაა შექმნილი, მაგრამ შეერთებულ შტატებზე ზეწოლა გრძელდება.

„შესაძლოა, ისეთი ინციდენტები, როგორიც იყო ომანის ყურეში, არის მოლაპარაკებების ახალ რაუნდში დომინირების მცდელობა. აშშ-სა და ირანს შორის არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, მე ვიტყოდი, რომ ამ ინციდენტმა შეიძლება გავლენა მოახდინოს ბირთვული შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებების მსვლელობაზე. განსაკუთრებით, ირანის ეროვნული უშიშროების უმაღლესი საბჭოს მდივნის, ალი შამხანის განცხადებების გათვალისწინებით, მან განაცხადა, რომ სანამ ირანს არ აქვს არანაირი გარანტია აშშ-სგან ბირთვულ შეთანხმებასთან დაკავშირებით, ის არ დაბრუნდება მოლაპარაკების მაგიდასთან. ომანის ყურეში მომხდარი ინციდენტები აჩვენებს, რომ ირანი არ ენდობა შეერთებულ შტატებს და პირიქით.“ - მიიჩნევს პოლიტოლოგი.

ექსპერტმა აღნიშნა, რომ ახლა არ არსებობს საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებსაც შეუძლიათ შუამავლის როლი ითამაშონ ირანსა და შეერთებულ შტატებს შორის.

„გაეროს და უშიშროების საბჭოს გარდა სხვა ძლიერი ორგანიზაციები არ გვყავს. მათ გადაამოწმეს და მხარი დაუჭირეს ბირთვულ შეთანხმებას, მაგრამ აშშ ადვილად გამოვიდა შეთანხმებიდან. მეორეს მხრივ, ირანსაც ჰქონდა პრობლემები. ასე რომ, არ მგონია, ამ ორ ქვეყანას შორის ვინმე იყოს შუამავალი. აუცილებელია, რომ ამ ქვეყნებმა თავად მოისურვონ შეთანხმების მიღწევა.“- განაცხადა გუდარზიმ.

ომანის ყურეში შეერთებულმა შტატებმა ირანული ნავთობის ტანკერის წინააღმდეგ რამდენიმე თავდასხმა სცადა შვეულმფრენის და გემის გამოყენებით, მაგრამ მათ ხელი შეუშალა ისლამური რევოლუციის გვარდიის ძალებმა.



0
31
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
31
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0