x
image
თამილა გურაშვილი
გურამ ქართველიშვილი: "..ყველა რუსულ წისქვილზე ასხამს წყალს..."
image
" ბევრს შეიძლება დღეს გაგეცინოთ ამ სტატუსზე, მაგრამ მალე აღარ გაგეცინებათ -
შეკითხვა არავის გიჩნდებათ საქართველოს გეოპოლიტიკურ მდგომარეობაზე ამ ქვეყნის მესვეურ-მოაზროვნეებო, თუ რატომ არ გვიპყრობს ასე აშკარად, ძალისმიერად რუსეთი? ეს იმიტომ ხდება, რომ მის გასაკეთებელ საქმეს, რომელიც რუსეთმა საქართველოში 200 წელი ვერ განახორციელა (საქართველო უქართველებოდ) მასზე დიდებულად ახორციელებს ლიბერასტული დასავლეთი.
საქართველო ხომ დღეს ყველაზე ანტიქართული ქვეყნად აქციეს იდეოლოგიურ-პრაქტიკულად ნეოლიბერალებმა, სადაც ყველა ლიბერ-ექსპერიმენტი ჩატარდა და სადაც ამის შედეგად ცოტა ხანში ლიბერასტ-სოროს-ქოცნაცური ძალების გადამკიდე აღარც მოსახლეობა დარჩება ქართულენოვანი და ქართულად მოაზროვნე და აღარც ქართული ინტელექტუალური აზროვნების აღმდგენ-დამბრუნებელი ძალა, აი მაშინ შემოჯგრიალდება ტანკებით რუსი და ამ დაუცველ ტერიტორიას, რომელიც უკვე დიდი ხანია გეოპოლიტიკურად ალყაში ყავს და ემბარგოთი სულს ხდის ხახვივით შეიტყაპუნებს.
შეგებებით კი ბევრი შეეგებება “მხსნელებს": -- უვიც-უწიგნური ე.წ. “ეროვნულების" და ფულით გამოტენილი ლიბერასტ-პოლიტიკოსების სახით. რიგი დადგება ერთი ადგილის მიცემაზე.
ამ “ნანატრ ანექსიას" კი იერარქების დიდი ნაწილი დალოცავს................
ასე, რომ რაც კი დღეს საქართველოში ანტიქართული ცოდვისტირილი მძვინვარებს ქართველებისვე ხელით, ყველა რუსულ წისქვილზე ასხამს წყალს. მე მითქვამს და “აღდგომა და ხვალეო"
თავმოყვარე ერი დღეს ახალი გეოპოლიტიკური გამოწვევების შესაბამისი, მარად უცვეთი ქართული იდეოლოგიით უნდა ზრდიდეს მომავალ თაობებს, თუ გადარჩენა უნდა." - გურამ ქართველიშვილი
0
15
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
15
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0