x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
"დაიცა მე დავათვალიერო!" - ვიდეომ, სადაც ლეკვი მანქანის დათვალიერებაში "ეხმარება" პატრონს, სოციალური ქსელის მომხმარებლები გაამხიარულა და პოპულარულიც გახდა

image

ძაღლი ბუნებით ცნობისმოყვარეა, ლეკვები ხომ არიან და არიან ცნობისმოყვარეები და თამაშის მოყვარულები.

სწორედ ასეთი კადრი გადაიღო ახალგაზრდა ქალმა როცა მისი მეუღლე საკუთარი მანქანის პრობლემურ ადგილს ათვალიერებდა, უფრო სწორი ვიქნები თუ ვიტყვი, რომ ცდილობდა დაეთვალიერებინა, რადგან პატარა ლეკვი ჯერ ხელს უშლიდა მანქანის დათვალიერებაში, ხან მანქანასთან დაწოლილ პატრონს ზურგზე შეახტა, ხან კისერზე და ბოლოს პატრონის მსგავსად გამოცდილი მექანიკოსივით მანქანასთან გაწოლილმა დაიწყო მისი დათვალიერება.
ბუნებრივია პატრონს სიბრაზის გრძნობა არც კი გასჩენია, აბა როგორ უნდა გაბრაზებოდა ასეთ საყვარელ ლეკვს, რომელიც მისი ჭკუით და ბუნებრივი ცნობისმოყვარეობის გამოვლენით ცდილობდა პატრონს დახმარებოდა.

ვიდეო იმდენად პოზიტიური და სახალისო გამოდგა, რომ სოციალურ ქსლში მოხვედრის წუთითან სწრაფი და მზარდი პოპულარობა მოიპოვა, ვიდეოზე თბილი კომენტარების სიჭარბეა.


0
101
6-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
101