x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134535
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508595
„გადადეთ ყველაფერი, არ დაიზაროთ და წაიკითხეთ ეს!...“ „ეს რა დაგვემართა ხალხო!“

image


კოკა ყანდიაშვილი: გადადეთ ყველაფერი, არ დაიზაროთ და წაიკითხეთ ეს!!!

.

„გადადეთ ყველაფერი, არ დაიზაროთ და წაიკითხეთ ეს !!!
შეატყობდით, რომ საერთოდ არ ვაქტიურობ სოცქსელებში... ასევე უიშვიათესად ვაზიარებ სხვის სტატუსებს...
მაგრამ...
მაგრამ, არსებობს ჩვენს დროში ეს არაჩვეულებრივი ქალბატონი - ნინო ახობაძე, რომლის სტატუსებსაც ველოდები და დღეს პირველად გიზიარებთ.
ყველა წინადადებაში, ნააზრევში, განცდაში - თანხვედრა მაქვს.
პ.ს. თუ კიხვა გიყვართ, აუცილებლად ნახეთ ნინოს სხვა სტატუსები - მერე მეტყვით მადლობას, რომ გირჩიეთ.
პ.ს.. ეს ნინოს გვერდის ბმულია: https://www.facebook.com/ninoexo

ნინო ახობაძე:

„არც ვიცი საიდან დავიწყო და როგორ დავალაგო აზრები, იმიტომ რომ ათასნაირი გრძნობა და განცდა, ათასი ემოცია ერთად მმართავს ეხლა;
ეს რა დაგვემართა ხალხო, რა დღეში ვართ-ყველა, აპოლიტიკურიც და პოლიტიკურიც... იმიტომ რომ ეს ყველაფერი გასცდა პოლიტიკას;
ჩვენს ურთიერთობებში შემოიჭრა მეტასტაზებივით ამდენი: შუღლი, ჯინიანობა, ნიშნის მოგება, კინკლაობა, კამათი, დაპირისპირება, წყევლაც, დამუნათება, წამოძახება, ჩასაფრებულის პოზაში ჯდომა...
ჯიბრით წერა ეწინააღმდეგება ჩემს ხასიათს და მე არ ვარ კარგად ამ ყველაფრის გამო, რასაც აქ ვწერ და რასაც ვფიქრობ, განსაკუთრებით ბოლო ერთი თვეა;
მე მყავს მეგობრები, რომლებიც სიცოცხლეს მირჩევნია
და ისინი დღეს მიშას უჭერენ მხარს.
მყავს თვალით უნახავი ფრენდები, რომლებიც შემიძლია ადვილად გავიმეტო, წავშალო, მოვიცილო, მაგრამ გულის რაღაც ნაწილი მათაც მიყვება უკან, მიყვარდნენ მე ეს ადამიანები ჩემებურად, როგორც შემეძლო-ისე;
ადრე არავის არ ვშლიდი ამის გამო, ეხლა ორშაურად ვიმეტებ ყველას, ვინც იქეთა მხარეს დგას;
.
და სულაც არა ვარ ბედნიერი ამის გამო.
ვერასოდეს მიხვდება ჩემი ტვინი, საერთოდ პოლიტიკოსი (ვინც გინდა იყოს) რატომ უნდა მიყვარდეს!
მეც და მიშას მომხრეებიც ერთნაირი ადამიანები ვართ-ჩვენი ცუდით და კარგით; გარეგნულადაც თითქოს არანაირი განსხვავება არ არის ჩვენს შორის, ცხოვრების წესიც ერთნაირი გვაქვს; ბავშვობაც უმეტესობას ერთნაირი გვქონდა, ძირითადად ჩემი ასაკის ხალხთან მაქვს ხომ შეხება;
განხვავება არის აი ამაში:
მე შემიძლია დავინახო იგივე "ქართული ოცნების" უამრავი ნაკლი, შემიძლია თავისუფლად გავაკრიტიკო ესა თუ ის მოქმედი ხელისუფალი; შემიძლია და თან არ მეშინია რომ ამის გამო დამიჭერენ ან შემავიწროვებენ.
სამაგიეროდ ნახეთ რა ხდება იქეთა მხარეს
შანსი ნულია, არ არსებობს, გამორიცხულია-რომელიმემ აღიაროს რომ
მიხეილ სააკაშვილი დამნაშავეა!
ასე მგონია, შვილს გაწირავენ და იმას არა.
როგორც წმინდანს, ისე ენდობიან და ისე სჯერათ მისი;
ერთგვარი რელიგიაა უკვე მათთვის ეს კაცი.
სალოცავი, საფიცარი, რა ვიცი...
სულ რომ ანგელოზი იყოს სააკაშვილი, ეს რაც ზემოთ დავწერე, უკვე საშიში და სავალალოა.
.
გონიერ, ნორმალურ, ზრდასრულ ადამიანს ეუბნები რომ
-მიშას დროს აწამეს ადამიანები-არ მჯერა! გპასუხობს.
ეუბნები რომ მოკლეს ბიჭები-"ბაჩალიაშვილი და შაქარაშვილი" აი ამას გიპირისპირებენ, ზედ მაჩალიკაშვილსაც აყოლებენ...
ამ დროს ვფიქრობ ხოლმე, როგორც ექიმი, რომ არ მაქვს საქმე ფსიქიურად ჯანსაღ ადამიანთან. სიბრალული, ზიზღი და გაოცება ერთდროულად მერევა...
ეუბნები რომ მოგწონს დაგებული გზები, კი ბატონო;
მოგწონს იუსტიციის სახლიც
ბათუმის პიაცაც მოგწონს
შუქი და გაზი რომ სულ გვაქვს 2003-დან ესეც
მაგრამ არაფერი გიღირს ადამიანების სიცოცხლედ
და ისევ იგივე წრეზე მიყავხარ-ბაჩალიაშვილი? მაჩალიკაშვილი?
და სად არის ამ დროს ლოგიკა?
არ ვიცი.
.
მე ძალიან ვარ გაბრაზებული და ეს არაერთხელ დამიწერია რომ
ბარბარე რაფალიანცის საქმე სამზეოზე არ არის გამოტანილი და უამრავი კითხვის ნიშანია პირადად ჩემთვის მანდ.
გამოდით აბა ნებისმიერი მიშას მოყვარული და თქვით თქვენც
ხმამაღლა თქვით რომ
კითხვის ნიშნები გაქვთ
რობაქიძიდან-მოლაშვილამდე...
მაგრამ ვერ (არ) იტყვით!
იცი რატომ?
იმიტომ რომ თქვენ თქვენი ქვეყანა და თქვენი ხალხი კი არა
მიშა გიყვართ!
ალბათ როგორც მამაკაცი მოგწონთ, ან არ ვიცი...
აბა მაშინ რას ნიშნავს "მე არ მჯერა რომ მიშამ ეს იცოდა"
რა არ იცოდა?
ციხეებში რომ ადამიანებს ღირსებას ულახავდნენ და წამებით სულს ხდიდნეენ?
კაი, დავუშვათ არ იცოდა
ჯერ რას ქვია "არ იცოდა", მაგრამ ნუ დავუშვათ
ახლა ხომ იცის?
და რაღა ნამუსით უნდა ისევ ხელისუფლებაში დაბრუნება?
როგორ? განა მისი პასუხისმგებლობა არ არიის ის რომ "არ იცოდა"?
თქვე კაი ხალხო, სუპერმარკეტის მოლარეს რომ ორი ლარი გაეპაროს სადმე, იმას სამსახურიდან უშვებენ!
მასწავლებელს თუ გადაცდომა მოუვიდა, სკოლის დირექტორს ხსნიან სამსახურიდან;
ბანკის ვალი თუ დროზე ვერ გადაიხადე, თავმდებს აკისრებენ ვალდებულებას (რომელიც არაფერ შუაშია)
და
პრეზიდენტი ვიყო, ასობით დედამ ჩემი მმართველობის დროს შავები ჩაიცვას, იმიტომ რომ მათი შვილები ჩემმა რეჟიმმა დახოცა (!) და მე ამ დროს ჭურში ვზივარ, არ ვიცი რა ხდება
და რომ გავიგებ
რაღანაირად მექნება გონორი და პრეტენზია-ისევ იგივე სკამზე დამსვან?
----
მე რომ შენს სადარბაზოში ყველა ბინაში რემონტი გავაკეთო, შპალერი გაგიკრა, ლამაზი ჭაღი დაგიკიდო...
სენსორებზე ლიფტი გაჩუქოთ
მერე გავიდე და შენს მეზობელს ცოლი გავუუპატიურო, შვილი მოვუკლა..
და თან ეს ყველაფერი კამერით გადავიღო..
-რადგან შენ არ შეგეხე, დაიფიცეებ ამის მერე ისევ ჩემს მზეს?
შენთვის ხომ არაფერი დამიშავებია!
------
წამყვანი ჟურნალისტი (მებრძოლი ინგა) არის მხარე; პარტიის რუპორი!
და ეს ჟურნალისტი მე დღეს თავს მამადლის რომ ის წარმოადგენს "თავისუფალ მედიას"
მეტი ცინიზმი რაღა გინდათ?
ნანული ჟორჟოლიანმა გამოგვიცხადა რომ "თუ მიშა აღარ იქნება, ქვეყანაც ნუღარ იქნებაო"!
ვიღაცა პატარა გოგო-ბიჭები დარბიან და მიკროფონებს პირში ტენიან დედისტოლა ქალებს!
უზრდელობის, გაუნათლებლობის, უტიფრობის პიკია გარშემო;
ვიღაცა შარანგია (აზრზე არა ვარ ვინ არის, რა დამსახურება აქვს სამშობლოს წინაშე, რა გაუკეთებია რომ ამდენს ბედავს!!!!) წამოსკუპებულა და თურმე "მიშას შეცდომები ეპატიება, იმიტომ რომ საქმეს ვინც აკეთებს, შეცდომებსაც ის უშვებს"!
ვაიმე, ლაც მეუბნები გოგოო? გაცელდიი
-შეცდომაა? მის შვილს რომ ვინმემ დუბინკა გაუყაროს ანუსში (ღმერთმა დაიფაროს), აწამოს, ცემოს, მოკლას, სახურავზე შემოდოს-შეცდომაა გოგონიი???????????
-----
ყველას გვინახავს ფილმები სადაც კრიმინალს ვინმეს, დამნაშავეს რომ ციხეში სვამენ-რაღაცნაირი თანაგრძნობის განცდა გიჩნდება, როცა ეს ტიპი ინანიებს და აღიარებს დანაშაულს (რაც არ უნდა ცუდი ტიპი იყოს)
და ასევე გვინახავს ფილმები სადაც დაჭერილი ვინმე მანიაკი ზის "კლეტკებში" და სასამართლოზე ხარხარებს, მის მიერ მოკლული გოგონების მშობლებს აბუჩად იგდებს; არ აღიარებს დანაშაულს;
და ამ დროს ამ ვიღაცა პერსონაჟის მიმართ გვიჩნდება საშინელი აგრესია, გვეზიზღება, ვმწარდებით...
სხვას რას აკეთებს დღეს სააკაშვილი?
-----
ეგ რომ კაცი იყოს
სგუშჩონკის ბანკებთან ერთად ტრაილერით კი არ შემოიძურწებოდა ქურდულად და ბანძურად!
ჩამოვიდოდა, ჩაჯდებოდა, მოიხდიდა სასჯელს
და ადამიანობის ნატამალი რომ გააჩნდეს
იმ ბიჭების დედების რომ ოდნავ რცხვენოდეს
და ერთი ბეწო პასუხისმგებლობას რომ გრძნობდეს
კი არ იშიმშილებდა
ამ ცირკს კი აღარ მოაწყობდა
და
იმ თავის ხელის ბიჭებს (გვარამიებს და ვიღაცა ნაყიდ შნირებს) კი არ მისცემდა ქვეყნის საზიანო მითითებებს
იჯდებოდა კაცურად
და წლების მერე რომ გამოვიდოდა, იქნებოდა ჩემს თვალშიც კი რეაბილიტირებული ტიპი!
მაგრამ სად შეუძლია აბაა?
არ ვუსურვებ სიკვდილს, არც უბედურებას;
არ ვარ ბოროტი;
მის მომხრეებს მინდა გკითხოთ:
რა გიყვართ მასში?
გასაგებია რომ არ მოგწონთ დღეს: გაძვირებული პროდუქტი, გაძვირებული წამლები, ბენზინი...
კიდევ ალბათ ბევრი რამ არ მოგწონთ
მაგრამ ამის გამო როგორ უნდა ინატრო კაცი, რომელიც სისხლში ტივტივებს
და რაც მთავარია-თავს დამნაშავედ არ ცნობს!!!!!!
მიშაში რა გიყვართ?
-თქვენი შვილები რომ არ დახოცა-ეეგ?
ჯვარი სწერია ყველას შვილს, მის შვილებსაც...
----
ღმერთმა ადამიანს მისცა სინანულის შეგრძნება
ყველა ვაშავებთ, მეტნაკლებად
და როცა მე შენ გატკენ, თუნდაც ჩემდაუნებურად
და მერე მოგიტრიალდები და დაგცინებ, გონორით დაგელაპარაკები, არაფრად ჩაგაგდებ და ჩემს დანაშაულს არ ვაღიარებ
მაშინ იცოდე რომ ჩემში ადამიანი მოკვდა
რომ ვარ ფიზიკურად ცოცხალი, ოღონდ ვარ ღორი.
ბინძური, ტალახში ამოსვრილი ღორი
და ჩემზე უარესი მხოლოდ ისღაა, ვინც უკანალზე მკოცნის, მაქეზებს და მაქებს.
აი ეხლა გინდა წამშალეთ, გინდა დამტოვეთ...
იმდენი მყავს და მაქვს ამ ცხოვრებაში დაკარგული, როგორმე მოგინელებთ.
ცხადია, ეს არ ეხება ჩემი ბავშვობის მეგობრებს.
ეს ის სიყვარულია, რომელიც ყველას და ყველაფერს წონის, რა ვქნა...
----
და ბოლოს:
ერთი ბიჭიც რომ მოეკლათ მის მაღალჩინოსნებს მისი პრეზიდენტობის დროს, მას ამის მერე-
მორალური, ადამიანური, კაცური უფლება აღარ აქვს კიდევ ამ სკამზე აბობღდეს!
შუაღამეა. ვზივარ და მეფიქრება
როგორი ბოროტი ძალა უნდა იყო, რომ აი ასე ორად გაგვხლიჩო ადამიანები, რომლებსაც ერთმანეთთან გასაყოფი და საჩხუბი არაფერი გვქონდა, ისეთი მურტალი რეჟიმის დროსაც კი, როგორიც იყო საბჭოთა კავშირი...
დავიღალე!!!
5
408
2-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
408
  
2021, 4 ნოემბერი, 12:01
მიჩნეულია,რომ მსოფლიოში ყველა გამყიდველია და ყველა მყიდველია. ზოგი საკუთარ ხელობას ყიდის,ზოგი საკუთარ განათლებას და შრომას,ზოგი ატამს და ზოგიც მომსახურებაც. არ არსებობს ადამიანი,ვისაც არასოდეს არაფერი გაუყიდია,ეს არის ეკონომიკის დედა აზრი და ცხოვრებისაც. მცოდნე ხალხი გამოყოფენ 3 ტიპის გამყიდველებს და ჩემი აზრითაც,ეგრე არის(კოტლერ,კელერ და ამსტრონგის მარკეტინგის და გაყიდვების პრინციპები გადაიკითხეთ).
1. ამ ტიპის გაყიდველები მოქმედებენ საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე და საკუთარი სარგებელი აინტერესებთ მხოლოდ,რა ხდება მის მიღმა უინტერესოა მათვის.
2. ამ ტიპის გამყიდველები მოქმედებენ დადგენილი წესების მიხედვით და მხოლოდ ამ წესებს ემორჩილებიან. არასოდეს აკეთებენ ამაზე მეტს. მიუხედავთ იმისა,როგორია ეს წესები და რა შედეგები მოაქვს მას.
3. ამ ტიპის გაყვიდველებს მოიხსენიებენ,როგორც "ოქროს წესი" მიმდევრებად,რომელთა რაოდენობა მცირეა და მათი დევიზია "მოექეცი ისე სხვას,როგორც შენ გინდა მოგექცნენ". ეს ხალხი მოქმედებენ საკუთარი მორალური პრინციპებიდან გამომდინარე და არ აინტერესებთ წესები და კონკრეტულ ადამიანურ ურთიერთბამდე დადიან. მაგალითად,თუ თვლის რო რაიმე პროდუქტი/მომსახურება კონკრეტულ ადამიანს არ მიესადაგება,მაშიან არ მიყიდის/არ მოემსახურება,რაც არ უნდა "იმ კონკრეტულმა ადამიანმა" ეხევწოს და ემუდაროს. არავინ იფიქროს,რომ ეს ხალხი დედამიწაზე მყოფი ანგელოზები არიან,ისინი ხვდებიან რო თვითონაც მყიდველები არიან და როგორ დამოკიდებულება მოეწონებოდათ მათ,ისე მოქმედებენ.
დაფიქრდით ეხლა და საკუთარ თავს გამოუტყდით,რომელ ტიპის გამყიდველებს მიესადაგება საქართველოში მცხოვრებთა უმრავლესობა.
2021, 4 ნოემბერი, 11:48
ბანკში თავდებობა არაფერშუაში ყოფნას კი არა,თავში ყოფნას ნიშნავს. რას მიქვია,არაფერ შუაშია? თანამსესხებელია და უზრუნველყოფის ფომარა ეგ,როგორც სახლის ან რაიმე მოძრავის ჩადება. თავდებობის გამო თუ სთხოვენ ვიღაცას პასუხს ე.ი. ეკუთვნის,როგორც კონკრეტულად მსესხებელს. პრობლემა ის არის,რომ ხელშეკრულებებს არ კითხულობენ და არც ბანკის წარმომადგენელი უხსნის ბოლომდე ამას ადამიანებს. ასე რომ მოიქცნენ,მერე სესხებს ვერ გასცემენ და გეგმებს ვერ შეასრულებენ. ეს არ არის პრობლემა საბანკო სფერში,ყველა სფეროში მსგავსი დამოკიდებულება არის და "აბალანსებენ" ერთმანეთს. რაღა მიშა და გრიშა,ბაზარში წავა ბანკის თანამშრომელი და ბოსტნეულის გამყიდველი ატყუებს როგორც მინიმუმ წონაში,მერე ეს ბოსტნეულის გამყიდველი მიდის ბანკში და ახლა ეს ბანკის თანამშრომელი ატყუებს... ეს სიტუაცია განგრძობითია და ყველა ყველას ატყუებს,მერე გვიკვირს საკუთარი ინტერესის გამო ვიღაცის შვილის სიკვდილი,წამება რო არ აინტერესებთ. მოდით დავიწყოთ იმით,რას ვაკეთებთ ჩვენ თითოეულ მოქმდებაში და რა მორალური ღირებულებებით ვმოძრაობთ,მერე აღარ დავიწყებთ ხალხის დამუნათებას ამ ქალბატონივით. ექიმია და დავიჯერო ბევრი წამალი არ გამოუწრია პაციენტისთვის და თან კონკრეტული დასახელების? ისეთ წამალს ვგულისხმობს კოვიდის დროს რო უწერენ ადამიანებს. ეუბნებიან რო ყველაფერი წესრიგში აქვს ანალიზებში,მაგრამ 5-6 თავ წამალს უწერენ,რომელიც არც მოკლავს და შველით კი ვერ უშველის,რადგან საშველი არ აქვს.
2021, 4 ნოემბერი, 11:38
საერთოდაც,ბევრ რამეში მართალია და დაპირისპირება ამ უაზრობებზე უნდა დამთავრდეს. დროა,ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას და ამით ყველაფერი მოგვარდება. ბევრჯერ მითქვამს,რომ ეს ქვეყანა არის ტყუილზე აგებული და ამიტომაც ვართ ამ დღეში. ნათქვამია,სადაც ფეხი წამოკარი იქ უნდა დაიხედოს ადამიანა და არა იქ,სადაც დაეცაო. ამ ნათქვამის გააზრება გვჭირდება ისე როგორც არასდროს. ჩემი დიდი სურვილია და არა მარტო ჩემი,რომ იმ შავბნელი წლების სიმართლე გამოტანილი იყოს დღის სინათლეზე და ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას,ასევე ყველას. შავბნელ წლებში სამოქალაქო ომის პერიოდს და იმ ათწლეულს ვგულისხმობ,როცა ერთმანეთი ვხოცეთ. ჟორჟიკეები და ბობოხიძეების დარი ხალხი უნდა დაისაჯონ,მორალურ დონეზე მაინც და ყველამ უნდა იცოდეს,რომ ამ ადამიანებმა(არამარტო) გააკეთეს ეს და თაობებს მომავალი წაართვეს. სანამ ამას არ გავაკეთებთ,მანამდე ამ დღეში ვიქნებით.
2021, 4 ნოემბერი, 5:28
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2021, 3 ნოემბერი, 20:37
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 5