კლიმატთან ერთად ადამიანიც დიდ როლს თამაშობს ტბის დაშრობაში, - ხეების გადაწვა-ჩეხა ჩვენი თაობების მოგონილია. ასე რომ, მშვენიერი ოაზისი ნაპირებიდან ნელ-ნელა შუაგულისაკენ მიიწევდა და უკან მარილის ზოლებს ტოვებდა. წყლის ზედაპირიც წყალმცენარეებით დაიფარა.
ბოლო წლებია შეინიშნებოდა ტბის დონის მომატება, ხოლო, დღეს აღმოჩნდა, რომ სამრეკლოს ანუ ყოფილი ჯაფარიძის ტბა ბუნებრივად ისევე შეივსო, ეს არის ბუნების სასწაული!
აღსანიშნავია, რომ ადრე სანაპიროზე დედოფლისწყაროელები და ასევე, სხვა რაიონის მაცხოვრებლები ტალახის აბაზანებს იღებდნენ სახსრებისა თუ კანის დაავადებების სამკურნალოდ. ამ ტბაზე კურორტის მოწყობას აპირებდნენ და სწორედ მაშინ შეამოწმეს წყალი. აღმოჩნდა, რომ აქ რამდენიმე სახის მარილია და ყველა ადამიანისთვის მარგებელი. ასე, რომ ეს ფაქტი, დედოფლისწყაროს სოფელ სამრეკლოს ტბის ისევ შევსება, ორმაგად სასიხარულოა დედოფლისწყაროელებისთვის.