მსოფლიო აი, რატომ ხვრეტდნენ და აპატიმრებდნენ მეცნიერებს სსრკ-ში 2021, 2 ნოემბერი, 15:17
საბჭოთა პერიოდში ხელისუფლებას მეცნიერები დიდად გულზე არ ეხატებოდა. არაერთი მონაცემის მიხედვით, ამ პერიოდში მეცნიერებათა აკადემიის მარტო 100 წევრი იქნა დაკავებული.
საბჭოთა ხელისუფლების ოპერაცია, ცნობილი კულტურის მოღვაწეებისა და მეცნიერების ქვეყნიდან გაძევების მიზნით განსხვავებული აზრის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში 1922-1923 წლებში ლენინის ინიციატივით განხორციელდა და სამგზავრო გემების საშუალებით, პეტროგრადიდან შჩეცინში საბჭოთა რუსეთის ინტელიგენციის 81 ოპოზიციონერისა და ფილოსოფოსების დეპორტაცია მოხდა, რომელთა საერთო რაოდენობამ მათივე ოჯახის წევრების გათვალისწინებით, სხვადასხვა წყაროს ცნობით, 228 - 272 ადამიანი შეადგინა. დეპორტაცია ორთქლმავლების გარდა, ასევე მატარებლითაც ხორციელდებოდა. ორთქლმავლების ბილეთის საფასურს საბჭოთა მთავრობა იხდიდა, მატარებლისას კი თავად მგზავრები.
ნიკოლოზ ვავილოვი, 1935 წელი - რუსი მეცნიერ-ბოტანიკოსი და საბჭოთა ბოტანიკის მცენარეთმცოდნეთა სკოლის ფუძემდებელი, რომლის ნაშრომებიც სასოფლო-სამეურნეო მცენარეების შესწავლას მიეძღვნა, რომლებმაც ფართო აღიარება ჰპოვეს ასევე საზღვარგარეთაც
ბევრმა მმართველი პარტიის მხრიდან დამცირება ვერ მოითმინა და ქვეყანა დატოვა. მეტიც, 1922 წელს ბევრი იძულებით, ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე გადაასახლეს ეგრეთ წოდებული "ფილოსოფიური ორთქლმავლის" საშუალებით.
ცნობილი იყო ისეთი შემთხვევებიც, როდესაც მეცნიერებს ქვეყანაში იძულებით ამყოფებდნენ. მათ საიდუმლო ადგილებში კეტავდნენ, ყოველგვარ ტიტულს ართმევდნენ, სამეცნიერო საქმიანობას უკრძლავდნენ და მათ უფლებებს ყველანაირად ლახავდნენ.
სერგეი პავლოვიჩ კოროლევი 18 თვიანი პატიმრობის შემდეგ - საბჭოთა მეცნიერი, ინჟინერ - კონსტრუქტორი
თუკი მეცნიერი მმართველი პარტიის იდეოლოგიას არ ემხრობოდა, მას სამსახურიდან ათავისუფლებდნენ და სხვა სამსახურის პოვნის შესაძლებლობას ყველანაიარად ართმევდნენ.
ჩნდება კითხვა - რატომ ექცეოდნენ ასე ნიჭიერ ადამიანებს. საქმე იმაშია, რომ ბოლშევიკები მათ ბურჟუებთან აიგივებდნენ, რომლებსც ქვეყნის მტრებად მიიჩნევდნენ. მაგალითად, ქიმიკოსს ტიხვინსკის დაპატიმრების თობაზე ლენინმა უპასუხა, რომ "ქიმია და კონტრრევოლუცია ერთმანეთს არ გამორიცხავს".
სტალინის კიდევ ერთი საინტერესო ფრაზა ადამიანურ გენიალურობაზე იმის მტკიცებულებაა, რომ ბოლშევიკები გამორჩეულად ჭკვიანებს არ აფასებდნენ. ვავილოვის დღიურში სტალინის ჩანაწერი აღმოჩნდა, სადაც ის ამბობს, რომ "გენიოსები არ არსებობენ, ისინი გამოიგონეს".
ამ უსამართლო რეპრესიებისგან ყველაზე მეტად ჰუმანიტარული მეცნიერებები დაზარალდა. ბოლშევიკები ფილოსოფოსებს ვერ იტანდნენ, რადგან სხვა იდეოლოგიას ისინი უბრალოდ არ აღიარებდნენ. მათ მხოლოდ ფარისევლები და მლიქვნელები მოსწონდათ, რომლებსაც მარქსის ან ენგელსის გამონათქვამების მოშველიება მაგალითის სახით ყოველთვის უპრობლემოდ შეეძლოთ. დაზარალდნენ ასევე ისტორიკოსებიც, რადგან ამ დარგის სპეციალისტები იძულებულნი იყვნენ ეწერათ სისულელეები და დაევიწყებინათ ყველაფერი ის, რაც ლენინამდე იყო.
ამ პერიოდში ბევრი გამოჩენილი მეცნიერი დაზარალდა: 1934 წელს პეტრე კაპიცა (რუსი ფიზიკოსი. სსრკ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი. ნობელის პრემიის ლაურეატი) დააპატიმრეს, ხოლო ბირთვულ პროექტში მონაწილეობაზე მისმა უარმა მას სტალინის კეთილგანწყობა მოუტანა.
|