x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134534
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
"ცოტა აზრზე მოდით, სანამ უდანაშაულო ხალხის სისხლი არ დაგიღვრიათ" - გიორგი გვილავა
image

" 2012 წელს ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს აბაშის რაიონული ორგანიზაციის დაფუძნება დამევალა.
2014 წელს ვწერდი რა რეალობის წინაშეც დღეს დავდექით უკვე ვიყავი, ორჯერ პარტიის დელეგატების მიერ ერთხმად არჩეული, რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე, ორჯერ გამარჯვებული შტაბის ხემლმძღვანელი, 14 დღე გამგებლის მოადგილედ ნამუშევარი და პირადი განცხადების საფუძველზე თანამდებობიდან წამოსული, საკრებულოში უმრავლესობით შესული კოალიციური სიის პირველი ნომერი, საარჩევნო შტაბის უფროსი, პარტიის თავმჯდომარე, რომელიც ოცნების უმსგავსო, მოღალატეობრივი გარიგებების და მიდგომების გამო იძულებული გამხადა პროტესტის ნიშნად, ჯერ მერის მოადგილის პოზიციიდან წამოვსულიყავი და მერე უარი მეთქვა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეობის პოზიციაზეც!
image
რატომღაც ბევრმა ვერ გაიგო როგორ შეიძლებოდა პირადი გადაწყვეტილებებით წასვლა! არც ახლა განვმარტავ მათთვის რამეს, თუ ადამიანი მორალურ ხერხემალზე არაა აგებული, არ არჩევს სიკეთეს და ბოროტებას, არ არჩევს მტერს და მოყვარეს, არ არჩევს თავისას და სხვისას, ავს და კარგს, ის ბოლოში თვითონაც ყალიბდება როგორც ბოროტება და ირგვლივაც აბოროტებს ყველას, როგორც ამას ყოფილი მესამე პრეზიდენტი, ყალბ რევანშიზმში შეფუთული, ამორალური სიხარბით შებყრობილი აკეთებს!
მორალისტობა არ გინდა ნუ დაგვიწყებთ, ხშირად მომხვედრია ყურში ძირითადად ტელე ეთერებში დებატების დროს, თითქოს მორალური მიდგომები იყოს ადამიანის დამაკნინებელი, ავლიპ ზურაბიშვილი ამბობდა ადამიანი თავშივე ჰომოსაპიენსიაო ხოლო მისი განვითარების მანიშნებელი არის ჰომორალესიო! ნაცები რა ფურუნკულები არიან ეგ ყველამ ვიცით! მე პირადად ამ სიბილწისა და სიბინძურის მოცილებისათვის სიცოცხლე მაქვს სასწორზე დადებული, ღმერთმა ნუ ქნას და რომ მობრუნდნენ არავის ქართული ოცნების დროშისქვეშ საკრებულო- მერიებში მომუშავეების 99% არაფერს დაუშავებენ, მაგათი გამოზრდილები არიან, მე უნდა მომადგნენ როგორც ბუნტის თავს და მე შემავიწროვონ, თითქოს ან მაგათ დროს მაკლდა ან ამათ დროს მომაკლეს შევიწროვება!
არც არავის გაეჩხიროთ არცერთს! ოცნებას მინდა ვუთხრა, უფრო სწორად მის დღევანდელ ლიდერშოპად წოდებულ ყოვლად ამორალურ შემადგენლობას !თქვე უნამუსოებო, არ დავეცემი იმ დონეზე, რომ საჯაროდ იმ ეპითეტებით შეგამკოთ რასაც სამართლიანად იმსახურებთ, თქვენ თვითინ გაუკეთეთ სიტყვებს კონვერტაცია!როცა თანაგუნდელებს იმ ნაძირლებით ჩაანაცვლებთ, ვინც მოწინაღმდეგეებს გამოზრდილი ყავდათ, დამსმენებათ, ჩამდებებად, მწამებებლად, მკვლელებად, გამაუპატიურებლებათ და
მათი ხელით ჩაგრავთ თანამებრძოლებს, აი, თქვენ რა უფლება გაქვთ, მორალურს არ ვამბობ ეგ თქვენზე არ ვრცელდება, ტექნიკური უფლება, რომ ნაცებს აძაგოთ ან ვინმეს უთხრათ, რომ მაგათზე უკეთესები ხართ, ეგ რამეში ხომ უნდა გამოიხატებოდეს, რამეში ხომ უნდა გქონდეთ უკეთესი შედეგი, ვინმესთვის ხომ უნდა გქონდეთ სიკეთე ნაკეთები ტელევიზიებით აფიშირების გარეშე!
არჩევნების წინ რომ დაირაზმებით, ბათუმში კუნძულების აშენებას პირდებით, როცა სანიაღვრე სისტემა ვერ მოგიწესრიგებიათ, აბაშაში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას და ველობილიკებს, რუსთავში ლიფტებით უფასო მგზავრობას, რამელი ერთი გავიხსენო, ამ დროს 1$ 3 ლარს გადასცდა, პური, წამლები, ელექტროენერგია, გაზი, საწვავი, ყველა პირველადი მოხმარების პროდუქტი გაძვირდა!საგარეო ვალი თითქმის 100% გაიზარდა და ამ დროს ეკონომიკა დუღსო გაიძახით! ვერ უნდა მიხვდეთ რომ გაკოტრებულები ხართ, სახე, თქვენ რომ გქონდეთ ახეული ამას ვინ ჩივის, ქვეყნის მოსახლეობას აახიეთ სახე, იმათაც აახიეთ სახე, ვისაც ნაცებმა ვერ მოუხერხეს !
რეებს ბოდავთ, რას კაცობთ, ან ერთს ან მეორეს რომ ცდილობთ ხომ უნდა მიმოიხედოთ ირგვლივ რა ნეხვშიც ხართ! ისინი თუ რევანშის გზით ცდილობენ ხელისუფლებაში მოსვლას და ფიქრობენ რომ ამის ძალა გააჩნიათ ეგ თქვენი დამსახურება არაა, თქვენ არ შექმენით ეს რეალობა?! თქვენ არ უსუფთავებთ გზას ხელისუფლებისაკენ?! თქვენ არ გამოხშირეთ, დაჩაგრეთ, პატივი და ღირსება აყარეთ ყველას ვინც ნაცებს სისხლიან რეჟიმს არგუმენტირებულად, პრინციპულად და სიცოცხლის ფასად ებრძოდა?!
ბიძინა ივანიშვილმაც გაიწია თქვენგან, რომ მიხვდა რა ნაგვები მოძლიერდით მის ზურგს უკან, რამდენ რამეზე მოიხადოს ბოდიში?! რა თქვას, რომ ჯერ ერთმა უმტყუნა, მერე მეორემ უმტყუნა, მერე მესამემ და რას გაიგებს ხალხი რას დაუფასებს, რომ თურმე ყველანი ეგეთი ნაძირლები შეგარჩიათ! არგუმენტი ხომ უნდა ყველაფერს, რა არგუმენტი და ლოგიკური შეიძლება თქვენ ვინმემ გაგრეცხოთ?! მე ვფიქრობ ეგ შეუძლებელია! აი ამაშია საქმე, ამიტომ ყველაზე საუკეთესო, ლოგიკური, სწორი, ქართული, კაცური, ქრისტიანული, მორალურად გამართლებული იქნება ნაცების და დღევანდელი ქოცების ერთიანად პოლიტიკიდან გაცილება ან გატანა! ისევ მხოლოდ ხალხის, დედა ეკლესიის და ბიძინას დახმარებით არის ეს შესაძლებელი !
კერპთაყვანისმცემლობიდან ძალიან შორს ვარ, ეგეც ძალიან დიდი ძალისხმევითაა შესაძლებელი, რომ ბიძინამ ეს შეძლოს, უბრალოდ მის გარდა ამის გამკეთებელს და დამბალანსებელს ქვეყნის პოლიტიკურ სპექტრში ვერავის ვხედავ, მისთვის როგორც ფულის ტომარისათვის მოსახლეობას არ შეუხედია და იმიტომაც გაჰყვა ხალხი ! ვინც რა არ უნდა იბჟუტუროს ის ამ ორ აღვირახსნილ, სიბინძურით გაჯერებულ და პოლიტილურ ჯგუფებად წოდებულ ძალებზე მაღლა დგას! მხოლოდ მას შეუძლია ქვეყნის ამ კრიზისიდან კი არა, უკიდურეს საშიშ ვითარებიდან გამოყვანა! დღევანდელი ოცნების გარეცხვა შეუძლებელია თუ ლიდერშიპი მთლიანად არ შეიცვალა, მაგათ ნაჯდომ სკამებზეც არავინ უნდა დაჯდეს თუ ვინმეს სიკეთე სურს ამ ქვეყნისათვის!
მორალური უპირატესობა, ზნეობა, რწმენა, სიყვარული, თანადგომა, ურთიერთ პატივისცემა, გატანა ეს ფასეულობები ისევ ხალხისაა იმ დუხჭირ ცხოვრებასთან ერთად, რაშიც ხალხის მიერ ერთ დროს მხარდაჭერილი ნაძირლები ამყოფებენ ! თუ მორალი არა გაქვს ლეში ხარ, ყარხარ და მომავალი არ გაქვს, არც ერს, არც ბერს კარგს ეს არაფერს მოუტანს!
ყველა საკითხში სიმართლეა ერთი! ორი სიმართლე არ არსებობს! კაცს რომ პარავ ცუდს აკეთებ, იტყუები, სიმართლეს არ ამბობ, გასცემ, ღალატობ ეგ ცუდია და არ თქვას ვინმემ, როცა ამას აკეთებს“ მან არ იცის რომ არასწორს სჩადის და სიმართლე მის მხარესაა!!!
სიკეთე არის სიმართლე! უმარტივესია, თქვეჩემის გადანგრეულებო და მოდით ცოტა აზრზე, სანამ უდანაშაულო ხალხის სისხლი არ დაგიღვრიათ !!!"- გიორგი გვილავა
0
123
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
123
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0