x
image
ლანა92
როგორ რეაგირებენ კატები კიტრის დანახვაზე? - მეცნიერთა ავტორიტეტული აზრები(+2 ვიდეო)
image

ინტერნეტ სივრცე სავსეა ვიდეორგოლებით, რომელთა მიხედვითაც, კატები მათ სიახლოვეს კიტრის დანახვაზე პანიკაში ვარდებიან. ზოგჯერ საბრალო ცხოველები, პირდაპირი გაგებით, ხტებიან, იაჭრებიან ხოლმე ჰაერში, რაც ოპერატორისა და მნახველების სიცილს იწვევს.

კატებში შიშს იწვევს მხოლოდ კიტრი და არა სხვა ბოსტნეული. საინტერესოა, რატომ ეშინიათ კატებს კიტრის პანიკურად? სტატიაში წარმოგიდგენთ მეცნიერთა ავტორიტეტულ აზრებს, შეხედულებებს.




image

თანამედროვე მეცნიერები კატების ქცევის შესწავლის შედეგად საუბრობენ რამდენიმე ჰიპოთეზაზე:

1.კატას ეშინია ნებისმიერი უცხო საგნის დანახვის და არა მხოლოდ კიტრის (ეს ვერსია კრიტიკას ვერ უძლებს, რადგან კატებს მხოლოდ კიტრის ეშინიათ განსაკუთრებით და ვიდეოებში სხვა საგნებით უშედეგოდ ცდილობდნენ მათ შეშინებას);

2.კატებს კიტრი გველად ეჩვენებათ (ეს ყველაზე სარწმუნო, დამაჯერებელი ვერსიაა). ზოოფსიქოლოგი კონ სლობოდჩიკოვი დაბეჯითებით ამტკიცებს, რომ იმ დროს, როცა ყველა კატა ველურ ბუნებაში ცხოვრობდა, რეპტილია (ქვეწარმავალი) იყო ამ ცხოველის ყველაზე ვერაგი მტერი. ამიტომაც საუკუნეების მერეც, კატები გენეტიკურ დონეზე კრთიან, პანიკაში ვარდებიან ობიექტების დანახვაზე, რომლებიც მცოცავ ქვეწარმავლებს ახსენებენ. ყველა კატას ეშინია გველის, იმის მიუხედავად, რომ შესაძლოა, ზოგი მათგანი დივანზე გაიზარდა და ეს ქვეწარმავალი ნანახიც კი არ ჰყავდეს.

3. კატებს ეშინიათ მოულოდნელად გამოჩენილი ობიექტების - კიტრის გველთან გაიგივების ვერსია საკმაოდ დამაჯერებლად ჟღერს, მაგრამ არსებობენ ექსპერტები, რომლებიც მზად არიან, შეედავონ ზოოფსიქოლოგ სლობოდჩიკოვს. მაგალითად, კატების ქცევის კონსულტანტი, მიქელ დელგადო ამტკიცებს, რომ ფრთხილ ცხოველებს -კატებს ეშინიათ ეშინიათ ობიექტების, რომლებიც მოულოდნელად ჩნდებიან იქ, სადაც მანამდე არ იყვნენ.


image

დელგადოს აზრს იზიარებს ზოოფსიქოლოგი ჯილ გოლდმანი, მაგრამ, ამასთანავე დასძენს, რომ კატები უცხო საგნების მოულოდნელ გამოჩენაზე მიმართავენ დამცავ ფსიქოლოგიურ მექანიზმს, ემორჩილებიან ამ უკანასკნელის კარნახს, ბრძანებას და სასწრაფოდ ეცლებიან იქაურობას, საფრთხის ადგილას.

კატების კიტრისადმი შიშის ამხსნელი სხვა ჰიპოთეზებიც არსებობს, მაგრამ ისინი ძალიან სასაცილოა და არ ღირს განხილვად. უბრალოდ უნდა გახსოვდეთ, რომ ნუ გაეხუმრებით კატებს კიტრის მოულოდნელადშეთავაზებით, იყავით ფრთხილი თქვენს საყვარელ შინაურ ცხოველთან. საქმე ისაა, რომ კატის ფსიქიკა ძალიან მგრძნობიარე, მსხვრევადია და კიტრით შეშინებისას მას სერიოზულ სტრესში ვაგდებთ. "მწვანე ძეხვის" დანახვაზე შეშინებული კატის ქცევა შეიძლება, რადიკალურად შეიცვალოს - საყვარელი ცხოველი ეცდება, თავი აგარიდოთ. არსებობს უფრო დრამატული საფრთხეც, რომ შეიძლება, მიღებულმა სტრესმა შეამციროს კატის ისედაც ხანმოკლე სიცოცხლე.

ექსპერიმენტის ამსახველი ვიდეოები:




ამავე თემაზე, ასევე, შეგიძლიათ, იხილოთ მეორე სტატია:

რატომ ვარდებიან კატები ისტერიკაში კიტრისა და ბანანის დანახვაზე?



0
126
1-ს მოსწონს
ავტორი:ლანა92
ლანა92
126
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0