კულტურა რატომ ვერ ელევიან ველური ტომები დღემდე წინაპრების მუმიფიცირების ტრადიციას? 2021, 29 ოქტომბერი, 22:21 დანის ტომი პაპუა-ახალი გვინეადან უნიკალურია თავისი წეს-ჩვეულებებითა და ტრადიციებით. აღსანიშნავია საცოლეს გამოსყიდვა მამასისხლად, 4-5 ღორის ფასად, ასევე, ქალების მიერ გარდაცვლილი მეუღლის, ან ახლო ნათესავის სულის პატივსაცემად თითის ფალანგის მოკვეთა და ა.შ. დანის ტომის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტრადიციაა წინაპრების მუმიფიცირება. დანის ტომი წინაპრების პატივსაცემად ინახავენ მათ სხეულებს საუკუნეების განმავლობაში. მუმიფიცირების უტარებენ სახელოვან, პატივცემულ წინაპრებს. გვამს კიდებენ ნახშირზე და რამდენიმე თვის განმავლობაში ბოლავენ და აშრობენ. დანის ტომში დაცული ყველაზე ძველი წინაპრის მუმია თითქმის 4 საუკუნეს ითვლის. მას ფოტოები 2009 წელს გადაუღეს და იმ დროისათვის 368 წლის იყო. მუმია ცნობილ მეომარს, ვიმინტოკ მაბელს ეკუთვნის, დანის ტომის სახელოვან წინაპარს.
მეომარ ვიმინტოკ მაბელის მუმიის ფოტოები:
29 შეფასება არ არის
|