x
image
ლანა92
როგორ მიირთმევენ საკვებს მურსის ტომის ქალები - ეს საინტერესოა
image


მწერალი, ისტორიკოსი და მოგზაური ინა მეტელსკაია-შერემეტევა საინტერესო ინფორმაციას გვაწვდის ეთიოპიაში მცხოვრები მურსის ტომის ცხოვრების წესის შესახებ. კერძოდ, გეოგრაფიულ ჟურნალებში ხშირად წერენ მურსის ტომზე, როგორც ბოროტ ძალაზე. რას არ მიაწერენ მას:ჯადოქრობასა და განსაკუთრებულ აგრესიულობას, კანიბალიზმსა და სხვა ველურ წეს-ჩვეულებებს, სხეულის დასახიჩრების ჩათვლით. არგუმენტად ხშირად ასახელებენ მურსის ტომის ქალებს, ქვედა ტუჩებზე ჩასმული ფირფიტებით (თეფშებით) და მამაკაცებს, სხეულზე ნაწიბურებით, იარებით, რომელიც მოკლული მტრების საპატივცემლო ნიშანია.

ინა შერემეტევას ცნობით, თანამედროვე თანამედროვე მურსი აბსოლუტურად განსხვავებულია, ეს ხალხი საკმარისად ადაპტირებულია სასაქონლო-საბაზრო ურთიერთობებთან და ცხოვრობს მრავალრიცხოვანი ტურისტების ლეგენდებისა და ვიზიტების წყალობით.



image


მეორე მხრივ, მურსის ტომში შემორჩენილია ტრადიციათა და წეს-ჩვეულებათა, რიტუალთა ნაწილი. პირველ რიგში დების ფირფიტა, რომელსაც დღემდე ატარებს ზოგი ქალი ქვედა ტუჩზე. ეს საკმაოდ უცნაურად და ამაზრზენად გამოიყურება.

საინტერესოა ტრადიციის წარმოშობის მიზეზი, სათავე. იგი უკავშირდებოდა მონობისაგან თავდახსნის სურვილს და არანაირი შეხება არ აქვს სულებთან და რიტუალებთან, ანუ რელიგიური ცხოვრების წესთან. დიდი ხნის წინ მშობლებმა იმ შიშით, რომ ქალიშვილებს მოსტაცებდნენ და მონად გაყიდდნენ თეთრკანიანები, დაიწყეს გოგონების ხელოვნურად დამახინჯება: პარსავდნენ თმებს, ადებდნენ ნაწიბურებს, უხვრეტდნენ ტუჩებს (მურსისთვის), ან ყურებს (მასაისთვის).


image

გახვრეტილ ტუჩებსა და ყურებში გოგონებს უკეთებდნენ ხის ფირფიტებს, რომლის დიამეტრიც მუდმივად იზრდებოდა. შედეგად გოგონა გადაიქცეოდა შიშიმომგვრელ მელოტ არსებად, ჩამოწელილი ფირფიტიანი ქვედა ტუჩით. ფირფიტა ქვედა ტუჩზე თანდათან იქცა მოდად და ისტორიული განვითარების გარკვეულ ეტაპზე მურსის ტომსი სავიზიტო ბარათად, რაც ბედის ახირება და ირონიაა. დღეს მურსის ტომის ქალები (ისინი, ვინც ტურისტების წინაშე ფულის გამო პოზირებენ) განაგრძობენ ძველ ტრადიციას და ტუჩებში იმაგრებენ თიხის ფირფიტას, თეფშს, მასაის ტომელები კი ყურში სხვადასხვა ნივთს, რგოლს.



image


როგორ ახერხებენ ტუჩზე ფირფიტით კვებას?

რა თქმა უნდა, ფირფიტის დახმარებით. ამის გამო ჭამისას ტუჩზე ეკიდებათ რუხი-ყავისფერი უსიამოვნო ნარჩენები. არაესთეტიკურობის გამო, მურსის ტომის ქალები საკვებს მიირთმევენ განმარტოებით, როცა მათ არავინ ხედავს. ისინი მიირთმევენ ძირითადად სიმინდის ფაფასა და სხვა მარტივ კერძებს უკბილო პირის ღრუსათვის.

0
410
1-ს მოსწონს
ავტორი:ლანა92
ლანა92
410
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0