სხვა კრიშტიანუ რონალდუ და ჯორჯინა როდრიგესი კიდევ ერთხელ ხდებიან მშობლები 2021, 29 ოქტომბერი, 10:16 36 წლის ფეხბურთელის, კრიშტიანუ რონალდუს და მისი 27 წლის შეყვარებულის, ჯორჯინა როდრიგესის ოჯახში ისევ მატებაა, წყვილი ამჯერად ტყუპებს ელოდება. “მოხარული ვარ შეგატყობინოთ, რომ ტყუპებს ველოდებით, ჩვენი გულები სიყვარულითაა სავსე, ერთი სული გვაქვს როდის შეგხვდებით". მედიის ცნობით, ჯორჯინა უკვე 12 კვირის ორსულია. წყვილი უკვე 5 წელია რაც ერთადაა. ისინი 5 შვილს ზრდიან, 11 წლის კრიშტიანუ-უმცროსს, რომლის დედის ვინაობასაც ფეხბურთელი მალავს, 5 წლის ტყუპებს ევას და მატეოს, რომლებიც სუროგატი დედისგან ჰყავთ და 3 წლის გოგონას ალანას, რომელიც წყვილის პირველი ბიოლოგიური შვილია. ამბობენ, რომ ჯორჯინას ყველა შვილი ერთნაირად უყვარს და ზრუნავს მათზე. 79 2-ს მოსწონს
|