x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508609
“აგერ ვართ ნახევარი მილიონი, შეგვეჯიბრეთ, ყურით მოთრეული 10.000-ით!” – მოროშკინა
image

ჟურნალისტი ლალი მოროშკინა არასოდეს მალავდა საკუთარ უარყოფით დამოკიდებულებას მიხეილ საააკაშვილის და მისი რეჟიმის მიმართ და ასევე არასოდეს ერიდებოდა ღიად დაეფიქსირებინა პოზიცია, რომ მხარს ქართული ოცნების ხელისუფლებას უჭერს. მოსახლეობას მისი მწვავე განცხადებებიც ხშირად ახსოვს. აქედან გამომდინარე, მოროშკინას თავისუფლების მოედანზე, ქარეთული ოცნების შემაჯამებელ აქციაზე გამოჩენა არავის გაჰკვირვებია.

.

ლალი მოროშკინა სოციალურ ქსელში წერს, რომ აქციაზე ამჯერად ნახევარი მილიონი მოქალაქე გამოვიდა. ნაციონალური მოძრაობის მიერ მიშას თავისუფლებისთვის ორგანიზებულ აქციაზე კი მისივე განმარტებით 10 000 ადამიანი იდგა.


.

ჟურნალისტი, ლალი მოროშკინა:

“ეს გინდოდათ???

გინდოდათ და მიიღეთ!!!!

ზღვა ხალხი, ზღვა ემოცია!!!!!

აგერ ვართ ნახევარი მილიონი ქუჩაში, მეორე ნახევარი სახლში, მესამე ემიგრაციაში, სადაც მიშას პოლიტიკამ გაგიშვათ!!!!შ

შეგვეჯიბრეთ, ჩვენ-თქვენ, ყურით მოთრეული 10.000 -ით!

შეგვეჯიბრეთ ციხე და რეპრესიებ გამოვლილებს, სამშობლოზე შეყვარებულებს და მომავლის იმედით აქ მდგომთ!!!!!

საქართველო იმარჯვებს!!!!” - წერს ლალი მაროშკინა.

.

დღეს ამ ზღვაში უნდა შევცუროთ, რომ განახლებულები გავიდეთ ნაპირზე, სადაც არ არიან ნაცები, სექტანტები,
პაჭა-პუჭა მედროვე ვირთხები, პორტირებული მოღალატეები და ჯიბის ჟურნალისტები! ვინც ცურვა არ იცით, მეგობარს ყოველთვის ექნება თქვენთვის მაშველი რგოლი, მთავარია გჯეროდეს, რომ ეს ნაპირი შენი და შენი შვილებისაა, კავკასიონიდან კი მეომარი წინაპრების სული გვლოცავს.
დილა ერთობისა ერო~
.

„ქართული ოცნების“ შემაჯამებელი საარჩევნო შეკრება – თბილისში 17:00 საათზე გაიმართა და დაახლოებით ერთ საათში დასრულდა.

კომენტარები აქციიდან:

“თქვენ სანახავად მოვედი, მოგიკითხოთ, როგორა ხართ? კიდევ რისთვისა ვარ? მიშას რომ ვუთხრა – არა!”

“საქმეზე ვარ მოსული, რას გადამეკიდე.”

“მხარს ვუჭერ ამ ოპოზიციას – ოცნებას.”

“უნდა დავამხოთ სააკაშვილის მთავრობა, უნდა დავამხოთ ის მთავრობა.”

“სიმართლის გულისთვინა ვარ მოსული, არაფერს არ ვაპროტესტებ. 41-ს ვუჭერ მხარსა, ვენაცვალე ქართულ ოცნებას”

.

თავისუფლების მოედანზე „ქართული ოცნების“ შემაჯამებელი ფართომასშტაბიანი საარჩევნო შეკრება - ღირსებისა და თავისუფლებისათვის გაიმართა.

.

მხარდამჭერებს სიტყვით მიმართეს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ, ვიცე-პრემიერმა და კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა, პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავამ, თბილისის მერმა კახა კალაძემ და „ქართული ოცნების“ რუსთავის მერობის კანდიდატმა, ნინო ლაცაბიძემ.

.

შეკრებაში მონაწილეობის მისაღებად მმართველი პარტიის მხარდამჭერები მთელი საქართველოდან ჩამოვიდნენ.

.

მინდა მადლიერება გამოვხატო ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც დღეს გამოსული იყო იქ, სადაც სჭირდებოდა ჩვენს ქვეყანას. იდგა იქ, სადაც სჭირდებოდა დედაქალაქს. მინდა ასევე მადლობა გადავუხადო იმ ადამიანებს, ვინც ტელევიზიით გვადევნებდა თვალს და გარკვეული სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზების გამო, მოსვლა ვერ შეძლეს, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

.

მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის მუხტი, რომელიც აქციაზე იგრძნობოდა.

„ბევრ აქციაში მაქვს მონაწილეობა მიღებული. 2019 წელსაც გვქონდა მასშტაბური აქცია, თუმცა 2012 წლის შემდეგ, ასეთი მუხტი, შემართება, ენთუზიაზმი მე არ მახსოვს და დარწმუნებული ვარ, ყველა რაიონში, ყველა ქალაქში, სადაც მეორე ტური ტარდება, ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ. ეს არ არის მხოლოდ თვითმმართველობის არჩევნები. აქ არის ფასეულობებსა და ღირებულებებზე საუბარი და სწორედ ღირებულებითი არჩევანი უნდა გააკეთოს მოსახლეობამ. ძალიან მარტივია არჩევანის გაკეთება. დღეს კარგად ჩანს, თუ რა ძალა უპირისპირდება „ქართულ ოცნებას“ და არა მხოლოდ „ქართულ ოცნებას“ - სახელმწიფოებრიობას, ეკლესიას, სარწმუნოებას, ტრადიციებს, კულტურას. ნახეთ, უბრალოდ რა ლექსიკით საუბრობენ, რა სიტყვებით ესაუბრებიან საზოგადოებას. არ ვიცი, სად შეიკრიბა ამდენი დაბოღმილი, გაუბედურებული ადამიანი - ეს არის ჩვეულებრივი სექტა, რაც გულდასაწყვეტია. ის მხარდამჭერებიც გულწრფელად მეცოდებიან, რადგან ამ ვითარებაში არიან და დარწმუნებული ვარ, ჩვენ შევძლებთ, მომდევნო წლების განმავლობაში ერის გაერთიანებას“, - განაცხადა კახა კალაძემ.

,

0
455
1-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
455
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0