46 წლის ანჯელინა ჯოლის და 57 წლის ბრედ პიტის ბიოლოგიური ქალიშვილი უკვე მთელი კვირაა მედიის ყურადღებას იქცევს. თუკი ფილმის Eternals პრემიერაზე ლოს ანჯელესში დედის კაბა 16 წლის ზახარას ეცვა, ამჯერად კაბა, ოდნავ გადაკეთებული, 15 წლის შაილომ მოირგო. ამჯერად ლონდონის პრემიერაზე, გოგონამ Dior-ის კაბა მოირგო, რომელიც ანჯელინას 2019 წელს ეცვა "მალეფისენტას" ტურზე.
ეს დღეები შაილო პრესის ყურადღების ცენტრშია. თუკი აქამდე გოგონას კაბები და მაკიაჟი არ აინტერესებდა, ატარებდა მოკლე თმას და დიდი ზომის ტანსაცმელს, და როგორც ამბობენ, სქესის შეცვლასაც კი გეგმავდა, ამ კვირაში თავის სინაზეს და ქალურობას მაქსიმალურად გაუსვა ხაზი.