ნებისმიერი ქვეყნის საზოგადოებას ახასიათებს თავისებურებები და საიდუმლოებები. მაგალითად, იაპონიაში ტურისტის ყურადღებას ადვილად მიიპყრობს ღობეების, ბოძებისა და ბუჩქების გასწვრივ დადგმული წყლით სავსე პლასტმასის ბოთლები. ეს ყველაფერი ძალიან უცნაურად და არც ისე ესთეტიკურად გამოიყურება, თუმცა იაპონელები ცნობილი არიან მოწესრიგებულობით. მაშ, რატომ იქცევიან ასე?
რამდენიც უნდა იფიქროთ, ლოგიკით ვერასოდეს მიხვდებით, რატომ დგამენ წყლის ბოთლებს იაპონელები ღობეებთან, ბუჩქებთან და ბოძებთან. ერთადერთი ახსნა და მიზეზია ის, რომ ამას აკეთებენ სახლ-კარის დაცვის მიზნით. რისგან? - კატებისაგან. პლასტმასის ბოთლები წყლით იცავს იაპონელთა ქონებას, საკუთრებას კუდიანი და ფუმფულა ცხოველისაგან, კატისაგან. უფრო ზუსტად, მამრი კატებისაგან, რომლებიც მიდრეკილი არიან საკუთარი ტერიტორიის მონიშვნისაკენ.
"კატის რეპელენტი" (საწინააღმდეგო, დამაფრთხობელი საშუალება)
იაპონელთა მტკიცებით, წყლით სავსე პლასტმასის ბოთლები საუკეთესო საშუალებაა, ყველაზე საიმედო რეპელენტია იმისათვის, რომ მოვაშოროთ კატები სახლ-კარის სიახლოვეს; დავიცვათ ღობე, ბოძები და ყვავილნარები კატის მიერ დამაგვიანებისაგან.
რატომ ხდებიან კატები უფრო კულტურული წლის ბოთლების დანახვაზე?
პასუხის გაცემა რთულია. ყველაზე ლოგიკური ვერსიაა, რომ კატები არ ნიშნავენ იმ ტერიტორიას, სადაც სუფთა წყალს ხედავენ. რატომ? ეს არავინ იცის. შესაძლოა, მათ უბრალოდ ეშინიათ ბოთლებზე არეკლილი მზის სხივების. ზოგის მტკიცებით, კატები ვერ ხედავენ აზრს გლუვ, პრიალა პლასტმასზე ნიშნების დატოვებაში. "ნიშნებს" პოლიმერული მასალა (პლასტმასის ბოთლი) არ იწოვს და ადვილად ირეცხება წვიმისაგან. თუ ეს ნამდვილად მართალია, მაშინ ისეაც ჭკვიანი კატები ტექნიკური ცოდნითაც გამორჩეული ყოფილან.
იაპონელებში პოპულარულ ბოთლებით საკუთარი სახლ-კარის შემოსაზღვრის ჩვეულებას თავისი სახელი აქვს - NEKOYOKE, რაც მიახლოებით ითარგმნება, როგორც "კატის რეპელენტი".
რატომაა დაუშვებელი კატის მიერ ტერიტორიის მონიშვნა იაპონიაში?
საინტერესოა, რატომ ეშინიათ იაპონიაში, სადაც უამრავი მაწანწალა და შინაური, სახლის კატაა, მათ მიერ ტერიტორიის "მონიშვნების". ერთი მხრივ, რა თქმა უნდა არასახარბიელოა უშნო კლაკნილი ხაზები და მძაფრი სუნი, მეორე მხრივ, კატის მიერ გამოყოფილ სითხესაც აქვს მისტიკური ახსნა, გავლენა. აზიის ქვეყნებში: იაპონიაში, ჩინეთში, ვიეტნამსა და ტაილანდში სწამთ, რომ ცხოველის მიერ მონიშნული ადგილი, ტერიტორია იზიდავს ბოროტ სულებს.
წყლის ბოთლებით კატისაგან სახლ-კარის დაცვის ტრადიცია მოქმედებს აზიის სხვა ქვეყნებშიც, მაგრამ ისე გამოხატულად არა, როგორც იაპონიაში.