x
მეტი
  • 28.11.2021
  • სტატია:115210
  • ვიდეო:352757
  • სურათი:489176
ნატალია ორეირო ამიერიდან რუსეთის მოქალაქეა - კიდევ რომელი უცხოელი ვარსკვლავი გახდა ამ ქვეყნის მოქალაქე?
image

25 ოქტომბერს, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დააკმაყოფილა ცნობილი ურუგვაელი მომღერლის და მსახიობის განცხადება და ხელი მოაწერა განკარგულებას-ნატალია ორეირო და მის შვილი მოლიო ამიერიდან რუსეთის მოქალაქები ხდებიან.



ამ ამბით გახარებულმა მსახიობმა და მომღერალმა დღეს VKontakte-ის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა ვიდეო მესიჯი, რომელშიც მადლობა გადაუხადა ყველა რუსს.


"Ძვირფასო მეგობრებო! მინდა მადლობა გადავუხადო რუსეთს და მის ყველა მოქალაქეს იმ დიდი პატივისთვის, რაც ამ აღიარებამ დამანახა. ჩვენი ურთიერთობა ოც წლიან სიყვარულს ეფუძნება და ვგრძნობ, რომ ეს კავშირი კიდევ უფრო ძლიერდება. დიდი მადლობა! ნახვამდის! მიყვარხართ! ”- დასძინა ორეირომ რუსულ ენაზე.



სოცქსელის მომხმარებლები მსახიობს ვიდეოს კომენტარებში საპასუხოდ სიყვარულით და კეთილი სურვილებით გამოეხმაურნენ .ზოგმა აღნიშნა, ორეიროს გაუმჯობესებული რუსული ენა და შეადარა მილა იოვოვიჩის რუსულს. მეორე ნაწილი დაინტერესდა ქალაქით, რომელშიც მსახიობი ცხოვრებას აპირებს: „ააშენებენ ახალ ქალაქს, დარქმევენ ორეიროვოს და იქ ის მერი იქნება“-წერენ კომენტარებში.


აღსანიშნავია, რომ რუსეთი მოქალაქეობა უკვე რამდენიმე ცნობილმა უცხოელმა ვარსკვლავმა მიიღო, მათ შორის ყველას ახსოვს ჟერარ დეპარდიე, რომელიც 2013 წელს გახდა რუსეთის მოქალაქე, აგრეთვე რუსეთის მოქალაქე გახდა იტალიელი დირიჟორი და პიანისტი ფაბიო მასტრანჯელო, 2016 წელს რუსეთი მოქალაქეობა მიიღო ჰოლივუდის ვარსკვლავმა სტივენ სიგალმა.რიგში დგას რობერტ-დე-ნირო.



ნატალია ორეირო გახლავთ 90-იანი წლების ლათინური ამერიკის სერიალების სუპერვარსკვლავი, ენერგიული მსახიობი, ნიჭიერი მომღერალი და მოდელი, გაეროს ბავშვთა ფონდის კეთილი ნების ელჩი. ყოფილ საბჭოეთში მსახიობს განსაკუთრებით იცნობენ სერიალით "ველური ანგელოზი."

image


ჩაწერილი აქვს რამდენიმე ალბომი, 2001 წელს გადაეცა მუსიკალური ჯილდო «Latin Grammy»-ი, როგორც საუკეთესო ქალი ვოკალისტის პოპ-ალბომი".ხოლო ისეთი სიმღერები, როგორიცა «Cambio dolor», «Me muero de Amor» და, «Huracan» მსოფლიო ჰიტებად იქცა მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში.

ჟურნალ Esquire-მა ის შეიყვანა "პლანეტის ყველაზე სექსუალური ცოცხალი ქალების" სიაში.

0
441
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
441
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0