x
5 ყველაზე ხშირი სინანულის გრძნობა, რომლებსაც ადამიანები სიკვდილის წინ განიცდიან

5 ყველაზე ხშირი სინანულის გრძნობა, რომლებსაც ადამიანები სიკვდილის წინ განიცდიან

კვლევებით დადგინდა თუ რას ნანობენ სიკვდილის წინ ადამიანები ყველზე ხშირად. მისი წაკითხვა ბევრ რამეზე დაგვაფიქრებს...

1. ვისურვებდი მქონოდა გამბედაობა, რომ მეცხოვრა ჩემი ცხოვრებით და არა ისე, როგორც სხვები მოელოდნენ ჩემგან...

ეს იყო ყველაზე გავრცელებული სინანული. როდესაც ადამიანები ხვდებიან, რომ მათი ცხოვრება თითქმის დასრულდა და ნათლად ხედავენ იმასას, თუ რამდენი ოცნება დარჩათ აუხდენელი.

2. ნეტავი ამდენი არ მემუშავა...

ადამიანები ცხოვრების ბოლოს ხვდებიან, თუ რამდენად დიდი დრო აქვთ გატარებული მუშაობაში და რამდენად მცირე საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობასა და სიამოვნების მიღებაში.

3. ვისურვებდი, რომ მყოფნოდა გამბედაობა და გამომეხატა ჩემი გრძნობები...

ბევრი ადამიანი კლავს ემოციებს საკუთარ თავში რათა მშვიდობა შეინარჩუნონ სხვებთან ურთიერთობაში. შედეგად, ისინი ეჩვევიან უღიმღამო არსებობას და არასოდეს ხდებიან ისინი, ვინც ნამდვილად შეეძლოთ გამხდარიყვნენ. ბევრს განუვითარდა დაავადება, რომელიც დაკავშირებულია მათ სიმწარესა და წყენასთან-რომლებსაც ყურადღება არ მიაქციეს.

4. ვისურვებდი, რომ ჩემს მეგობრებთან ურთიერთობა შემენარჩუნებინა...

ხშირად ისინი ვერ აცნობიერებენ მეგობრების მნიშვნელობას მათ სიკვდილამდე და ხვდებიან რომ საყვარელ ადამიანებთან ერთად ურთიერთობით უფრო ბედნიერად გაატარებდნენ დროს.

5. ვისურვებდი, რომ ჩემი თავისთვის ბედნიერების უფლება მიმეცა...

ეს საოცრად ხშირი შემთხვევაა. ბევრმა მთელი ცხოვრება ვერ გააცნობიერა, რომ ბედნიერება არჩევანია რომელიც აუცილებლად ყველამ უნდა შევიგრძნოთ.
0
487
1-ს მოსწონს
ავტორი:თეკლა 123
თეკლა 123
487
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0