x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
“ბიძინას მისაღებში” - ნახეთ, რა ფოტოს ავრცელებს ირაკლი ოქრუაშვილი

image

პარტია "გამარჯვებული საქართველოსთვის" ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი ქვეყნის პრემიერ - მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს პერსონალურ პოსტს უძღვნის და წერს, რომ კვლავ საბჭოთა კავშირში რომ ვცხოვრობდეთ რუსეთი, რომელიც ქვეყანაში ცეკას ყველა მდივანს თავად ნიშნავდა, "ნახევრად ჩაკბეჩილ ხინკლის კუჭს" - ღარიბაშვილს არათუ პირველ და მეორე, ცეკას მესამე მდივნადაც კი არ დანიშნავდა.



"45-ს გადაცილებული ქოცები და დანარჩენი საქართველო, ანუ ვინც საბჭოთა კავშირს მოვესწარით, ერთ რამეზე ნამდვილად ვთანხმდებით: ისევ ის არსახსენებელი დრო რომ იყოს, როდესაც მოსკოვი ნიშნავდა აქ ცეკას ყველა მდივანს, რუსები ამ ნახევრად ჩაკბეჩილ ხინკლის კუჭს - ღარიბაშვილს, ცეკას პირველ და მეორე კი არა, მესამე მდივნადაც არ დანიშნავდნენ" - წერს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი და ღარიბაშვილის ფოტოს შემდეგი სათაურით აზიარებს.



" ბიძინას მისაღებში არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ"



image

შეგახსენებთ, რომ ქვეყანა მეორე ტურების მოლოდინშია. 30 ოქტომბერს მეორე ტური გაიმართება - თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, ფოთში, რუსთავში, თელავში, თიანეთში, ხაშურში, ქარელში, ცაგერში, ბაღდათში, წყალტუბოში, ოზურგეთში, სენაკში, მარტვილში, ხობში, ზუგდიდში, წალენჯიხაში, ჩხოროწყუსა და ხელვაჩაურში. მეორე ტურებში "ქართულ ოცნებას" 20-დან 17 შემთხვევაში დაუპირისპირდება "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი, 1 შემთხვევაში - პარტია "საქართველოსთვის" წარმომადგენელი, ხოლო 2 შემთხვევაში - მოქმედი მერი (თიანეთში - თამაზ მეჭიაური, "ერთიანი საქართველოსთვის") და კიდევ ერთგან - დამოუკიდებელი კანდიდატი (ოზურგეთი - კონსტანტინე შარაშენიძე).


ცნობისთვის, რამდენიმე შემთხვევაში ოპოზიციის კანდიდატების მაჩვენებლები აღემატება "ქართული ოცნების" კანდიდატების მაჩვენებლებს. პროცენტებში გამოსახული სხვაობა კი თავადაც შეგიძლიათ იხილოთ.



1. ქუთაისი - ხატია დეკანოიძე (ენმ) – 43.34%, იოსებ ხახალეიშვილი ("ქართული ოცნება") – 41.45%;


2. ბათუმი - გიორგი კირთაძე(ენმ) – 41.97%, არჩილ ჩიქოვანი ("ქართული ოცნება") – 41.08%;


3. ზუგდიდი - ანზორ მელია (ენმ) – 46.88%; მამუკა წოწერია ("ქართული ოცნება") – 41.15%.


4. სენაკი - კობა ნაყოფია (ენმ) – 42.35%; ვახტანგ გადელია ("ქართული ოცნება") – 40.25%.


5. წალენჯიხა - გიორგი ხარჩილავა (ენმ) – 39.67%; გოგა გულორდავა ("ქართული ოცნება") – 38.24%.

0
2007
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
2007