სხვა რიტუალური ჭა პორტუგალიაში: რას აკეთებდნენ მასონები ამოტრიალებულ კოშკში 2021, 25 ოქტომბერი, 17:58 მიწისქვეშა გვირაბების იდუმალი სისტემა კინტა -და- რეგალეირას (Quinta da Regaleira) ციხე-სიმაგრე სასახლისა და პარკის კომპლექსში, რომელიც პორტუგალიის მუნიციპალიტეტის სინტრაში გასული საუკუნის დასაწყისში აშენდა, თითქოს სინათლიდან სიბნელეში ერთგვარ მისტიკურ გადასვლებს ემსახურება. ცენტრალურ კორპუსად მიძღვნის ჭა ითვლება, რომლის შესასვლელს პენუმბრას მიწისქვეშა მცველები იცავენ, რომელიც პენუმბრას სამყაროს წარმოადგენს.ლეგენდის თანახმად, 27 მეტრის სიღრმის იდუმალ ჭაში, რომელიც გადმობრუნებულ კოშკს მოგაგონებთ, მასონები ინიციაციის რიტუალებს ასრულებდნენ. განდობის ცერემონია ტრადიციულად ჭის ფსკერზე სრულდებოდა, სადაც რვაქიმიანი ვარსკვლავია გამოსახული. სპირალური კიბე, რომელიც ჭას ხავსით მოფენილი უცნაური მოაჯირეებით აკრავს თან, სამოთხის ან ჯოჯოხეთის წრეების სიმბოლოს წარმოადგენს. მისტიკური ჭიდან გასვლა მხოლოდ ქვის კარით არის შესაძლებელი, რომელიც მიწისქვეშა გვირაბში გადის.მიძღვნის ჭა პორტუგალიის ქალაქ სინტრაში, კინტა-და- რეგალეირას მამულში მდებარეობს. ადამიანის ხელით აგებულმა ამ უჩვეულო ნაგებობამ ასეთი სახელი იმიტომ მოიპოვა, რომ მასონების ინიციაციის რიტუალები სწორედ იქ ტარდებოდა.მასონების ამოტრიალებული ჭა 27 მეტრიან სპირალურ კიბეს წარმოადგენს, რომელიც მთის სიღმეში გადის. კიბეს სულ 10 დონე აქვს, რომლებიც მოჩუქურთმებულ ქვის სვეტებს ეყრდნობა.ეს დონეები დანტეს მიხედვით ჯოჯოხეთის, განსაწმენდელისა სამოთხის ათ - ათი წრით სიმბოლიზირდება.როდესაც ადამიანი ჭის ფსკერზე ეშვება, ის თითქოს თავისი სულის შეცნობის გარკვეულ რიტუალს გადის. ადამიანი რაც უფრო დაბლა ჩადის, სიღრმეში მით უფრო ბნელდება.ჭაში ტამპლიერთა რაინდთა ჯვარზე გამოხატული კომპასი, ყოველთვის აღმოსავლეთისკენ მიუთითებს, რაც ადამიანის სინათლისკენ სვლას აღნიშნავს.სიბნელეში ცოტა ხეტიალის შემდეგ მაინც სინათლეზე გავდივართ.ინიციაციის ჭაში შესასვლელს იმქვეყნიური სამყაროს მცველები იცავენ.ჭის შესასვლელის მოპირდაპირედ "ღვთაებრივი ტერასაა", რომელსაც ორი კოშკი-ზიქურათი იცავს - ეს რელიგიური ნაგებობები წაჭრილი პირამიდების მსგავსია, რომელთა ზედა იარუსზეც საკურთხეველია მოწყობილი.136 შეფასება არ არის |